გეთანხმებით პრობლემა მხოლოდ ნამახვანი არ არის. ნამახვანი თუნდაც არ აშენდეს (და ალბათ არც აშენდება ჯერ-ჯერობით მაინც ) სხვა პროექტებზეც ასე იქცევიან (ზოგიერთ ეგრედ წოდებული "მწვანეები" და "ეკოლოგები" და არა მოსახლეობა). არა მარტო ჰესები ანალოგიური მიდგომაა ქარის სადგურების (მათ შორის საჩივარი) და ყველა ადგილობრივი გენერაციის ობიექტის მიმართ. თავის დროზე ეს ჯგუფები საქართველოში გაზის და ნავთობის მილსადენების ექსპლუატაციაში შექვანასაც აპროტესტებდნენ და მიმართავდენენ კიდეც დამფინანსებელ ბანკებს და კომპანიებს.
https://bankwatch.org/project/baku-tbilisi-...peline-caucasusაპროტესტებდნენ ანაკლიაში პორტის და აეროპორტის ამ რეგიონში მშენებლობასაც გადამფრენი ჩიტებისთვის ზიანის მიყენების საბაბით (აქ მომავალში შეიძლებიდა გათხევადებული ბუნებრივი აირის შემოტანაც და ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიკაცია). თუმცა ეს საკმაოდ სასარგებლო პროექტი თვითონ მთავრობამ დაბლოკა (ანუ მაგათ კამპანიას ვერ დავაბრალებთ).
http://greenalt.org/we_in_media/environmen...ort-in-anaklia/მე მგონი რომ ანალოგიური კამპანია მიდის როგორც პოლონეთში და ბულგარეთში მიდიოდა, 5-10 წლის უკან ადგილობრივი ენერგო რესურსების გამოყენების/ათვისების წინააღმდეგ. მაგრამ, ისინი მიხვდენენ და მათ წინააღმდეგ თვითონ აწარმოეს საინფორმაციო კამპანია, რათა გასაგები ყოფილიყო რა იყო მათი რეალური მიზანი. (ინტერნეტში შეიგიძლიათ ნახოთ პოლონეთის ფიქლურ გაზზე, ნახშირზე, რუსულ გაზზე და თხევადი გაზის ტერმინალზე ისტორიები).
ნამახვანის წინააღმდეგ უკვე მოსახლების დიდი ნაწილია და მისი განხორციელება ძალიან გაჭირდება (ნენსკრა 10 წლის წინ დაიწყეს, ამდენი ფული ჩაასხეს, ეკოლოგიასაც არ უქმნის რაიმე ხელშესახებ საფრთხეს და არც მოსახლეობას და მინც ჰაერშია) და თუნდაც მომხრეებიც ყავდეთ მისი განხორციელება საკმაოდ გართულდება საერთაშორისო განვითარების ბანკებიდან დაფინანსების კუთხითაც. მაგრამ, ეს არ არის მთავარი პრობლემა. მთავარია, ნებისმიერ მშებლობაზე და პროექტზე უარი არ გვათქმევინონ იმ საბაბით, რომ იმპორტი უკეთესია (აქ იმპორტიორად რუსეთი იგულისხმება) და გარკვეული დროის შემდეგ ისევ იმ განწყობაზე არ დაგვაყენონ რომ რუსეთის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია და ვერ ვიქნებით.
This post has been edited by Forbes on 13 Apr 2021, 22:23