#57673366 · 21 Mar 2021, 11:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ამას დაუმატეთ პოლიტიკურად მკვდარი მოსახლეობა, განატლების და პატრიოტიზმის დონე და დანარჩენს თქვენც მიხვდებით |
პოლიტიკურად ცოცხალში რა იგულისხმება.
ადამიანს ყოველდღიური ლუკმა რომ აქვს საშოვნელი და პარალელურად მუდამ პოლიტიკაზე საუბრობს _ ყველანაირად უზრუნველყოფილი ადამიანთა ჯგუფის პაექრობებს უყურებს და განიხილავს_ ეს არის ნორმალური?
ვიღაც ამერიკელ-ინგლისელი პარლამენტარი თუ პარლამენტში სამ სკამზე გადააწყობს ფეხებს და მობილურში გაერთობა კიდევ ჰო, მაგათ მოსახლეობა მაინც ჰყავთ უზრუნველყოფილი, მოვლილი,წყალი, აბაზანა თუ სხვა აუცილებლობები მოწესრიგებული. აქ კი ადამიანი(უდებლეს/დაბალ ფენას) არჩევნების წინ მიტინგზე გასაქცევად მოწესრიგდება , აიღებენ რაღაც ხურდებს და მერე კვლავ სუფთა წყალი ენატრება, ნორმალური გზები და სხვა აუცილებლობები მოუწესრიგებელი აქვს.
სოფელი განავითარონ. სპორტარბაზები სოფლებშიც უნდა გაკეთდეს, უნდა ამაღლდეს ცხოვრების დონე.
ხალხო, კომუნისტების დროს სოფლებში ხალხს კულტურის სახლები, კარგი მაღაზიები,სამედიცინო პუნქტები,პურის ფურნეები, ბიბლიოთეკები ჰქონდათ. ცხოვრება წინ არ უნდა წასულიყო?. კი გასაგებია რომ დიდი არეულობები გადავიტანეთ , მაგრამ სოფელი უნდა განვითარდეს. პოლიტიკა მარტო ლაქლაქი ხომ არ არის? ბოლოსდაბოლოს თავად სიტყვა პოლიტიკა ქალაქის მოწყობას/მართვას ნიშნავს, მოუწესრიგეთ ხალხს სოფლები სადაც ცხოვრობენ , შრომობენ.
--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.
|