რამდენი ურა პატრიოტია აქაც, ბლინ.. ეს ფორუმიც ხომ სახეა ერთგვარი ერის...
რამდენიმე თეზა აქ თემის ავტორის ლეშს (პარდონ)(რომელიც მთელი თავისი საპოსტეთი ანტიქოცი და ლიბერალი ნაცოფილი იყო)
დასეულ 100%-იან ქართველებს:
- ვინ დააბრუნებს ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს - ა.შ.შ-ს კონგრესი, სენატი თუ ევროკავშირი თავის ევროსაბჭოიანად?
ან იქნებ ჩვენ , ჩვენი შეიარაღებული ძალებით, რომლის ერთ ფურცელსაც ბოლოში გაგიშლით ჩემი წარსულიდან,
ან იქნებ ნაცები, რომელთა მმართველობამაც ლამის ყველაფერი (რკინიგზის გარდა, ისიც იმიტომ, რომ ლამის თავში ურტყეს
იმ ქინძისთავს ამერიკელებმა) გადასცა რუსებს საქართველოში და ღვინისა და ნაბეღლავის ამარა რომ დატოვა ქვეყანა
(ბორჯომი ქართული არ ეგონოს ვინმეს - რუსებისაა ეგეც).
ან იქნებ ძალით არის ვინმე რამის წამრთმევი რუსისთვის, ოღონდ არა იმ რუსებრაელამერიკელი კოსმოპოლიტისთვის, რომელსაც
87 წლის ასაკში ლუკმა გააგდებინეს მეომარმა გრუზინებმა და დღეს მათი სირგანდონი მოლინდერექიმმეწარმე ჩალაძე და ის შნირი
კანდელაკი დიდგორის ომის მოგებას რომ ადარებენ

, არამედ აი იმისთვის, ვისაც იარაღი უკავია და სულ კიდია
სახლში დატოვებული მშიერი მშობლები, ოღოდ ველიკაია ყავდეს კარგად..
ზოგი ისტორიის მცოდნე 1904 წლის რუსეთ-იაპონიის ომს და დამარცხებულ რუსეთს გამიხსენებს, მარა იქნებ დღევანდელობასაც
შეხედონ, როცა კურილის თარგის კუნძულთა მეტი ნაწილი როგორ აქვს ახეული რუსებს იაპოშკებისთვის და ხახვსაც ვარავინ აჭრის ყურზე...
აქ მე რუსის უძლეველობის დითირამნას კი არ ვეწევი - ზოგი ტვინგაცხელებულის საყურადღებოდ - სამიზნიდანაც შემიხედია
მათი ჩაფხუტისათვის, მაგრამ ესეთი ლეღვობით, რაც წუხელ გაითამაშეს რემბო მაქარაშვილმა და მისმა იდურმა სირთაოზებმა ერთმნიშვნელოვნად
წამგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ამბობს თემის ავტორი და ურაუროებით მასზე შეჯდომის ნაცვლად, იქნებ ის გვეფიქრა - როგორი მიდგომები
ჯობია ქვეყნისთვის.
იქნებ ჯობდა, ის ჯარიმები აქ გადაეხადა პოზნერს და მის ამალას,იქნებ ჯობდა მერე ინტერვიუებზე მოეწვიათ ტელევიზიებში და საერთოდ ყველგან, იმედშიც და მთავარშიც, პირველადშიც და მეორადშიც,
ცივილიზებულ ფორმებში აეხიათ ლოყა და არა ისე განდონურად - რომ დღეს დილიდან უკვე პროპაგანდონურად რომ აპიარებენ რუსული ტელეინფოარხები,ქართველთა ველურობაზე პედალირებით.
