Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
> COVID 19 მესამე ტალღა
, LXXIV
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16469
წევრი No.: 90790
რეგისტრ.: 7-May 09
#57691138
· 25 Mar 2021, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
anatoreli
QUOTE
ძალიან ბევრ ჩემ კოვიდგადატანილ ახლობელს ანტისხეულები არ ჩამოუყალიბდა.
Რა იცით?
Თუ ანტისხეულები არა - აბა როგორ გადარჩა?
Რამ აიძულა კოვიდი დამარცხებულიყო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
And.san
Super Member
ჯგუფი: Registered
And.san
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 145
წევრი No.: 251814
რეგისტრ.: 24-July 19
#57691140
· 25 Mar 2021, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა სიმპტომებით იწყება ხშირ შემთხვევაში??
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aerztin
Crazy Member
ჯგუფი: Members
aerztin
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3062
წევრი No.: 32135
რეგისტრ.: 28-March 07
#57691142
· 25 Mar 2021, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PFU
QUOTE
ვისაც უნდა აიცრის, ვისაც უნდა, შეუძლია კოვიდს დაელოდოს და იმით ჩამოიყალიბოს იმუნიტეტი... მხოლოდ ახსოვდეს, რომ ლეტალობა და ინვალიდობა მრავალათასჯერ უფრო მაღალი აქვს კოვიდს ვიდრე ნებისმიერ ვაქცინას, თვით იმ დაბალი რისკის, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ჯგუფშიც კი...
ეს განაცხადი რას ეფუძნება?
QUOTE
რაც შეეხება მასიურ 'გადაცრას': ვაქცინაცია სავალდებულო არაა და, შესაბამისად, ეს თქვენი არგუმენტი უსაფუძვლოა.
ისრაელში რა ხდება, იცით თქვენ? არსად რომ არ შეგიშვებენ, აცრის გარეშე, როგორ გამოდის ნებაყოფლობითი. იმედია, ჩვენთან ეს არ მოხდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tornikeeeee
Crazy Member
ჯგუფი: Members
tornikeeeee
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3936
წევრი No.: 223283
რეგისტრ.: 28-August 16
#57691147
· 25 Mar 2021, 13:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რეალურად ვაქცინაზე უარს მარტო უნდობლობის მიზნით არ ამბობენ, თვითონ კოვიდი არ აღიქმება სერიოზულ ვირუსად მოსახლეობის დიდ ნაწილში. მიუხედავად იმისა რომ ფატალური შედეგებიც აქვს, უმეტეს ადამიანს უსიმპტომოდ ან მსუბუქად გადააქვს, ამას რომ ხედავს ადამიანი თვითონაც ფიქრობს რომ მასე გადაიტანს და ვაქცინის გაკეთება არ უღირს..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არმეძებო
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
არმეძებო
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23540
წევრი No.: 184345
რეგისტრ.: 4-April 14
#57691152
· 25 Mar 2021, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა განაცხადა, ძალიან საინტერესო და ამავე დროს დადებითი ინფორმაციის მატარებელი კვლევა გამოქვეყნდა 23 დეკემბერს, The New England Journal of Medicine-ის ონლაინ ვერსიაში, სათაურით - „Antibody Status and Incidence of SARS-COVID-2 Infection in Health Care Workers“.
კვლევა ბრიტანულია და 12 541 მონაწილე იქნა შესწავლილი. სამეცნიერო-სტატისტიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, დაინტერესებული თავად მონახავს, მაგრამ დასკვნა ასეთი იყო: სისხლში იმუნოგლობულინ G-ს (როგორც ე.წ. ეკალ-პროტეინის, ასევე ნუკლეოკაფსიდის საწინააღმდეგო IgG-ს ) არსებობა გადატანილი ინფექციის შემდეგ, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არსებითად, მკვეთრად ამცირებს რეინფექციის რისკს. ანუ, თუ და როცა, გადატანილი ინფექციის შემდეგ ადამიანს სისხლში აღენიშნება იმუნოგლობულინ G-ს არსებითი კონცენტრაცია, მაშინ დაცული იქნება განმეორებითი ინფექციისაგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
„საინტერესო და გასათვალისწინებელი დეტალია ისიც, რომ ზემოხსენებული ვრცელი კვლევის მონაწილეები ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები იყვნენ.
