ექიმი ხმამაღალი ნათქვამია.
უხსოვარ დროში მანათი რომ მანათობდა და გარკვეული კვოტებიც იყო დაშვებული უმაღლეს სასწავლებლებში
მაღღალმთიანი სოფლის მკვიდრი ახალგაზრდობისთვის
ე მაშინ გადაიკიდა ხარის ტყავის გუდა თანა და
ჰოიდა ნანა ოჰოი ნანას სიმღერით დაეშვა ბარში.
ჩამოვიდა ქალაქში
მოეწყო
დაეუფლა სტომატოლოგის პროფესიას
მარა მანუალური უნარების ათვისებაში ფიზიოლოგიურმა მონაცემებმა ხელი შეუშალა
უფრო კონკრეტულად,ბოტოტელა ხელებმა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა არ მისცა
და მანდ დაასრულა ოცნება
მედიცინის დარგში რევოლუციების მოხდენაზე.
პ.ს.ისე ადრე ცოტა მორიდებით წერდა ხოლმე
სტომატოლოგიური განათლება მაქვს მიღებული მაგრამ ერთი დღეც არ მიმუშავიაო.
ეხლა როგორც ჩანს უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდა
გადაწყვიტა ჰავტორიტეტი აიმაღლოს და
იძახის რომ მას როგორც ექიმს უამრავი გვამი აქვს გაკვეთილი და ა.შ..
ერთ დღესაც კარდიო ქირურგის რანგში რომ წარადგინოს თავი
არ გაიკვირვოთ
წლებს მაინც თავისი მიაქვს და მოაქვს