#57685388 · 24 Mar 2021, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვუსმენდი ოცნების გივის (გვარი არ მახსოვს) და სულ კომკავშირის მდივნის ლაპარაკის სტილი მახსენდებოდა, ისეთივე პათეტიკური ტონი, ისეთივე ლაპარაკი ლაპარაკი ლაპარაკი და არავითარი საკუთარი აზრი. გენერალურ ხაზს (ადრე იყო ასეთი ტერმინი) უნდა გაყვე და მორჩა. ამ ვახომ ერთი მთავარი კითხვა ვერ დაუსვა ოცნების გივის ( წამყვანმა კი აუწია სატოპკე ვახოს). სულ ოპოზიციის ხმებზე რომ ლაპარაკობდა, ყველას ხომ გვახსოვს, რა გაკეთდა მაჟორების ხელით წინა პარლამენტში და ახლა რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ქოც დეპუტაცია 1 წელიწადში შეიცვალა? კაი, შევიდნენ პარლამენტში ყველა ოპოდეპუტატი პარლამენტში და 0 ან 3% ბარიერზე კენჭის ყრა ისევ ქოცებმა ჩააგდეს. მერე? იმ გურული სამოქალაქო თავდაცვის უფროსის არ იყოს (აირწინღები რომ არ გაქვთ, ატომური ომი რომ დაიწყოს, რას შვრებითო რომ კითხა ცკ-ს შემომწმებელმა), შევრცხვებით, ნამდვილად შევრცხვებით. სულ მგონი ესაა ამათი პარლამენტი და ეს შუამავლებიანი მოლაპარაკებები.
--------------------
"ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს" - არისტოტელეს მიაწერენ
"აკი გადავარდაო?! "@ კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"
"მომეცით მე საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტად" - იოზეფ გებელსი
|