„ამ კვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ, თუ კოვიდი გადაიტანე და ანტისხეულები გაგივითარდა, 10-ჯერ მცირდება შენი რეინფექციის რისკი“ - განაცხადა კლივლენდელმა პროფესორმა კრისტოფერ კინგმა; „ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა აქამდე“.
კვლევის შედეგებს სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია აცრების ლოგისტიკაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან როგორც ვიცით ვაქცინა ჯერჯერობით ყველგან დეფიციტურია. მაგალითად, აშშ-ში დაახლოებით 53 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა ინფექცია. ეს ძალიან დიდი ციფრია და სერიოზული უპირატესობის მოცემა შეუძლია ვაქცინების ადეკვატურად გადანაწილების პროცესში.
გარკვეული ცვლილებების შეტანა მოხდება ალბათ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის - CDC-ის რეკომენდაციებშიც. აქამდე ეს სააგენტო ამბობდა, რომ რეინფექციის შანსი ჩნდება დაავადების გადატანიდან 90 დღის შემდეგ, ახლა ეს პერიოდი ალბათ გაიზრდება მინიმუმ 6 თვემდე.
კვლევამ ცხადია ახალი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვებიც გააჩინა. თუნდაც ის, რატომ განუვითარდა რეინფექცია კვლევის 2 მონაწილეს, მიუხედავად იმუნოგლობულინ G-ს ადექვატური ტიტრისა. შესაძლოა ეს ადამიანები რაღაც მიზეზის გამო იმუნოკომპრომეტირებულები იყვნენ. „ჩემი აზრით, ინფექციისაგან ძირითადათ ანტისხეულები გვიცავენ, ე.წ. T-უჯრედები კი დაავადების განვითარების მძიმე და მსუბუქ ფორმებზე აგებენ პასუხს“- თქვა კინგმა“, - აცხადებს ზურაბ გურული.
როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი.
„გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი. არის სპეკულაციებიც, რომ რამდენიმე წელსაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულ-ლოგიკური ჰიპოთეზებია და არა დადასტურებული ფაქტი.
აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტი უფრო მძლავრია, ვიდრე ინფექციის გადატანის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი; ასტრა-ზენეკას ვაქცინის კი პირიქით, ჩამორჩება ბუნებრივ იმუნიტეტს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აიცრან თუ არა იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და ბუნებრივად განუვითარდათ ანტისხეულები. ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ CDC. - ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19, შეიძლება მაინც მიიღონ სარგებელი ვაქცინაციისაგან“ - მითითებულია ვაქცინაციის ვებგვერდზე. დამატებით: - „COVID 19-ით რეინფექციით გამოწვეული დაავადების მაღალი საშიშროების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეინფექცია შესაძლებელია, ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ, რომ მიუხედავად გადატანილი ინფექციისა, მაინც ჩაიტარონ ვაქცინაცია“. მთავარი სიტყვა ამ რჩევებში არის „შეიძლება“ ლოგიკურია.
ამ ეტაპზე გადაჭრით ვერც უარყოფ რამეს და ვერც დაადასტურებ. აქ უკვე პირადი არჩევანი, გათვლილი რისკები და ინსტიქტიც კი ერთვება საქმეში.
