გუშინ გუგლემაპს ჩავუჯექი და კავკასიის რეგიონს ვათვალიერებდი, ნუ დიდი ქალაქები ასე თუ ისე ვიცი რას წარმოადგენენ, საინტერესოა რეგიონები. ჩემი დაკირვებით ძალიან დიდი უფსკრულია ჩვენსა და დანარჩენ კავკასიას შორის. მინდა ეს განსხვავება ყოფითი კულტურით, კერძოდ კი ღობეების თემით გაჩვენოთ.
ასე გამოიყურება ტიპიური სოფლის გზა დაღესტანში

ხედავთ ხომ როგორი ჩაკეტილი ეზოებია?

ეს ჩეჩნეთში. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მდიდარი დასახლება ჩანს, ძალიან დამთრგუნველი გარემოა, 3 მეტრიანი ღობეების გამო.

აზერბაიჯანშიც სახლები და ეზოები ღობეებს არიან ამოფარებული

სომხეთიც თავისი ყოფითი კულტურით მუსულმანურ კავკასიას უფრო წააგავს. სომეხისთვისაც საკუთარი ტერიტორია მთავრდება ყორესთან, იმის იქით არის მტრული გარემო.

ეხლა გადმოვინაცვლოთ საქართველოში. ევროსკეპტიკოსებმა და კავკასიელმა wannabe ჯიგიტებმა განსაკუთრებით კარგად მინდა დაათვალიერონ ფოტოები, რა საერთოს ნახავენ დაღესტნის აულებთან, მაინტერესებს.
ქართულ სოფლებში ღობეს აქვს სიმბოლური დატვირთვა

გვაქვს ყველაზე ძვირფასი რამ, ეს არის სოციალური კაპიტალი, ერთმანეთისადმი ნდობა. ამას ვერანაირი ნავთობი ვერ აჯობებს.
ღობეებს მიღმა არ ვმალავთ ქალებს, არ ვემალებით ერთმანეთს. ჩენთვის საკუთრება არ მთავრდება ღობის კართან, არამედ ჰარმონიულად ერწყმის ქუჩას, გარემოს.

თუ მაინცდამაიც გვინდა პრივატული სივრცე, ამას ვაკეთებთ ისე, რომ გამაღიზიანებელი არ იყოს მეზობლისთვის, ან უბრლოდ ქუჩაში გამვლელისთვის.
ნახევრად გახსნილი ღობით

ან მწვანე ღობით.

ასე ხედავს სამყაროს აზერბაიჯანელი, როცა დილით ეზოში გამოდის

ასე ხედავს ქართველი

ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ევროპეიზაცია არ მომხდარა ბოლო 20 წელიწადში, ეს არ მომხდარა მიშას, ან გრიშას გამო, როგორც რუსები გვიმტკიცებენ. საერთოდ სიტყვა ევროპეიზაცია საქართველოს მიმართ არის სისულელე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თვითონ ევროპა.