+1
სწორია
აქ სასტავი წერს ყველაფერი ფეიკი მიწერიაო
რა მნიშვნელობა აქვს რა გიწერია
რუსეთის (ან ნებისმიერი მტრული სახელმწიფოს) სპეცსამსახურებისთვის მთავარია ორად ორი რამ
1 - მომხმარებლის ლოკაცია/ნაციონალობა
2 - ძებნის ისტორია და პოსტინგი
ლოკაციის ცოდნას პროფილის არანაირი პირადი მონაცემი არ ჭირდება რაც არ უნდა ფეიკ მონაცემები გქონდეს
ძებნის ისტორიას და პოსტინგს კიდე ფეისბუქი ყველგან დაყვება თან... განსაკუთრებით გუგლის ძებნას
ბიზნეს მოდელია ეგეთი გუგლმა იცის რას წერ ფეისბუქსე და ფეისბუქმა იცის რას ეძებ გუგლში ყველაფერს აგროვებენ რომ მერე პროდუქტები დაგირეკლამონ მიზანმიმართულად
ეს ორი რამ (ლოკაცია და ძებნის ისტორია) საკმარისია სხვა და სხვა დასახლებების დემოგრაფიების ფსიქო-პოლიტიკური პორტრეტების შესადგენად
მონაცემების დამუშავების შემდეგ სპეცსამსახურები იწყებენ მერე გავლენის კამპანიების სტრატეგიაზე მუშაობას და სტრატეგიის განსაზღვრის მერე იწყება ქვეყანაზე და კონკრეტულ დემოგრაფიებზე თავდასხმა წერტილოვანი დარტყმებით კონკრეტულ "პოლიტიკურ დემოგრაფიებზე"
მგრძნობიარე პროვოკაციული და პრობლემატური თემების გაღვივება და სასოგადოებაში შუღლისა და მტრობის გამწვავება
მასე ქნეს ზუსტად ამერიკაში რუსებმა 2016 წელს
რასისტულ პრობლემებზე ცეცხლს ნავთი დაასხეს თან ფეისბუქის მონაცემები აადვილებს საქმეს და უფრო წერტილოვანი დარტყმების მიყენება შეგიძლია კონკრეტულ ქალაქებზე დასახლებებზე თუ სოფლებზე რადგან ფსიქოლოგიურ პორტრეტს თუ შეადგენ ერთი კონკრეტული დასახლების მერე იოლია იმ დასახლების ხალხის მანიპულაცია უბრალოდ უნდა დაუმიზნო კონკრეტული პროპაგანდა-დეზინფორმაცია
იიი მე ნამდვილი სახელიც კი არ მაქ ფეისბუქზე კაცოუ
რა მნიშვნელობა აქვს? არც ჭირდებათ შენი ნამდვილი სახელი
მოსახლეობის განწყობის დასადგენად და სტატისტიკის შესადგენად და მერე იგივე მოსახლეობის დასაზომბირებლად არცაა საჭირო მათი სახელების და დაბადების თარიღების ცოდნა
დავწერე ამ თემაზე კაი ხნის წინ აქ
კიბერ ომის ეპოქა (post #52468751) This post has been edited by ტროლოლო on 5 Apr 2021, 01:14