რისკ-ჯგუფები რო აიცრებიან, მერე გადავწყვეტ

რისკ-ჯგუფში რომ ვიყო, ასტრაზენეკათი ავიცრებოდი ალბათ.
ასტრაზენეკას 100%-იანი ეფექტურობა აქვს, რომ ვაქცინაციის შემდეგ გართულებებით არ გადაგაქვს დაავადება.
და 76%-იანი ეფექტურობა აქვს, რომ უსიმპტომოდ გადაგაქვს.
დაინფიცირებისგან და გავრცელებისგან დასაცავი ვაქცინა არ არის სამწუხაროდ.
და ასტრაზენეკა არის უკვე გამოცდილი წესით დამზადებული ე.წ. ვექტორული ვაქცინა.
რომელსაც შემდეგში რაიმე უკუჩვენება არ ექნება.
პფაიზერი და მოდერნა კი უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ე.წ. დნმ ვაქცინებია და მაგაზე არ არსებობს კვლევა გრძელ ვადაში რაიმე ჩვენება ან უკუჩვენება ხომ არ ექნება.
ანუ არჩევანის წინაშე რომ ვიდგე, უკვე გამოცდილ ვაქცინას, ასტრაზენეკას ავირჩევდი.
და არჩევანის საშუალება რო არ მქონდეს და რისკის ჯგუფში ვიყო, პფაიზერსაც გავიკეთებდი რა თქმა უნდა.
ჯობია დღეს გადარჩე და არც იცოდე 5 წლის მერე რამე მოხდება თუ არა, ვიდრე ხვალ მოკვდე...
რისკ-ჯგუფში რო ვიყო და ასტრაზენეკაზე არ მქონდეს წვდომა, ჩინური ვაქცინითაც ავიცრებოდი და რუსული სპუტნიკითაც.
მოკლედ, ცხვარი თუ გყავს გამობმული ფეხზე, ტრაკი არ უნდა ათამაშო და რისი საშუალებაც იქნება ის უნდა გაიკეთო...
მოუნდათ "იმენა" მოდერნა და მანამდე ქვეყანა ჩაკეტილი უნდა იყოს, რომ ვიღაცამ ვირუსი არ გადასდოთ და არ გაუშვათ მარილზე...
ყველაზე სწორი იქნება საკმარისი რაოდენობის ვაქცინები შემოიტანონ და ყველაფერი გახსნან.
აღარც დისტანცია და აღარც პირბადე.
აგერ თქვენ, აგერ ვაქცინა და თუ გინდათ გაიკეთეთ, თუ არა და მო#####ათ პატრონი, რო დაგაგდებთ კოვიდი ბეჭებზე, ჩვენთან არ მოხვიდეთ გვიშველეთო...
პ.ს. კოვიდ პასპორტს თუ მომცემენ და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მექნება, ფულსაც გადავიხდი ვაქცინაციაში, მაგრამ არსებული მონაცემებით ვაქცინაციაზე კოვიდ-პასპორტს და თავისუფლად მიმოსვლის უფლებას არავინ მოგცემს იმიტომ, რომ ვაქცინაცია არ ნიშნავს რომ ვირუსის მატარებელი/გამავრცელებელი არ იქნები...
მოგვიწევს კაი ხნის მანძილზე პისიარ ტესტებში ფულის ყრა, დამატებითი ხარჯი დაემატა მოგზაურობას.
This post has been edited by Frankens†ein on 25 Mar 2021, 16:47
Mens sana in corpore sano...