შესათამაშებლადაც და ეს შესარჩევი ხვიჩას ტოპ გუნდში გასაყიდად უნდა გამოვიყენოთ, ჩემთვის ეგაა მთავარი.
ტიპი თითქმის ყოველ ტურში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება ან სიმბოლურ ნაკრებშია.
ანუ სტაბილურად კარგად თამაშობს, ერტთი-ორი გაბრწყინება არა.
ახალგაზრდაა, რუსეთსაც ამხელა ჩემპიონატი აქვს და რა ტქმა უნდა მიიქცია ევროპული გრანდების ყურადღება.
გუშინ ესპანეთთან გატანილი გოლი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
ლუის ენრიკემაც აღნიშნა კვარაცხელია, ძაან მაგარია და ესე თუ ითამაშა, ტოპფეხბურთელი გახდებაო.
ცალკე ლუის ენრიკე მისცემს ესპანურ გრანდებს რეკომენდაციას, თუმცა ყველა უყურებდა ალბათ ესპანეთის თამაშს და თვითონაც ნახავდნენ.
ცალკე ის ევროპული გრანდების აგენტებიც ნახავდნენ ესპანეთთან თამაშს, ლაივში თუ არა, ფლეშსქორზე რო ნახავენ ხვიჩამ გაუტანა ესპანელებს, გადაახვედნენ ხვიჩას მომენტებზე.
მოკლედ, წელს მინიმუმ დორტმუნდში გაიჩითება იმედია.
ისეთ გუნდში უნდა გაიჩითოს, სტაბილურად ჩემპიონთა ლიგაზე რო ხვდება.
პირდაპირ გრანდი თუ იყიდის, მთლად უკეთესი.
მაგალითად იუვე, რეალი, ბარსა... თაობათა ცვლა სადაც მიდის და ახალი სისხლია საჭირო...
სხვა ახალგაზრდა ტიპებიც თუ გამოიჩენენ თავს და საშუალო დონის ქვეყნების ნორმალურ კლუბებში გადავლენ, არ იქნება ცუდი.
თუ არა და ბათუმის დინამოს ან ევროპის მეორე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ვერ დადებ შედეგს, რაც არ უნდა სული და გული ჩადონ, კლასის ამაღლებაა საჭირო...
პირველ რიგში კლასია საჭირო და მწვრთნელი მერე, შესაბამისი ტაქტიკით რო ათამაშოს ეს ფეხბურთელები,.
კლასის ამაღლების გარეშე არ გამოვა არაფერი...
იმაზე მწყდება გული, ოქროს თაობას - ქინქლაძე-არველაძე-ქეცბაია-ყაველა-კობიაშვილი-იაშვილი-ცქიტიშვილი-ჯამარაულის და მაგ თაობას ნორმალური მწვრთნელი რო არ ყავდა

ტიპებს კლასი ქონდათ და მოედანზე ყველა თავისთვის იყო.
რომელიღაც ფეხბურთელი იხსენებდა, დღეს მწვრთნელია, ინგლისთან თამაში გვქონდა და თამაშის წინ გავრილოვიჩი (ჩივაძე იყო მგონი გავრილოვიჩი) გვეუბნება, ყველა წინ და ყველა უკანო

ეგ იყო მაგათი ტაქტიკა

არადა მაგ ფეხბურთელებით ძაან მაგარი გუნდის დაყენება შეიძლებოდა...
This post has been edited by Frankens†ein on 29 Mar 2021, 10:37
Mens sana in corpore sano...