ვერაფრით ვერ ამოვხსენით ეს რა ფენომენიაო
თითქოს ესენი წმინდანები მყავდნენ და უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ ბოროტი ადამიანი როგორ გამოიყურება, ან რატო უნდა უნდოდეს გაუმაძღარ მილიარდერებს ბრბოს მართვა და მათი სრული კონტროლი, თავის შობადობიანად.
ერთმანეთს ჭამენ 24 საათი, განსხვავებული აზრის ატანა არა აქვთ, უკანასკნელი სიტყვებით გაგლანძრავენ და ზედ გადაგივლიან, თუ მათი მოსაწონი რამე არ თქვი და ვერ წარმოუდგენიათ თურმე ეს რა ფენომენია
თან პუტინი ყავთ ცოცხალი მაგალითი, პუტინზე ყველაფერი წარმოუდგენიათ, ის ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ აი დასავლელი მილიარდერები მაინც სულ სხვაა, ისინი ხომ 24 საათი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ასიამოვნონ მოსახლეობას, როგორ შეუმსუბუქონ ყოფა და როგორ ხელის გულზე ატარონ ბრბო
===========
ადრე ესეთ რაღაცეებს ეძახდნენ შეთქმულების თეორიას, რა თქმა უნდა შემდგომ ხდებოდა ქილიკი და დაცინვა ამ ყველაფრის, მაგრამ დღეს ეს თეორია აღარაა, იმდენად დაიწვეს თავი ამ კოვიდ პანდემიების და ტალღების დროს, იმდენი ნაჩქარევი და უადგილო განცხადებები აკეთეს, რომ ყველაფერი ნათელი გახდა და თეორია უკვე პრაქტიკაშია მოყვანილი.
ვინც ვერ ხედავს ის ვერც დანახავს ვერასოდეს და ფურთხზე იტყვის წვიმსო
ათეულობით თემა იყო გახსნილი კოვიდზე და მაგ თემებში უამრავი არგუმენტი იყო მოყვანილი, თუ რამდენად ხელოვნურად ხდება ამ ვირუსის გავრცელება და პანიკის დათესვა, მეზარება ყველაფრის აქ დაწერა, გადახედეთ მაგ თემებს და ნახავთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ერთი არგუმნეტიც კი საკმარისია იმისთვის რომ ადამიანი მიხვდეს თუ რა ცუდი სუნი უდის ამ ყველაფერს.
რა საჭიროა აცრის დაძალება, აი ამაზე გასცეს ვინმემ პასუხი და გავჩუმდები
თუ მოსახლეობის 70% არ აიცრა აზრი არ აქვსო

ეს არის უკანასკნელი დონის სისულელე და ზუსტად ბრბოზე გათვლილი.
ჯერ ერთი ყველას აცრა ეს არანაირი პრევენცია არ იქნება, ეს არის სისულელე, ვინაიდან აცრილი ადამიანი მაინც ინფიცირდება, მაინც გადამდებია და მაინც ნიღაბი უნდა ატაროს.
მერე მეორე, როდესაც ადამიანები იკეთებენ აცრებს სეზონურ გრიპზე, მაგ დროს რას ეუბნებიან ხალხს, თუ მოსახლეობის 70% არ აიცრა სეზონურ გრიპზე, აზრი არ აქვს ამ აცრასო?
როდესაც მიხვდნენ, რომ ნამეტანი სისულელე თქვეს და ხალხმა დაცინვა დაიწყო, შემდგომ შეცვალეს რიტორიკა, იმიტომ ვავალდებულებთ ხალხს აცრას, რომ მაგათზე ვზრუნავთო, ბევრი ხალხი უგუნურია, არაფერი არ გაეგება და ამიტომ ჩვენ ვიღებთ მათ მაგივრად გადაწყვეტილებასო, პირადი ბანკირის თემაა რა
პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით და პირდაპირ თქვა რომ ეს არის თვითგანვითარება და ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცევაო, ანუ ნარკოტიკის მოხმარებაც კი გააპრავეს, რაც 100%-ით დამაზიანებელია ადამიაისთვის და თურმე აცრებით ზრუნავენ მოსახლეობაზე
სოციალური ქსელები აჭრელებულია ხალხით, ვინც დახმარებას ითხოვს, ზოგს შვილი უკვდება და ოპერაციას ვერ უკეთებენ, ზოგს ვინ და ზოგს ვინ, უამრავი ადამიანი ნაგავში იქექება და ელემენტარული საჭმელი არა აქვთ, დასაძინებელზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია, და ა.შ. და ა.შ.
და ამ ყველაფრის მიუხედავად როდესაც ეს ყველაფერი სულ ქინძზე კიდიათ, უცბად გახდნენ მზრუნველები და ჩვენივე კეთილდღეობისთვის გვაიძულებენ და გვაძალებენ რომ აცრები გავიკეთოთ
ამას ფარისევლობაც აღარ ქვია, ფარისეველი მოწინააღმდეგეს პატივს მაინც სცემს და ცდილობს რამე უფრო დამაჯერებელი არგუმნეტი, ან ხრიკი გამოძებნოს, ხოლო ესენი პატივსაც აღარ სცემენ ხალხს და პირდაპირ ბრბოდ მიაჩნიათ, აი ეგრე ამ ქინძობით გვინდა ფონს გავიდეთ, ჩემს ფეხებს თუ ნაკლებად დამაჯერებელია, ესე გვინდა და ესე იქნებაო.
ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ეს ყველაფერი ეხება მსოფლიოს რაც დავწერე, ტიპებს იმდენი ფული და ძალაუფლება აქვთ, სად წაიღონ და სად წავიდნენ აღარ იციან და ამ დროს მსოფლიოს მესამედი შიმშილობს და ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი იღუპება შიმშილით, აი ესეთი მზრუნველები არიან
კოვიდ გარდაცვლილებს რო ითვლიან, შიმშილით გარდაცვლებს შეადარონ აბა, რატო შიმშილის საწინააღმდეგო აცრაზე არ იმუშავეს და არ დააძალეს ხალხს? ააააა ეგ კიდიათ ხო?
======
მე არც არაფერს არ ვამტკიცებ და არც არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, ყველას აქვს გონება ღმერთისგან მიცემული და ყველამ თავისი გონებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ყველაფერში რომ არსებობს ლოგიკა და ეს ყველაფერი რომ იწვევს ძალიან დიდ ეჭვს, ამას დიდი გონიერების ქონა არ სჭირდება ნამდვილად