ქართველი ერისა და საქართველოს დანაწევრების
"ევროპულად" შეფუთული რუსული გეგმა
პრობლემის გეოპოლიტიკური კონტექსტი
ბოლო 150 წელია, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების შეკვეთით პოლიტიზებული ენათმეცნიერები, ეთნოლოგები და ისტორიკოსები (პატკანიანი, უსლარი, გრენი...), ამახინჯებენ რა ქართველი ერის რეალურ ენობრივ-კულტურულ და ეთნიკურ-პოლიტიკურ ისტორიას, ცდილობენ, ქართველთა დიდი ნაწილი არაქართველებად, მათი ისტორიული საცხოვრისები კი - არაქართულ მიწებად გამოაცხადონ.
საუკუნისწინანდელი ცნობილი რუსი ემისრები, რომლებიც ცდილობდნენ არაქართველებად გამოეცხადებინათ იმერლები, მეგრელები, სვანები, იყვნენ:
კირილ პეტრეს ძე იანოვსკი (1822-1902) - რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველი 1878-1902 წლებში; აქტიურად იბრძოდა საქართველოში ქართული ენის აკრძალვისთვის (გარდაიცვალა სოხუმში).
ივან ივანის ძე ვოსტორგოვი (1964-1918) - რუსი საეკლესიო მწერალი და მისიონერი; ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის საეკლესიო და საერო სკოლების ზედამხედველი; რედაქტორი ჟურნალისა: "Духовный вестник Грузинского Экзархата". აქტიურად იბრძოდა საქართველოში ქართული ენის აკრძალვისთვის. ი. ვოსტორგოვი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2000 წელს წმინდანად შერაცხა.
ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დღესაც სამი მიმართულებით მუშაობს:
1. ფსევდომეცნიერული დებულებების საქართველოში პროპაგანდით ცდილობს, რომ ქართველთა ნაწილს მაინც შეუცვალოს ეროვნული მეობა (იდენტობა); მაგ., რუსეთისგან კარგად დაფინანსებული პირები (ი.კორიაკოვი, ვ. ფოიერშტაინი, ჯ. ჰიუიტი და სხვები) დღემდე წარუმატებლად ცდილობენ დააჯერონ სვანები, მეგრელები, ლაზები, აჭარლები, მესხები, იმერლები, თუშები, ხევსურები... რომ ისინი ქართველები არ არიან; უნებურად, ამგვარ პოზიციას საყრდენს უქმნის ზოგი მეცნიერიც, რომელიც დღესაც არასაკმარისი არგუმენტებით ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ენებია: ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური, მესხური, ხევსურული... (საკითხის ისტორიისთვის იხ.:
http://www.scribd.com/doc/23255608/putkara...-Sesiis-Moxsen).
2. მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს, დააჯეროს მთელი მსოფლიო, რომ ქართველები არ არიან: აჭარლები, მეგრელები, ლაზები, სვანები, ხევსურები, მესხები, თუშები და ა.შ. მათი მონაცემებით, საქართველოდ წოდებულ სახელმწიფოში ეს "ეთნიკური ჯგუფები" "იჩაგრებიან" ქართველებისგან (/ქართლელებისგან), რამდენადაც მათ საკუთარი "დედაენების" მიხედვით არა აქვთ სამწიგნობრო კულტურა. ამ "ხალხებს" ე.წ. "ქართიზაციით" თავს მოხვეული აქვთ "დამპყრობელი" ქართველების ენა; მსოფლიო უნდა დაეხმაროს ამ "დაჩაგრულ" "ეთნოსებს" (საკითხის ისტორიისთვის იხ.:
http://bmu.li/HM8).
3. ზოგი უცხოელი თუ ადგილობრივი პირის ავტორიტეტისა და საეჭვო ღირებულების "სამეცნიერო კვლევების" გამოყენებით ცდილობს, დააჯეროს მსოფლიოს ელიტური წრეები, რომ არ არსებობს ერთიანი ქართული კულტურა; რომ საქართველო მცირე იმპერიაა (იხ., მაგ., ე. ბონერის ცნობილი ფრაზა); რომ ქართლელებმა თავის დროზე დაიპყრეს და დღესაც ჩაგრავენ "უმწიგნობრო ენების" მქონე "ხალხებს": მესხებს, აჭარლებს, მეგრელებს, ლაზებს, სვანებს (იხ. ე.წ. ქართიზაციის თეორია).
ამგვარი ფონის შექმნის შემდეგ რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, საქართველოში შექმნან ათამდე ავტონომია და ე.წ. ფედერაცია-კონფედერაციის გზით სამუდამოდ დაანაწევრონ საქართველო.
საერთაშორისო ასპარეზზე დღეს ჩვენ ნამდვილად ვაგებთ სამეცნიერო-საინფორმაციო ომს: ქართველობა დაშლილად ვართ წარმოდგენილნი ავტორიტეტულ ენციკლოპედიებსა და ცნობარებში; შესაბამისად, საქართველოს ეთნიკურ-ენობრივი ისტორიის მიმართ არაადეკვატურ შეფასებებს ავრცელებენ ნეიტრალური ექსპერტებიც კი (იხ., მაგ., ჰ. ტალიავინის დასკვნის ისტორიული ნაწილი; კრიტიკისათვის იხ.:
http://www.scribd.com/doc/21919401/T-Putka...-Rusuli-Pasaji; http://www.scribd.com/doc/22580484/T-Putka...rveli-06-11-09).
