XIX
საუკუნის 60-იანი წლებიდან რუსულ ჟურნალ-გაზეთეში გამოჩნდა წერილები,
რომლებიც მიმართული იყო ქართველი ერის დაშლა-დანაწილებისაკენ. სამეგრელოში
ვრცელდებოდა ხმები, რომ მეგრული ენა იყო ქართველებისა და მეგრელების
დიფერენციაციის მაჩვენებელი. ყველაფერი 1881 წელს გამოსული დადგენილებით დაიწყო.
1881 წლის 13 იანვარს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა კავკასიის სასწავლო
ოლქის მზრუნველის კირილ იანოვსკის (1878-1901) მიერ წარდგენილი პროგრამა,
რომლის მიხედვითაც რუსეთის იმპერიაში სწავლა ადგილობრივ ენაზე უნდა
წარმართულიყო. ამ დადგენილების შექმნის მიზეზი იმპერიის ტოლერანტობითა და
ჰუმანურობით ნამდვილად არ აიხსნება. ჩაითვალა, რომ მეგრელთათვის
ადგილობრივი ენა მეგრული იყო და შესაბამისად სკოლებსა და სხვადასხვა
სასწავლებლებში სწავლება მეგრულად წარიმართებოდა. რუს ასიმილატორებს ქართველი შემწეებიც ჰყავდათ, რომლებიც მათგან
“წყალობა-დაწინაურების მომლოდინენი სამშობლოსაც ღალატობდნენ”. მათგან თადა
აშორდია გამოირჩეოდა. ის შეუდგა მეგრული ანბანის შედგენას რუსული ანბანის
საფუძველზე და დაიწყო ამ ანბანით სწავლება საერო სკოლებში. ქართულ-მეგრული დიფერენციაციის საკითხმა იმდენად სერიოზული სახე
მიიღო, რომ 1885 წელს ილია ჭავჭავაძეს გამგზავრება მოუხდა სამეგრელოში. გამგზავრების
საბაბად ნიკო დადიანის ბიბლიოთეკის წერა-კითვის მამავრცელებელი
საზოგადოებისთვის გადაცემა დასახელდა, თუმცა მიზეზი ილიას ცნობილ სიტყვებში
გამომჟღავნდა: “სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველო ვნახეო”.
რუსული გეგმების განხორციელებას წინ აღუდგა მეგრელი მოსახლეობა.
თავადაზნაურობამ პეტერბურგში გააგზავნა ვრცელი მოხსენება იმის თაობაზე, რომ
ქართული ენა მწიგნობრული ენა იყო ყველა ქართველისათვის მეგრელების
ჩათვლითო. მიუხედავად ამისა, მეგრული ენა მოგვიანებით კიდევ იქნა გამოყენებული
განხეთქილების შესაქმნელად. თუკი პირველი მცდელობა განცალკევებისა ერთხმად
უკუაგდეს მეგრელებმა, შემდგომ ეტაპზე წინააღმდეგობის ხარისხი შესუსტდა.
XX საუკუნის 20-იან წლებში ცეკას წევრი ისააკ ჟვანია იწყებს აქტიურობას
მეგრელთათვის, როგორც ქართველთაგან განსხვავებული ეთნოსისათვის, ავტონომიის
მოპოვების საქმეში. მაპროვოცირებელი იდეებით სავსე წიგნში ი. ჟვანია აბსურდული
არგუმენტების მოშველიებით განიხილავს სამეგრელოს, როგორც საქართველოსაგან
დამოუკიდებელ, ცალკე ერთეულს. 1925 წელს
ზუგდიდში დაიწყო ავტონომიისათვის ნიადაგის შემზადება. მაფალუელთა
ავანტურისტულმა ჯგუფმა მოსკოვში თხოვნაც გააგზავნა: “გვიხსენით საქართველოს
სუვერენიტეტისგან, ნუღარ უყურებთ სამეგრელოს პროლეტარიატის საცოდაობას”.
1925 წლის სექტემბერში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური
კომიტეტის სხდომაზე გამოაქვთ დადგენილება მეგრული ენის შემოღების შესახებ
სასამართლოში. შესაძლებლად ცნობენ მეგრული გაზეთის გამოცემასაც. ამავე
პერიოდში კაკა ჟვანიას მიერ ითარგმნება “ვეფხისტყაოსანი” მეგრულად. ყოველივე
ამის ინიციატორი ისააკ ჟვანიაა, რომელიც გაუნათლებელ ადამიანებსაც იყოლიებს,
თუმცა საბედნიეროდ ამ “ჭკუანაღრძობ მაფალუისტთა” (როგორც მათ კონსტანტინე
გამსახურდია უწოდებს) რიცხვი დიდი არ იყო.
1928 წელს მოსკოვიდან ჩამოვიდა ცენტრალური კომიტეტის პოლიტინსტრეუქტორი
პშენიცინი. მან გაიზიარა ჟვანიას აზრები და დაასკვნა: მეგრელ
გლეხს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული ბროშურები მშობლიურ
ენაზე _ მეგრულზე.
1929 წელს მეგრული ენის პრივილეგიების აღსადგენად, მას ეწოდა არა
ენაკავი, არამედ ენა. 20-იანი წლების ბოლოს გამოვიდა გაზეთი მეგრულ ენაზე
“ყაზახიში გაზეთი”. თუმცა ის არ იყო ისეთი პერიოდული ორგანო, რომელიც
გარკვეული აზრების პროპაგანდას ახდენდა. ის შეიცავდა სამეურნეო ხასიათის
რჩევებსა და კოლმეურნეობების მიღწევათა ჩამონათვალს. მკითხველთა პროცენტული
მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო.
თუ თავდაპირველად ქართველი ინტელიგენტები საკითხს არასერიოზულად
უყურებდნენ, შემდეგ განვითარებული მოვლენების სერიოზულობამ აიძულა ისინი
უკომენტაროდ არ დაეტოვებინათ იგი: გამართეს შეკრებები, გააპროტესტეს
მეგრელებსა და ქართველებს შორის ეთნიკური განსხვავების იდეა. ბოლოს
ბოლშევიკურმა მთავრობამ აღიარა: თავად მეგრელებს არ სურთ სამეგრელოს
ავტონომიური ოლქის შექმნაო. ამ ოლქში უნდა შესულიყო: ზუგდიდის, ჩხოროწყუს,
წალენჯიხის, ხობის, სენაკის, აბაშის, ფოთისა და მარტვილის რაიონები. საერთოდ
ბერია წინააღმდეგი იყო ყოველგვარი ოლქის შექმნისა და მისი პასუხი ისააკ ჟვანიას
მიმართ “ქმედითად” დაფიქსირდა 1937 წელს. ჟვანია რეპრესიებს ემსხვერპლა. ასე
დასრულდა სეპარატისტული მოძრაობის მეორე ეტაპი სამეგრელოში.
ეხლა მესამე ეტაპი იწყება და მოსკოვმა ემისარი ბუტყუჭია მავნებელი მოავლინა
დიდი ალბათობით ეს პეტიცია მაგის ორგანიზებულია
ლავრენტი პავლოვიჩისგან შუბლგახვრეტილი სეპარატისტი ისააკ ჟვანია


ჯგირ მარგალკოჩი