ვაახ ჩემი... ჰო, ეხლა ურაპატრიოტიზმზე, გულზემჯიღისმცემელ გრუზინ ვაჟებსა და ჩემს ისტორიაზე:
არმიაში წინასწარი მომზადების მერე საომართან მიახლოვებულ ფინალურ გასვლებზე სპეციალური სადაზვერვო ოცეულის ფორმირებისას წლების მანძილზე ერთი უცნაური სტატისტიკა დავაფიქსირე:
პირველად ლამის ყველა მსურველი ჯიშიანი, პატრიოტი, ფიზიკურად გამორჩეული ქართველი ბიჭები იყრიდნენ თავს (ეს ჯერ კიდევ სავალდებულო გაწვევის დროა და ჩვენს კონტრაქტორებთან არაფერი აქვს საერთო),
მაგრამ რაც უფრო რთულდებოდა მომზადება და რაც მეტი მიწის ჭამა უწევდათ ტრენინგებზე, თვალსა და ხელს შუა მეცვლებოდა ეთნიკური შემადგენლობა-20 კაციან ჯგუფებში უმრავლესობა არაქართველი მრჩებოდა,
რომლთა პატრიოტიზმში ერთი წუთით არასოდეს შემპარვია ეჭვი, არც ჩვენი ბიჭებისა, ვინც ათასი ხრიკებით არიდებდნენ თავს მძიმე ჯარისკაცურ შრომას, მაგრამ ძალიან მშლიდა ნერვებზე ეს რეალობა - თავიდან
ქართული სამარშო სიმღერისა და პირველადი დატვირთვების დროს აი ისეთი ეგზალტირებული სახეები ჰქონდათ, როგორც მაქარაშვილს და ჯოს მობღავლეთა უმეტესობას, მაგრამ რეალური საქმის კეთების დაწყებიდან
მალევე, გულისამრევ რამეებზე მიდიოდნენ, ოღონდ იარაღი და სრული ეკიპირება არ ეთრიათ. ამიტომაც ორივე ხელით მივესალმე ჯარის ფორმირების საკონტრაქტო პრინციპს- იმიტომ, რომ ის ქართველი ბიჭები,
რომლებიც ბოლომდე გაივლიდნენ ეტაპს და ასე ვთქვათ, დაღლილობის და ტყვიის შიშს დაძლევდნენ, ათ სხვა ჯიშის მებრძოლს უტოლდებოდნენ. მათ ვენაცვალე და ყველა დღეს ქართული ფორმის ღირსეულად მატარებელ
მოქალაქეს.
ეს იმიტომ ვთქვი, რომ გუშინდელი ღამის ქრონიკების ყურებისას კვერცხების და ქატოს მყრელი დიდგორის მომგები მაქარაშვილები აი იმ სამზარეულოს განწესში თავის ყველანაირად შემტან ქართველებს მაგონებდნენ და
არა უჩუმრად საქმის მკეთებელ ნამდვილ ბიჭებს სახელების და გვარების აფიშირების გარეშე. აი იმათ, ვინც თავისი უგუნურებით , სიშლეგით, წინასწარ წაგებულ ომებს აჩაღებს და მერე ტყვიის ყურში ჩაზუზუნებისას, უკანმოუხედავად
რომ გარბის და მისთვის ნასროლ ტყვიას კიდევ ნამდვილი, ჯიგარი ქართველი რომ აცივებს და იქვე რჩება ამნაირი ურაპატრიოტისგან მიტოვებული. მერე, წინდებში გაპარული სულის მობრუნებისას, ესეთი სირთაოზები
ნელნელა ისევ იბრუნებენ გულს და კიდევ იქაჩებიან ახალ სიბინძურეებზე...
ესეთი ანალოგია მაქვს რეალობასთან და ვერანაირად ვერ ვიშორებ თავიდან- არ მეშლება მაინცდამაინც ადამიანების ცნობა და ალბათ მაგიტომაც.
პს: და ჰო - მაქვს ერთი ასეთი მოსაზრება, თუმცა, ვფიქრობ მისი რეალიზებისას, მოპროტესტეთა მეასედი(იქნებ მეათასედიც) არ დარჩება ქუჩაში - აი , ყველა ქართველ ვაჟკაცს, ვისაც იარაღი არ სჭერია ხელში და დენთის სუნი არ უგრძვნია,
ან ომში და ან არმიაში, რომ ავუკრძალოთ მიტინგებსა და აქციებში მონაწილეობა, ჰაა?! ნეტა, რამდენ მოპროტესტეს აქვს გავლილი სავალდებულო ან საკონტრაქტო სამხედრო მომზადება, არ გაინტერესებთ, თანაფორუმელნო?
სხვა საზომი რეალური პატრიოტიზმის და ქვეყნის მსახურების ჩემთვის მეორეხარისხოვანია - არ გიგემია ყირზის ჩექმის და პარტიანკის(ადრე - გვარდიისას) და ბათინკაში ფეხის სუნი, უნდა აგეკრძალოს ჯოს-ჯოს ბღავილი.
ხოშტარიებმა კი ბატონო - იწივლონ- არ მაქვს პრობლემა.
დაბოლოს - მადლობა ყველას , ვისაც ეყო ამის წაკითხვის მოთმინება...