#57795125 · 17 Apr 2021, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ვაახ რამ გადარიათ ეს ბავშვები ნეტა რაშია საქმე |
არ ვიცი კონკრეტულად ამ ბავშვს რამ გააკეთებინა ეს, მაგრამ ზოგადად მოხშირებული ასეთი ამბები დღევანდელობის პირობებში ბუნებრივად მეჩვენება.
ქვეყანაში უსამართლობა უსიყვარულობა, ანგარება, ნიᲰილიზმი და გაჭირვება დაირება, კორონაზე ბევრად საშიში ვირუსები. ბავშვებიც ყოველ დღე უყურებენ ამ ყველაფერს და ეს მათზე რა თქმა უნდა მოქმედებს.
მშობლებს ბავშვების აღზრდისთვის და სიყვარულის მიცემისთვის დრო და ენერგია აღარ რჩება. წუთისოფელთან ბრძოლაში ჩაბმულებები ან დილიდან საღამომდე მონურ შრომაში არიან ან/და ნერვები აქვთ დაგლეჯილი. მძიმე პირობებში იზრდებიან თაობები ამ კუთხით. ბავშვების აღზრდაზე კი მეტ წილად ზრუნავს იუთუბი ფეისბუკი და ზოგადად ინტერნეტში არსებული გაუფილტრავი კონტენტი. ეს აისახება ბავშვების დაუცველ ფსიქიკაზე და რაც უფრო აკლია ბავშვს Მშობლის და გარშემომყოფების სიყვარული მით უფრო დაუცველი ხდება მისი ფსიქიკა.
|