2021-ის პირველ თვეებში კიდევ ბევრი ახალი კვლევა წამოგვეწევა, რომლებიც ნელ-ნელა შეამცირებენ ექიმთა რეკომენდაციებში „შეიძლებას“ და „ალბათს“ , მანამ კი ლოგიკა და რისკ-სარგებლიანობის გონივრული აწონ-დაწონაა საჭირო“, - აღნიშნა ექიმმა.
https://pia.ge/ka/news/covid-19/tu-siskhlsh...rebis-shesakheb
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 33449
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05
#57691153
· 25 Mar 2021, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(aerztin @ 25 Mar 2021, 11:44 )
PFU
QUOTE
პი.ეს. კოვიდს რაც შეეხება, დღეისათვის უცნობია, ტოვებს თუ არა ის ხანგრძლივ და მყარ იმუნიტეტს. რეინფიცირების უიშვიათესი შემთხვევების გათვალისწინებით, ალბათ ტოვებს (იმედია), თუმცა 1 წელი შეიძლება არ იყოს საკმარისი დრო იმის გასარკვევად რეინფიცირება ხდება თუ არა.
აი, ზუსტადაც სწორად დაწერეთ. კოვიდის რეინფექციის შემთხვევები ძალიან იშვიათია, რაც დრო გავიდა, იმაზე დაყრდნობით, ხომ ასეა? ხოდა რატომ ურჩევენ, რომ გადატანიდან 3 თვეში მაინც აიცრან? აი, რა ლოგიკაა. ასე ხომ არ შეიძლება? ახსნა უნდა ჰქონდეს ყველაფერს. სიცხეს რომ უზომავ ადამიანს, იმის საფუძველიც უნდა არსებობდეს. რაღაცა გამოუცდელ ვაქცინებს რომ არჭობ, ზუსტად უნდა იცოდე, რომ აუცილებლად გჭირდება ამის გაკეთება.
დავწერე რა ლოგიკითაც გაიცემა რეკომენდაცია კორონას გადატანის შემდეგ ვაქცინაციაზე.
ეს რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. შესაბამისად, ვისაც უნდა გაითვალისწინებს. ვინმე დაიჭირეს და ძალით აცრეს?
კიდევ ერთი მომენტი. ვატყობ ხალხს ერევა ტერმინები 'საყოველთაო' და 'სავალდებულო'... საყოველთაოა აცრა, როცა ის დაშვებულია მოსახლეობის ფართო მასებისათვის და შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, ან სავალდებულო. კორონას ვაქცინა საყოველთაო ხდება ნელნელა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის არეალი ფართოვდება სხვადასხვა ჯგუფებზე, მაგრამ ის არ არის სავალდებულო!!!
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aerztin
Crazy Member
ჯგუფი: Members
aerztin
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3062
წევრი No.: 32135
რეგისტრ.: 28-March 07
#57691163
· 25 Mar 2021, 13:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PFU
QUOTE
დავწერე რა ლოგიკითაც გაიცემა რეკომენდაცია კორონას გადატანის შემდეგ ვაქცინაციაზე.
ეს რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. შესაბამისად, ვისაც უნდა გაითვალისწინებს. ვინმე დაიჭირეს და ძალით აცრეს?
ხოდა, რა ლოგიკით გაიცემა? ეხლა რომ დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ გადატანილებში შეიძლება საზიანოც იყოს ვაქცინაცია, კიდევ რამდენი რაიმე გაირკვევა გზაში?
