როგორც მივხვდი თემა პატივისცემაზეა, ხალხის პატივისცემაზე ერთმანეთის მიმართ. ამაში მხოლოდ რიგში დგომა არ შედის, რომელიც არა მხოლოდ მანქანებს ეხება არამედ ზოგადად რიგის დაცვის კულტურას, აფთიაქში იქნება თუ ბანკში, რა მნიშვნელობა აქვს ? მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ისიც ხომ ელემენტარულია რომ ნაგავი ქუჩაში არ უნდა დაყარო ?

ყველაზე მეტად ეს მაოცებს მე თუ მკითხავთ, 2021 წელია, ყველაზე კულტურულები ვართ,

ყველაზე ნაკითხი და გამორჩეული და ნაგავს ვყრით ქუჩაში

ბრავო !
მოძრაობის წესების დაცვას რაც შეეხება, ტაქსის მძღოლს ვკითხე "წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია ნამყოფი განვითარებულ ქვეყნებში და როცა მოუწიათ იქ მანქანით გავლა, ყველას მოეწონა წესრიგი მაგრამ აქ რომ ბრუნდებიან იმის ნაცვლად რომ მაგალითი მისცენ სხვებს, პირიქით სხვებს ერგებიან" და მიპასუხა "აქ თბილისია ბრატ, აქ სხვანაირად ვერ ივლი"

.
საქმე იმაშია რომ სხვას რომ წესრიგისკენ მიუთითო, როგორც უნდა მოწიწებით მოეპყრა, დიდი შანსია კონფლიქტით დასრულდეს

პირველი მაინც ალბათ იქნება " შენ ვინ გკითხავს ?" ან იგივე კითხვა უფრო მძიმე ფორმაში

რა თემაც უნდა იყოს ყველგან ასეა, ვერავინ ვერ ბედავს რომ წესრიგზე მიუთითოს სხვას.
გორამდე არ მისული მგონი, მაგისტრალზე სადაც სიჩქარე ლიმიტირებულია 110კმ/სთ ვხედავ სანაგვეებს, გარკვეული მანძილის დაშორებით, ზოგგან ერთი შავი ცელოფანი, ზოგგან ორი, ზოგგან სამი და ვაიმე ვიძახი რა დრო დადგა მეთქი და მერე ამიხსნეს რომ თურმე უნდა გაჩერდე რომ ნაგავი მანდ ჩაყარო

მაგისტრალზე რატომ უნდა გაჩერდეთ რომ ნაგავი გადაყაროთ ? სად ნახეთ ასეთი რაღაცა ? რომელი განვითარებული ქვეყნიდან გადმოაკოპირეთ ?
This post has been edited by რუსთაველი on 26 Mar 2021, 16:06