#57695424 · 26 Mar 2021, 09:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
narcoTOURIST
QUOTE | რადიოლა გამიგია, ირინოლა არა |
ეჰ... აქ რა მოსატანია და "ირინოლა" ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსია...
აი, სწორედ მაგ ლექსიდანაა ის ცნობილი ფრაზა "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი"....
ლექსი კი ეძღვნება პოლონეთის გმირს, ვარშავის აჯანყებისას ნაცისტებთან ბრძოლაში დაღუპული 16 წლის გოგონას ირინა სხირტლაძის ხსოვნას (რომლის მამაც, როგორც პოლონელი ოფიცერი, წითელმა ღორებმა დახვრიტეს კატინის ტყეში).
ღმერთო მაპატიე და ამ გმირი გოგოს სახელს რა თემაში ვახსენებ, მარა, იცოდეს ხალხმა, ვინაა ნამდვილი ირინოლა.
ირინოლა
ფაშიზმთან ომის დროს პოლონეთში დაღუპულ 16 წლის ირინე სხირტლაძეს
მართლა მჯიღისხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ ირინეს.
მიწა დასწვეს იმის ცოდვით, ზეცა გაახირიმეს, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.
გამოცხვება კვერი ობლის, გაუყუჩებთ ტკივილებს, ოღონდაც თქვით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.
მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გამოიცადა, პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა.
აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი...
პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩითავთ გვირილებს, ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე.
აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი..
This post has been edited by chombe on 26 Mar 2021, 09:59
--------------------
si deus nobiscum quis contra nos !
- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ? - შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)
Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! ! (© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)
გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
|