- ისევ სამთავრობო სასამართლო რომელიც არასოდეს არ მიიღებს მიუკერძოებელ განაჩენს იმისი შიშით რომ მთავრობა არ დააზიანოს, + შაბლონური განაჩენები.
- ისევ ამომრჩევლის მოსყიდვა.
- უტიფრობა - ხალხი დამშეულია, ღორები გუგუნებენ - მთავრობა ამართლებს კონკრეტული "ჩინოვნიკების" ჩადენილ უმსგავსობას, არ ხდება დამნაშავეების დასჯა!
- ლარის მოკვლა, ლარის მკვლელობა ხელოვნური პროცესი იყო, 2012- წლის შემდეგ ხშირად გვიწევდა ხილვა ლარის კურსის ხელოვნურად მართვის, დღეს 4-ი პუნქტით გაიზრდებოდა კურსი ხვალ დაეცემოდა 6-ით და ამ გზით ფულის კეთება ჩვენი საყვარელი მთავრობის მიერ, სანამ ეს საცოდავი ლარი მართლა არ შემოაკვდათ წამების პროცესში.
- 2012 - წლიდან მოხდა ციხიდან უამრავი პატიმარის გამოშვება, მიენიჭათ სტატუსი "პოლიტ პატიმარი "რის შემდეგაც ქვეყანაში კატასტროფულად იმატა დანაშაულის რაოდენობამ, გაცოცხლდა ტერმინი: "დაყაჩაღებისას დაუთოვება", ამას დაემატა ამნისტიით შეწყალებული პედოფილების მსხვერპლების ზრდა.
- 2012- წლამდე შეგეძლო მანქანა არ დაგეკეტა და მას ხელს არავინ მოკიდებდა, ახლა აქტიურად მიდის კატალიზატორების მოპარვა და ა.შ.
- 2012 წლამდე პატრულის მანქანები პატრულირებდნენ გარე უბნებშიც, თუ რამე ხდებოდა გამოძახებაც არ იყო საჭირო მალევე თვითონ ამშვიდებდნენ სიტუაციას, ახლა თუ არ გამოიძახა ვინმე თვითმხილველმა წელი შეიძლება ისე გავიდეს ერთს არ ამოივლიან და იქნებ არაა ის თვითმხილველი და კლავენ ვინმეს?
- 2012 წლიდან დაიწყო პატრული - პოლიციის დაკნინება, აქამდე თუ ხალხს უყვარდა პოლიცია და ბავშვები პოლიციაზე, ჯარზე ოცნებობდნენ ახლა ყველაფერი პირიქითაა. ამ პერიოდში რამოდენიმე წლის წინ ვუყურებდი აივნიდან უბნის მოპირდაპირე მხარეს როგორ მიდიოდა გორაზე გარჩევები, ჩხუბი, გინება, ცემა ტყეპა, პატრული კი 100 მეტრის ქვემოთ იდგა და ელოდებოდა როდის ჩაწყნარდებოდნენ.
- 2012 წლიდან გაცხოველებული ძალით ამუშავდა "ნაცნობობა" თუ ვინმე ნაცნობი გყავს რაც გაგიხარდება ის აკეთე, მოქმედებს პოლიციის უფროსების ხელშეწყობითაც.

- 2012 წლიდან პლანის ნაწილობრივი ლეგალიზაცია, პლანის სკოლებში მასიურად შეღწევა, ახალი თაობის დაბოლება, დაჩლუნგება, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების შედეგად - "კაიფში ჩარჩენის" შემთხვევების მატება.(თუნდაც ჩემს გარშემო, 90-წლებში არ იყო ამდენი შემთხვევა)
- 2012 წლიდან ფასების კატასტროფული ზრდა.
- 2012 წლიდან, საგზაო პროექტების შედეგად დამდიდრებული "ხალხი", გადაფორმებული-მითვისებული მიწები, რის შედეგადაც გამდიდრდნენ კონკრეტული პირები და სამაგიეროდ ქვეყანას ანუ ხალხს ვალები დაედო.
https://youtu.be/RkM0H_0oDoU?t=660- 2012 წლიდან გაგრძელდა ნაცების პრაქტიკა "ხალხის ნამიოკებით დაშინება" (ვინც სამთავრობო აქციაზე არ წამოხვალთ მერე იმათ უფროსი მიხედავს ყველას...) მარშრუტკებში გამგეობის ხარჯით ჩატენვა, და ქალაქ - ქალაქ ტარება.
- მურუსიძის სასამართლო 2012 - წლამდე ვითომ რომ ებრძოდით და ახლა რომ ქოცებისაა.
- 2012 წლამდე ჰესების მშენებლობას რომ ებრძოდნენ და ახლა უმრავლესობა ჰესების მეწილეები ან მფლობელები ქოცები რომ არიან და კბილებით რომ ცდილობენ პროექტების დაცვას.
- აქციების დარბევა, თვალების დათხრა, მერე უტიფრად "გაპრავება".
- 2012 წლიდან მთავრობაში მოსული პირების უსასრულო დამდიდრება - ხალხის გაღატაკება.
- 2012 წლამდე ნაცების პრაქტიკის გაგრძელება, გარემოს დაცვის ღლეზე დაკიდება, ტყეების გაკაფვა ინფრასტრუქტურული პროექტის არასწორად დაგეგმვის შედეგად იმაზე ორჯერ მეტი ხელოვნურად განაშენიანებული წიწვოვანი გაიჩეხა ვიდრე უნდა გაჩეხილიყო, სანაცვლოდ დაირგო 0.
- გარემოს დაცვა გახდა უბრალო ფულის საჭრელი სტრუქტურა რომელსაც მხოლოდ ხელფასების გაცემა ევალება, მოსახლეობას უწევს აქციებით და ტელევიზიების გამოძახებით სასწაულით გადარჩენილი ბუნების დაცვა.
- კალაძის მილიონად შეძენილი ნაძვის ხე რომელსაც შემდგომ 200 000 დასჭირდა იმისათვის რომ ტოტები დაემატებინათ.
- გაგრძელდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, შარდით აზერბაიჯანელ მოქალაქეს სახე რომ დააბანინეს და ახლაც რომ არ დაუსჯიათ ავტორები.
- ბარემ გახარიას ვითომ ოპოზიციონერობასაც ჩავამატებ ახლო მომავალში რომ გეგმავს - ანუ მცდელობა ოპოზიციაც და პოზიციაც ითამაშოს ერთმა გუნდმა რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული.
- ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის, ანაკლიის პორტის ჩაძირვა.
- პატრიოტიზმის მოკვლა.
- მოქალაქეებზე მრავალჯერადი მოწოდება ქვეყნიდან წავიდნენ ემიგრაციაში ევროპის ქვეყნებში.
- ჰესების ხელშეკრულებებში ქვეყნისათვის წამგებიან პირობებზე ხელის მოწერა, ფასების ყოველ წლიური ზრდა, ჰესისათვის საჭირო მიწების კაპიკებში გასხვისება.
- ნათესავების დანიშვნა - ნეპოტიზმი მძვინვარებს ქვეყანაში:
https://www.youtube.com/watch?v=d_faXbt_BYkhttps://youtu.be/0Uvudt5UHnE