დასანანია და გულსატკენი

(
როგორი თბილი ადამიანი იყო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საუბრის მანერაზევე ეტყობოდა...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ((
იმან კი დაკვირვებით, ოდნავ ნაღვლიანად შემათვალიერა, მიყურა, მიყურა და თქვა:
- მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა.
პატარა ხანს ჩუმად ვიყავით. მერე ვკითხე:
- სპეციალური?
გაეღიმა და თქვა:
- არა, მხატვრული ლიტერატურა.
უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე:
- კი ბატონო, მაგაზედაც მივალთ, მაგ ტიპის შეკითხვაც შედის ანკეტაში...
- აარა, არა, - ისევ გაეღიმა, - მაგაზე კი არ „მივალთ“, არამედ მაგითი იწყება და მაგითი თავდება.
- რა?
- რა და თქვენი შეკითხვები - ჩემისთანა რესპონდენტისათვის.
- რა იცით, ჯერ ეს ერთი, თქვენ?! - სერიოზულად გავცხარდი, - აგერ, მე ახლა უნდა გკითხოთ, თუ
როგორია თქვენი ბინის კომუნალური მომსახურების პირობები - ძალიან კარგი, ცუდი თუ
საშუალო, და რა შუაში იქნება აქ ლიტერატურა, და ისიც ვიწრო გაგებით - მხოლოდ მხატვრული?
- ჰეე, - ჩაეცინა და ანკეტაში მოურიდებლად ჩაიჭყიტა, - მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამაჩნია
ცენტრალური გათბობა, მე მაინცა მაქვს ძალიან კარგი პირობები, თუ გნებავთ კომუნალური
უწოდეთ და რაც გინდათ, სხვა.
- ეს როგორ?
- როგორ და მაქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და
ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა...