#57676065 · 21 Mar 2021, 23:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ ხალხი იმაზე მსჯელობს, რამდენ ხალხს გამოიყვანენ ესენი...
არადა, მგონია, რომ არაფერ შუაშია აქცია ან საკმარისი ხალხი რომ არ მივა იქ.
მთავარია დანარჩენი ოპოზიცია ბოლომდე გაანადგუროს ნაცებმა და ქოცებისთვის ამაზე კარგი რა უნდა გააკეთონ ნაცებმა. ხან აქციების გადადებით, ხან ქოცების გაჯიუტებით და ა.შ., ზუსტად ეგრე მიდის პროცესი.
შემდეგ არჩევნებზე ყველას ნაცებთან ბლოკი ან კოალიცია რომ მოუწევს და მიხოს მუხლებში ჩავარდნა, ეგ არის იმის მთავარი მიზანი, რომ ეს ვითომ ერთიანობა რომ არ სრულდება. ამასობაში ნაცები შეკრავენ საარჩევნო ბლოკს, მაგ “ერთიანი ოპოზიცია” დაირქმევენ და ბურჯანაძესაც სიხარულით მიიღებენ მიხოს მფარველობის ქვეშ, იგივეს იტყვიან რომ მხოლოდ ხელისუფლების დამარცხებისთვისაა ეს ბლოკი და მორჩა...
ამით მიხო აიღებს მაქს 35 პროცენტს და დანარჩენ 55-ს ქოცები, დანარჩენი 10 - რა მნიშვნელობა აქვს.
აი ეს არის ამ ვითომ პერმანენტული აქციების დაანონსების მიზანი. ნაცები ახორციელებენ მათთვის სტრატეგიულად ყველაზე სწორ პოლიტიკას - ანადგურებენ დანარჩენ დამოუკიდებელ ოპოზიციას. მანამ სანამ რეალური შანსი არ გაუჩნდებათ ხელისუფლებაში დაბრუნების, მანამდე ამ რეჟიმში იქნებიან.
This post has been edited by შავლეგა on 21 Mar 2021, 23:05
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|