#58443092 · 4 Oct 2021, 06:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მცენარე ან ცხოველი რომელიც ცხოვრობს სხვა ორგანიზმზე და მისგან იღებს საკვებს და/ან დაცვას.
პარაზიტი
ჩვენზე კარგად ვერავინ ვერ შეეწყო საბჭოთა კავშირს, ასეთ სიმბიოზს სხვაგან ალბათ არ უარსებია, კუბას ჰქონდა ასეთი შანსი მაგრამ აშშ-მ არ დაუშვა, თან ძალიან შორს იყო.
მასპინძელი ორგანიზმი რაღაცას შრომობდა, ყამირებს ებრძოდა, რაღაც ქარხნებს აშენებდა, ატომურ იარაღს ქმნიდა, ჩვენგან არაფერს არ ითხოვდნენ.
არა, როგორ არ ითხოვდნენ, მაგრამ ისეთ რამეს რაც ჩვენ უშრომელად შეგვეძლო მიგვეცა, ვინო, ჩაჩა, ბორდჟომი, შაშლიკ, მორე.
მერე მასპინძელი მოკვდა, ჩვენ კი არაფრის კეთება არ ვიცოდით, პარაზიტი მარტო დარჩა. ვუყურებდით ერთმანეთს გაოცებულები ა ვინო? ა ჩაჩა? ა მორე?
მერე გონზე მოვეგეთ და დავიწყეთ ისევ იგივეს კეთება - ოღონდ უკვე საკუთარ ქვეყანაზე ვპარაზიტობდით. მაგრამ მასპინძელი ორგანიზმი პატარა იყო და ყველას ვერ ეყოფოდა, ამიტომ ცოტა ერთმანეთის განადგურება დაგვჭირდა.
მერე იყო რამოდენიმე წელი როდესაც პარაზიტიზმის რელსებიდან გადახვევა მოვინდომეთ, როდესაც სწავლის სურვილი გაუჩნდათ ბავშვებს, როდესაც პარაზიტობა საძრახისი გახდა.
"პარაზიტობას გვართმევენ" - იხუვლეს მაშინ პარაზიტებმა
და გაიხარეს, გამოჩნდა დიდი პარაზიტი რომელსაც მათი კარგად ესმოდა, იცოდა რა უნდა ეთქვა, რას უნდა დაპირებოდა, "მე თქვენ ბევრ ფულს მოგცემთ, უფასოს, ისევ იპარაზიტებთ სახელმწიფოზე".
ყველაფერი აღდგა, გაიხარე თავისუფლებისთის მებრძოლო პარაზიტებო!!!
|