დაიჭირეს და ძალით აცრეს-მეთქი, მე დავწერე სადმე? არა. აბა რატომ მიწერთ? მაგრამ ხომ არის დაჟინებული მოწოდება, დამუნათება, რომ ისე არაფერი გვეშველება და ა.შ. ეს ყველაფერი რეალურ ინფორმაციას არ ეფუძნება, ამის თქმა მინდოდა. თქვენ შეგიძლიათ უამრავი კვლევა და არგუმენტი მოიყვანოთ, იმდენივე საწინააღმდეგოს მოყვანა შემიძლია მეც. ამიტომ, სანამ ამდენი რამე გაურკვეველია, მოწოდებები და რეკომენდაციები ცოტა სიფრთხილით უნდა ხდებოდეს. თუ ის უნდა გაგვიხარდეს, რომ არ დაგვდევენ და ძალით არ გვცრიან, არ ვიცი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GიორGი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16469
წევრი No.: 90790
რეგისტრ.: 7-May 09
#57691164
· 25 Mar 2021, 13:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტი უფრო მძლავრია, ვიდრე ინფექციის გადატანის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი; ასტრა-ზენეკას ვაქცინის კი პირიქით, ჩამორჩება ბუნებრივ იმუნიტეტს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არმეძებო
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
არმეძებო
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23540
წევრი No.: 184345
რეგისტრ.: 4-April 14
#57691171
· 25 Mar 2021, 13:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aerztin
უკაცრავად და თქვენ პირბადეებზეც წერდით რა საჭიროა ზაფხულში პირბადის გაკეთებაო,ძალიან კარგად მახსოვს და იმედია არ უარყოფთ
),
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narcoTOURIST
ჩვენისთანა бедныйერი განა არის სადმე ერი?
ჯგუფი: Members
narcoTOURIST
ჩვენისთანა бедныйერი განა არის სადმე ერი?
ჯგუფი: Members
წერილები: 28361
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06
#57691176
· 25 Mar 2021, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
COVID 20
20 არა 21 კიდე!
თუ თემის გახსნა არ შეგიძლიათ ნუ ხსნით რა!
--------------------
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Plat_7
Foxy Grandpa
ჯგუფი: Members
Plat_7
Foxy Grandpa
ჯგუფი: Members
წერილები: 5446
წევრი No.: 117710
რეგისტრ.: 27-June 10
#57691184
· 25 Mar 2021, 13:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narcoTOURIST
QUOTE
20 არა 21 კიდე!
კოვიდ 19-21 უფრო ზუსტი იქნებოდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aerztin
Crazy Member
ჯგუფი: Members
aerztin
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3062
წევრი No.: 32135
რეგისტრ.: 28-March 07
#57691185
· 25 Mar 2021, 13:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არმეძებო
QUOTE
უკაცრავად და თქვენ პირბადეებზეც წერდით რა საჭიროა ზაფხულში პირბადის გაკეთებაო,ძალიან კარგად მახსოვს და იმედია არ უარყოფთ),
გარე სივრცეში პირბადის გაკეთება, თუ ხალხმრავლობაში არ ხარ, ნამდვილად არ არის საჭირო.
მომიყვანეთ ზუსტი ციტატა, რა დავწერე. რატომ უნდა უარვყო
. თუ რამე არასწორად დავწერე, ვიტყვი, რომ არასწორი იყო. შეუმცდარი ვარ მეთქი, არასოდეს არ მგონებია. მე კითხვები მაქვს, როგორც ექიმს. და ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ამას ვწერ, მინდა, რომ სხვასაც გავუზიარო.
ფაუჩიმ რამდენი რამე თქვა და გადათქვა, გახსოვთ თქვენ? დიდი მადლობა დოქტორ ფაუჩიზე მაღალ სტანდარტს თუ მიყენებთ.
თუმცა, არა მგონია, რამე სისულელე მეთქვა, დამიციტირეთ
ძალიან ბევრი რამე ამ პანდემიის დროს არის გაურკვეველი, მოიცავს პოლიტიკოსების, ფარმა კომპანიების და სხვათა ინტერესებს. ჩემი, როგორც ექიმის, ვალია, შევეცადო, გავერკვე და დავსვა კითხვები. და არა ცხვარივით ბეეე ვიძახო და რასაც ჩამძახებენ, იგივე ამოვიძახო. თუ დავინახავ ჩემს შეკითხვებზე პასუხებს, ვიტყვი, აა ეხლა გავიგე, მადლობა. ჯერჯერობით, ვერ გავიგე.
