მსურს საარსებო მინიმუმზე საუბარი და ვიპოვე ეს თემა.
საქართველოს და ნებისმიერი სახელმწიფოს კეთილდღეობა გამოიხატება, ამ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებით.
ის დაპირებები რასაც საქართველოში პოლიტიკოსები თავს გვახვევენ, შედეგზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ არის ილუზორული, რომელსაც შესაბამისი ფრაზებით გვახვევენ თავს. მაგ: წინსვლა, წარმატება, კარგად ყოფნა, დემოკრატია, განვითარება და ა.შ. ჩვენც, მოსახლეობა ვუსმენთ მათ და ხმას ვაძლევთ იმ სიტყვებს, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თუმცა საბოლოოდ, ჩვენი მოლოდინი არ მართლდება და არ მოგვწონს ის შედეგი რასაც ვღებულობთ.
მოდით გადავიყვანოთ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ციფრებზე, ვაიძულოთ გველაპარაკონ იმ საკითხებზე, რომლებიც მხოლოდ ციფრებით შეიძლება გამოიხატოს.
სახელმწიფოს შემოსავლების გადანაწილება უნდა მოხდეს ისე, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლოს იმ მინიმუმის მიღება, რაც აუცილებელია ღირსეული ცხოვრებისათვის და ამისთვის უმთავრესია დადგინდეს ეს რეალური მინიმუმი.
მინიმუმი არ უნდა იყოს მორგებული ხელისუფლების უნარს მარტოს ქვეყანა, არამედ მინიმუმი უნდა იყოს მორგებული ადამიანის საჭირებებს და უნდა მოვიდეს ხელისუფლება რომელიც ამ მინიმუმს უზრუნველჰყოფს.
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E...%83%9B%E1%83%98საარსებო მინიმუმი — ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც, ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
"251.8"
https://www.geostat.ge/ka/modules/categorie...0-,251.8,-253.7არის თუ არა 250 ლარი ის საარსებო მინიმუმი, რომელიც საქართველოში დღეს უზრუნველჰყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას?
თუ არა, მაშინ რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე და რატომ არ მოვითხოვთ პარტიებისაგან რეალური საარსებო მინიმუმის დადგენას და მისი მიღწევას, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის და ყოფნის მიზნად?
რას ფიქრობთ ამაზე? ფაქტია რომ გაჭირვებული მოსახლეობა იყიდება ტომარა ხახვზე და კარტოფილზე, და რატომ არ "გავიყიდოთ" იმ თანხაზე, რომელიც აუცილებელია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის?
* * *

ევროპის ქვეყნებში 400 დოლარზე ნაკლები არ არის მინიმალური ხელფასის ოდენობა და ჩვენთან 98 დოლარი რატომ არის საარსებო მინიმუმი. ზომაში ვართ პატარები და მცირე გვყოფნის თუ რა პონტია?
This post has been edited by Obser_ver on 14 Aug 2023, 14:11