ერთი შესანიშნავი სახელმწიფო მეგულება, რომელიც არც ანგლოსფეროა და არც ევროპის კავშირი და რომელიც მათი დაპირისპირების მიღმაა - შვეიცარია.
საზღვაო თალასოკრატიასა და სახმელეთო თელუროკრატიასთან ერთად არსებობს კიდევ ერთი გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური და გეომენტალური (

) realm - მთები.
ჩვენ სწორედ სამთო ცივილიზაცია ვართ.

თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც კავკასიის ქედი დამცავი კედელია, რამაც უნდა დაგვიფაროს ჩრდილოელი ბარბაროსებისაგან, აბსოლუტურად მცდარია.
პირიქით - კავკასიოცენტრული მსოფლაღქმაა საჭირო.
ქართლის სამეფოს ჰეგემონიას ყოველთვის ჩრდილოეთის სტეპების ხალხებთან მჭიდრო კავშირი და კავკასიის უღელტეხილების ეფექტური კონტროლი განაპირობებდა.
იმისთვის, რომ ისტორიული წესრიგი დაბრუნდეს, აუცილებლად უნდა მოგვარდეს ქართულ-ოსური კონფლიქტი, რათა აღსდგეს გეოპოლიტიკური და გეოკულტურული ხიდი კავკასიის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ძველი ქრისტიანული, ქართულ-ალანური axis mundi.
