#57668885 · 20 Mar 2021, 02:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიზეზი არის ათასჯერ შესწავლილი და დამტკიცებული.
ეს ყველგან იციან საქართველოს გარდა, აქ ხომ საერთოდ არავინ არაფერი არ იცის.
ქვეყანა სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწები მოსახლეობის 10-15%-ის ხელშია იმდენ პროდუქციას ქმნის რომ თავადაც ყოფნის და ექსპორტზეც გააქვს (თურქეთი 18%).
ქვეყანა სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწები მოსახლეობის 50-70%-ის ხელშია იმდენ პროდუქციას ვერ ქმნის რომ მას ეყოს - ანუ შიმშილობს (საქართველო 55%).
კარტოფილში და ხახვში გადახდილი ყოველი ლარი კონვერტირდება ვალუტაში და თურქი ფერმერის ჯიბეში მიდის.
ფერმერი მდიდრდება, ქართული ლარის უკან კი აღარაფერი არ დგას და იაფდება. შესაბამისად თურქული პროდუქცია ძვირდება, ლარი კიდევ უფრო ეცემა და ა.შ.
მერე მთავრობა გარბის და სესხებს იღებს რათა ლარის რეალური კურსი გადაფაროს და 3.30 შეინარჩუნოს ცოტა ხნით მაინც.
თან ნამოხვანჰესს შემოგიგდებთ, რადგან მეტი არც არაფერი აღარ დარჩა გასაყიდი.
ეს სესხები მერე თქვენ დაგაწვებათ კისერზე, ოღონდ ლარის კურსი უკვე 8-10 იქნება, ისიც ისევ ხელოვნურად შენარჩუნებული.
|