როგორც მახსოვს ამ თემაშიც გაიღღერა ამ იდეამ.მაგრამ მთავარია რომ ცოცხლობს .იზრდება ...
-------------------------------------------------
https://www.facebook.com/share/p/1AnxcwTscq/ვაცხადებთ საქართველოს დედამიწის ნაკრძალად - საქართველო ევრაზიის ოქროს კვეთაზეა❗️
* * *
უხსოვარი დროიდან ცნობილი მოაზროვნენი და მოგზაურნი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კავკასიას და კერძოდ საქართველოს მსოფლიოს გეოგრაფიულ, კულტურულ თუ გეოპოლიტიკურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილმდებარეობა უკავია. ბევრი თქმულა და დაწერილა იმის შესახებაც, რომ მას შემდეგ, რაც დედამიწა კონტინენტებად დაიყო, საქართველოს ხან აზიას მიაკუთვნებდნენ, ხან ევროპას და ხანაც შუაზე გაჰყოფდნენ ხოლმე. ჩვენი მიზანია შეძლებისდაგვარად ოდნავი შუქი მოვფინოთ ოქროს კვეთის პროპორციების საფუძველზე ევრაზიის გზაჯვარედინზე მდებარე კავკასიას – საქართველოს, როგორც გამორჩეულ გეოგრაფიულ და კულტურულ მოვლენას.
ოქროს კვეთა სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა, საერთოდ, ბუნების მოწყობისა და განვითარების ზოგად კანონზომიერებათა ფორმულაა. კაცობრიობისთვის იგი ცნობილია უძველესი დროიდან. უდიდესი მეცნიერი პითაგორა ოქროს კვეთის გამოვლინებებს, ცნებებს მოიპოვებდა ძველი ეგვიპტელებისა და ბაბილონელების ნამოქმედარ – ნააზრევში, ევკლიდე იყენებდა მას თავისი სახელგანთქმული გეომეტრიის შექმნის დროს. თვალნათლივ ჩანს ოქროს კვეთა ფიდიასის უკვდავ სკულპტურებში, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი გვაუწყებდა, რომ სამყარო მოწყობილია ოქროს კვეთის პროპორციით. არისტოტელემ კი ოქროს კვეთის ფარდობა ეთიკურ კანონებთან იპოვა.
`ოქროს კვეთის~ უფლისმიერ, უმაღლეს ჰარმონიაზე ქადაგებდნენ შუა საუკუნეებისა და შემდგომი დროის ევროპული რენესანსის უდიდესი წარმომადგენლები – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დიურერი...
საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები პაჩოლიდან დაწყებული, აინშტაინით დამთავრებული იძიებდნენ `ოქროს კვეთის~ ზუსტ მათემატიკურ რიცხვით მნიშვნელობას.
ოქროს კვეთის ასეთ პროპორციას გვთავაზობს გეომეტრია ფორმულით -
a : b = b : c , მაშინ, როდესაც c = a + b .
როდესაც c = 100, მაშინ a = 38,2...... b = 61,8......
ოქროს კვეთის პროპორცია უხვად გვხვდება არა მარტო ცოცხალ ბუნებაში, არამედ იგი მაცოცხლებელი წყაროსთვალია ზოგადად, როგორც საკაცობრიო, ისე ქართული მხატვრული სააზროვნო სისტემისა – ხელოვნებისა, ლიტერატურისა და არქიტექტურისა, მუსიკისა და მხატვრობისა...
ქართველი ერის პოეტური ბიბლიის შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანის~ ნახევარზე მეტი სტრიქონებისა, ასიმეტრიულად ახლოსაა ოქროს კვეთასთან. დანარჩენი, თითქმის ნახევარი კი სიმეტრიულ ნახევარსტრიქონებადაა წარმოდგენილი, რაც განაპირობებს პოემის განსაკუთრებულ `კეთილად სასმენელ~ ჰარმონიულობასა და მელოდიურობას.
ოქროს კვეთა დედამიწის გეოგრაფიაშიც მრავალწახნაგოვნად შეიმჩნევა.
ასე მაგალითად, ორი დედა-კონტინენტის ევროპისა და აზიის პროპორციები ოქროს კვეთის კანონზომიერებას ექვემდებარება. კავკასია და კერძოდ საქართველო, სწორედ ევროპისა და აზიის მიჯნაზე, გზაჯვარედინზეა, თან მაქსიმალურადაა დაშორებული. ოკეანის წყლებს. ჩრდილოეთ პოლუსსა და ეკვატორს შორის კავკასია სიმეტრიულ შუაგულშია, ოკეანის წყლებს შორის კი იგი ოქროს კვეთის პროპორციითაა დაშორებული. კერძოდ, ჩრდილოეთ პოლუსიდან 42-43 გრადუსის მერიდიანის ხაზზე პირენეის ნახევარკუნძულიდან, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროდან, აზიის აღმოსავლეთ სანაპირომდე, ვლადივასტოკამდე.
კავკასია (ტერიტორია შავ და კასპიის ზღვებს შორის) აერთებს დასავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიასა და შუა აზიას; შესაბამისად, მას ვერ განვიხილავთ ვერც ოდენ ევროპის და ვერც აზიის ნაწილად; გაუმართლებელია, აგრეთვე, კავკასიის მოაზრება ახლო აღმოსავლეთის ცნებაშიც. თავისი ევრო-აზიური ენობრივ-კულტურული და გეოგრაფიულ-კლიმატური მახასიათებლების გამო, კავკასია ევრაზიის ცენტრალურ/გარდამავალ, შესაბამისად, თავისთავად რეგიონად უნდა მივიჩნიოთ.~ საქართველო კი კავკასიის შუაგულია.
ეს რეგიონი დედამიწისა მოიაზრება აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა აკვნად. კავკასიაში, საქართველოში თავს იყრის ევროპულ და აზიურ მსოფლმხედველობათა ნააზრევი. კავკასია, საქართველო ევრაზიის `ოქროს შუაგულია~. ათასწლეულების, საუკუნეების მანძილზე `ეს ოქროს შუაგული~ დედამიწის ორი დედა კონტინენტისა, უდიდეს იმპერიათა დაპირისპირების `საომარ ლელოს~ წარმოადგენდა. მერე, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გახდა. მერე, იგი იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქრისტიანული ციხე-გალავანი აღმოსავლეთისა, რომელიც ურჯულოთა შემკავებელ და გამანადგურებელ ბასტიონად გადაიქცა. დღესაც მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულად შეიგრძნობა აქ, კავკასიისა და საქართველოს გეოპოლიტიკურ სივრცეზე. მსოფლიო პოლიტიკურმა და ეკოლოგიურმა კატაკლიზმებმა მოიცვა. ეკოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ყურადღებით მოვეპყრათ ამ შუაგულს - ევრაზიის ოქროს კვეთას.
მოწოდებად ვაქციოთ სიონში მოღვაწე ქართველი ბერისა და პოეტის გიორგი ოდიშვილის სიტყვები: `დღეს ვაცხადებ საქართველოს დედამიწის ნაკრძალად~. …
This post has been edited by Anna Ricci on 26 Jan 2026, 13:32