This post has been edited by
aerztin
on 25 Mar 2021, 13:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბერმუხა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ბერმუხა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5281
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14
#57691195
· 25 Mar 2021, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აგერ ა, მაგალითად, მამაჩემს შევთავაზე - ჩაგჩოთქავ ვაქცინაციის პროგრამაში-თქვა და იმხელაზე ვიქენით გაგზავნილნი ცნობილი მიმართულებით მეც, ივანიშვილ-ტიკარაძე-მუშკეტერებიც და თვით ბატონი ტედროს გაბრეიესუსიც, რო სახეში ნიავის ლამუნი ვიგრძენი, როგორც ეს სწრაფი გადაადგილებისას ხდება ხოლმე....
ნორმალური ადამიანის რეაქცია ზედმეტ ზრუნვაზე ......
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 33449
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05
#57691196
· 25 Mar 2021, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(aerztin @ 25 Mar 2021, 12:05 )
PFU
QUOTE
ვისაც უნდა აიცრის, ვისაც უნდა, შეუძლია კოვიდს დაელოდოს და იმით ჩამოიყალიბოს იმუნიტეტი... მხოლოდ ახსოვდეს, რომ ლეტალობა და ინვალიდობა მრავალათასჯერ უფრო მაღალი აქვს კოვიდს ვიდრე ნებისმიერ ვაქცინას, თვით იმ დაბალი რისკის, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ჯგუფშიც კი...
ეს განაცხადი რას ეფუძნება?
QUOTE
რაც შეეხება მასიურ 'გადაცრას': ვაქცინაცია სავალდებულო არაა და, შესაბამისად, ეს თქვენი არგუმენტი უსაფუძვლოა.
ისრაელში რა ხდება, იცით თქვენ? არსად რომ არ შეგიშვებენ, აცრის გარეშე, როგორ გამოდის ნებაყოფლობითი. იმედია, ჩვენთან ეს არ მოხდება.
ეს განაცხადი ეფუძნება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა გამოსავლის მარტივ სტატისტიკურ ანალიზს.
და რა ხდება ისრაელში? სს დანაშაულია აუცრელობა?
პი.ეს. აგერ, გერმანიაში, სამსახური მავალდებულებს, რომ წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი მქონდეს, რომ ამით სხვებს არ შევუქმნა ინფიცირების საფრთხე. კორონას შემთხვევაში ვაქცინების მხრიდან ვინაიდან გადაცემის შეჩერების პირდაპირი ინდიკატორი არ ჩანს, მე არ ვემხრობი მსგავს შეზღუდვებს.
და თქვენ, ექიმს, ვინც ვაქცინაციას უფრო დიდ მავნებლობად და ზიანად მიიჩნევთ, ვიდრე კოვიდს, გაქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, თუ მოხდა და მძიმე კოვიდით დაავადდით უარი თქვათ ეკმოსა და ინტენსიურ პალატაში თქვენთვის ადგილზე, რომელიც შეიძლება გერგებოდეთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლობის თუ ტრიაჟის გამო, და ის სხვას დაუთმოთ, თუ პირველი გაიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციაზე უარი თქვით?...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
anatoreli
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
anatoreli
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16778
წევრი No.: 12045
რეგისტრ.: 6-August 05
#57691207
· 25 Mar 2021, 13:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GიორGი
QUOTE
Რა იცით?
Თუ ანტისხეულები არა - აბა როგორ გადარჩა?
Რამ აიძულა კოვიდი დამარცხებულიყო?
გაიკეთეს ანალიზები ანტისხეულებზე და არ აქვთ.... კოვიდი დაამარცხა მაგრამ არ განვითარდა და არ დაუგროვდა...
მსუბუქად ვინც გადაიტანეთ,40% -ს არ გიყალიბდებათ გრძელვადიანი იმუნიტეტიო - ასე უთხრეს
--------------------
(გადავიწეროთ პიჯვარი სამჯერ)
წითელი ვარდი და რევოლუცია
ვერვინ იტყოდა სათქმელს ამგვარად
რაც თქვა ქართულმა ევოლუციამ
უფალმა სისხლი აღარ დაღვარა
მხოლოდ ვარდი!!! და რევოლოცია
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(101)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0582 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.