https://transparency.ge/ge/blog/magali-doni...ganaxlebadi-siaყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მონაწილეობა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში
სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყურძნის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები იქნა შეტანილი, იმისთვის, რომ მომხდარიყო პროგრამის მორგება მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიებისა და ბიძინა ივანიშვილთან (მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, მეშვეობით) დაკავშირებული კომპანიების ინტერესებთან.
მეორე ინსტანციის სასამართლოზე სავარაუდო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია შესაძლო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა მეორე ინსტანციის სასამართლოზე, რომელმაც შეცვალა მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებული იყო გერმანელი ინვესტორის, რიჩარდ სალერის, სააპელაციო საჩივარი სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება 7 მლნ დოლარის გაფლანგვას სალერის ადგილობრივი პარტნიორის, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“, მიერ, რომელსაც ყოფილი სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხელმძღვანელობს. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებია, რომ სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე, მზია თოდუა, წარსულში (ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი) სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა
მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის ბიზნეს პარტნიორების მხრიდან კერძო კომპანია შპს „იბერიაზე“ ზეწოლის სავარაუდო შემთხვევა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები კომპანიის პრობლემების მიმართ უყურადღებობას იჩენენ.
ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევა „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტში
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია 7 მლნ ლარის საეჭვო მომგებიანობის საინვესტიციო პროექტი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდი“ აფინანსებს და რომელიც კომპანია „გლობალ ბრენდმა“ სავარაუდოდ ფავორიტიზმის გზით მიიღო. კომპანიას დავით გაჩეჩილაძე მართავს, რომელსაც პირადი კავშირები აქვს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელთან, დავით საგანელიძესთან, და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...