GEORGIA007
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22782
წევრი No.: 62183
რეგისტრ.: 24-May 08
|
#57750626 · 7 Apr 2021, 10:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გერმანია უძლურია „ჩეჩნური მაფიის“ წინააღმდეგ
გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები შეშფოთებულები არიან „რუსულ მაფიის“ კერძოდ, მისი კავკასიური ფრთის გავლენის ზრდით ბერლინის კრიმინალურ სამყაროში. განსაკუთრებით აქტიურობენ ჩეჩნები, რომლებსაც ახასიათებთ ერთიანობა, უკიდურესი სისასტიკე და საბრძოლო გამოცდილება.
სწორედ ამიტომ, მათ, ფაქტობრივად, არ ჰყავთ კონკურენტები.
2019 წლის ბერლინში ფულის გამოძალვა და რეკეტი იქცა რეალობად. ბერლინის პოლიციის პროფკავშირების უფროსის ბენიამინ ენდროს თქმით, ასეთი ტიპის დანაშაულებრივ ქმედებებს ყველაზე ხშირად ჩადიან ჩრდილოკავკასიელები, განსაკუთრებით კი ჩეჩნები.
მისი თქმით, ჩეჩნები უკვე წარმოადგენენ ბერლინის დანაშაულებრივი სამყაროს მტკიცე შემადგენელ ნაწილს. ისინი სულ უფრო ხშირად ფიგურირებენ როგორც ეჭვმიტანილები ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებში.
ამავე დროს მათი დანაშაულებრივი აქტიურობის სფეროები ფართოვდება - ადრე მათ იყენებდნენ სხვა მაფიოზური დაჯგუფებები, მხოლოდ როგორც უხეშ ფიზიკურ ძალას, დღეს კი ისინი გადავიდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში, იღებენ კონტროლის ქვეშ ნარკოვაჭრობას და რეკეტს.
ბენიამინ ენდროს თქმით, გამოცდილების და სისასტიკის წყალობით, მათ აქვთ უდავო კონკურენტული უპირატესობები.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მათ შორის არიან ომგამოვლილი ადამიანები, რომლებიც ადვილად იყენებენ კონფლიქტების დროს იარაღს - მათ შორის ავტომატებს. ჩეჩნები ასევე ძალიან მაღალ დონეზე არიან მასობრივ ჩხუბებში , ისინი კარგად არიან ნავარჯიშები, ფლობენ აღმოსავლურ ორთაბრძოლებს და გამოირჩევიან დიდი ფიზიკური ძალით.
„იყო შემთხვევები, როდესაც 6-მა ჩეჩენმა ხელჩართულ ჩხუბში აჯობა 20 არაბს. ეს იწვევს მათ მიმართ პატივისცემას და აღტაცებას კრიმინალურ სამყაროში. თუ ვინმე გეგმავს უმძიმეს დანაშაულს, პირველ რიგში მიდის ჩეჩნებთან,“ - ამბობს ბენიამინ ენრდო.
პრობლემას ართულებს ისიც, რომ ჩეჩნურ მაფიაში შეუძლებელია აგენტების ჩანერგვა - არაჩეჩნებმა არ იციან მათი ენა, ხოლო ჩეჩნების შეგზავნა ბანდაში არის სრულიად წარმოუდგენელი - ამ ეთნოსის წარმომადგენლები აჩვენებენ ერთიანობის ისეთ დონეს, რომელიც იშვიათია სხვა ეთნიკურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებში.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მათ აქვთ კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობა - ისინი არაფრად აგდებენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ოფიციალური კანონს. ამავე დროს მათი ცხოვრების წესს განსაზღვრავს თავისებურ წარმოდგენები ღირსებაზე, რომელიც იღებს სათავეს თემურ საზოგადოებაში.
ბერლინის პოლიციის პროფკავშირების თავჯდომარე გერმანიის დედაქალაქში არსებულ სიტუაციას რუსეთის 90-ან წლებს ადარებს.
„დიახ, ბერლინშიც გაჩნდა გამოძალვა და რეკეტი. ეს რეალობაა, რადგანაც ეს არის შედარებით მარტივი და სწრაფი შემოსავლის წყარო კრიმინალებისთვის. დანაშაულის დამტკიცება ძალიან რთულია. შედიხართ კაფეში ან რესტორანში, აშინებთ მეპატრონეს და გადიხართ ფულით. თუ შემთხვევით იქვე არ აღმოჩნდება პოლიციელი, რამის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია, რადგანაც შეშინებული მსხვერპლები როგორც წესი, არ მიმართავენ პოლიციას. ეს არაა ნარკოვაჭრობა, სადაც შეიძლება დამნაშავის დაკავება ფაქტზე, მტკიცებულებებით ხელში“ - ამბობს ბენიეანინ ენდრო.
ჩეჩნური დიასპორა უარყოფითად აფასებს გახშირებულ საჯარო საუბრებს „ჩეჩნური მაფიის“ შესახებ. კვირას ბერლინში მცხოვრებმა ჩეჩნებმა ჩაატარეს საპროტესტო აქცია ქალაქის ცენტრში და განაცხადეს, რომ გერმანიაში მიმდინარეობს აქტიური ანტიჩეჩნური მედია-კამპანია, რაც საეჭვოდ დაემთხვა დეპორტაციების გახშირება.
„ისტერია მასმედიაში ძალიან გვაგონებს 1999 წლის რუსეთში, როდესაც ყველა ჩაიდანიდან და ტოსტერიდან ისმოდა, რომ ჩეჩნებმა ააფეთქეს საცხოვრებელი კორპუსები მოსკოვში,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ერთი თვის წინ ბერლინის პოლიციამ დააკავა 7 ჩეჩენი, რომელსაც ჩამოერთვა 10 კილო მარიხუანა, პისტოლეტი და 2 ხელყუმბარა - თუმცა, ეს წვეთია ზღვაში. თანაც, მაშინაც კი, როდესაც დანაშაული დამტკიცებულია, დეპორტაცია გართულებულია პროცედურების გამო.
შესაბამისად, ჩეჩნური კრიმინალი იზრდება, ბერლინის პოლიცია კი უმწეოა იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში მუშაობს საგამოძიბო ჯგუფი, რომელის ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეების მონაწილეობით.
ამ დროისთვის გერმანიაში ცხოვრობს 50 000-მდე ჩრდილოკავკასიელი, მათ შორის 80% ჩეჩენია. ამავე დროს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან თავშესაფრის მოთხოვნები არათუ არ მცირდება, არამედ ყოველწლიურად იზრდება.
Deutche welle
This post has been edited by GEORGIA007 on 7 Apr 2021, 11:00
|