ძირითადი მოვალეობები:
სამშენებლო და საშემფასებლო ექსპერტიზის მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება;
ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება;
სტრატეგიის შემუშავება - სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება და მისი ინტერესების, ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საიტების ძებნა, მომხმარებელთა ლოიალობის სისტემის შემუშავება, SMM საქმიანობის ინტეგრირება კომპანიის ზოგად მარკეტინგულ სტრატეგიაში;
მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით, გაყიდვების ახალი მეთოდოლოგიების და გზების შემუშავება;
სარეკლამო მასალების მომზადება სოციალურ მედიაში განსათავსებლად.
ციფრული მედია-არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება;
სოციალური გვერდებისთვის და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის: პოსტი, ვიდეო, გიფი, სიუჟეტი და ა.შ. ინფორმაციის მომზადება/განთავსება;
კონტექსტუალური რეკლამის, საბანერო რეკლამის SEO, SMM წარმოება.
პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
თანამშრომლების ჯგუფისთვის კოორდინაციის გაწევა რეალიზაციის ზრდის მიზნით;
ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
მუდმივი კოორდინირებული მუშაობა პროდუქტის განვითარებისა და პრომოუშენისათვის;
მარკეტინგის მიმართულებით მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და პროექტების მართვა;
ყოველკვირეული სამუშაო რეპორტების მომზადება.
ხელფასი უწერიათ 2000 ლარი
ნუ ვითომ კარგი ანაზღაურებაა მაგრამ იმდენ რაღაცას ითხოვენ საზღვარგარეთის 10 დიპლომი ან აქაური 20 დაგჭირდება.
SEO რომ იცი და ფოტოშოპით ბანერებს რომ აკეთებ სეისბურგისთვის
თან SEO ისეა რა ჩაწერილი, ვითომ რაღაცაა რა უბრალო ყველამ რომ იცის

ბევრსაც ჰგონია რომ იცის გატეხილი პროგრამით ტოქსიკური ბექლინკების დამატება ჰგონიათ სეო
კიდევ რამდენი რაღაც წერია რა ვიცი ნახევარი ვერ გავიგე

რეალურად წერია 6-7 კაცის საქმე რომელსაც მინ ხელფასი უნდა ჰქონდეს 1500 ლარი
This post has been edited by buxxx on 26 Mar 2021, 12:41