ამ ფონზე რუსეთს აქვს რეალური შანსი, არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უკან დაახევინოს ცივილიზებულ დასავლეთს და გეოპოლიტიკური კონტროლი აღიდგინოს ცენტრალურ კავკასიაზე (/ამიერკავკასიაზე).
ჩვენი, ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს ხელისუფლების ვალია, სწორი სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვით დროულად (თუ უკვე დაგვიანებული არ არის!) მივაწოდოთ ცივილიზებულ მსოფლიოს ქართველი ერის (/საქართველოს) აკადემიური ენობრივ-ეთნიკურ-პოლიტიკური ისტორია და ობიექტურად აღწერილი თანამედროვე საქართველოს ენობრივ-ეთნიკური სიტუაცია.
რა სახის ინფორმაციებია
ქართველებისა და საქართველოს შესახებ თანამედროვე მსოფლიოში?
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის დიდი "მეცადინეობით" თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-საინფორმაციო სივრცეში თითქმის უალტერნატივოდ დღემდეა გაბატონებული პოლიტიზებული ანტიქართული დებულებები, რომლებიც რუსულ გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება; სამაგალითოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე კვალიფიკაციას:
1. 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატლასში "საფრანგეთი და სამყარო" ((La France et le Monde, Atlas) სხვადასხვა ფერით და ეთნიკური სახელით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, აჭარლები, სვანები და ოსები.
2. "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ წიგნში "Europe of the Peoples" სხვადასხვა დროშით და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, სვანები და ოსები.
3. მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2008 წლის მდგომარეობით), საქართველოში ცხოვრობენ შემდეგი ეთნოსები/ხალხები:
აზერბაიჯანელები - 308 000,
ასირიელები (აისორები) - 3 000,
აფხაზები - 101 000,
ბაცბები - 3 420,
ბერძნები - 38 000,
ლაზები - 2 000,
მეგრელები - 500 000,
ოსები - 100 000,
რუსები - 372 000,
სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) - 15 000,
სომხები - 448 000 ,
ურუმები (მუსულმანი ბერძნები) - 97 746,
ქართველები (იმერლები, რაჭა-ლეჩხუმლები, გურულები, აჭარლები, იმერხევლებ-ქართლელები (Imerxev Kartlian), კახელები, ინგილოები, თუშები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები, მთიულები, ფერეიდნელები, მესხებ-ჯავახები) - 3 901 380,
ქართველი ებრაელები - 20 000,
ქურთები - 40 000 და სხვ. (Ethnologue report for Georgia
http://www.ethnologue.com).
4. ქართველთა ერთი ნაწილი (მეგრელები, ლაზები, სვანები) არაქართველებადაა გამოცხადებული მსოფლიოს ვირტუალური ისტორიის თანამედროვე გვერდზე; კერძოდ, აზიის განყოფილებაში არსებულ საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში მცხოვრებ "ეთნიკურ უმცირესობათა" განსახლების შემდეგი რუკა:
რუკას დართული განმარტებების მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებად მიიჩნევა: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ხუნძახური; 4. უდური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური; 7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ კვალიფიკაციების ჩამოსაყალიბებლად ავტორმა (P.J. Hillery) ცხრა წელი იშრომა (1996-2004); ასევე წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, ბ-ნ ადრიან ბრისკუს (იხ.http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).
5. ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავისტიკური გამოკვლევების ცენტრის პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის კიმიტაკა მაცუზატოს შესავალი წერილით 2007 წელს გამოქვეყნდა კრებული: «Историографический диалог вокруг непризнанных государств: Приднестровье, Нагорный Карабах, Армения, Южная Осетия и Грузия». ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრი (საპპორო, იაპონია); მასში ვკითხულობთ (გვ. 7): საქართველოს ფარგლებში აფხაზებს ყველა პრივილიგია ჰქონდათ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ავტონომია; მაგრამ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, მაგალითად, მეგრელებს, რომ არ ჰქონდათ საკუთარი სახლმწიფოებრივი წარმონაქმნი, ამიტომაც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ, რათა შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა და იდენტობა.
6. ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია პროფ. ჯ. ჰიუიტის ანტიქართული მოღვაწეობა; ამ ეტაპზე ის "ახალი" ინიციატივით გამოდის; მისი აზრით, მეგრული ენის სახელმწიფო ენად აღიარებით უნდა შეიქმნას სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფო, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას... ასევე, უნდა შეიქმნას კავკასიის კონფედერაცია (რომლის სუბიექტებადაც ივარაუდება: აფხაზეთი, სამეგრელო, საქართველო, აზერბაიჯანი, ყარაბაღი, სომხეთი, სამხრეთი ოსეთი...).
ცნობისთვის: ჯ. ჰიუიტმა ეს მოსაზრება გამოთქვა 1999 წელს წერილში: "თანამშრომლობა კავკასიის საკეთილდღეოდ" (სტატია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას ინსტიტუტს სარეცენზიოდ გადასცა თურქეთში გამომავალი ჟურნალის "ჩვენებურების" რედაქციამ 1999 წელს); იხ., აგრეთვე: Hewitt, B.G. Abkhazia: a problem of identity and ownership. Central Asian Survey, vol. 12, no. 3, pp. 267–323, 1993; Hewitt, B.G. Demographic manipulation in the Caucasus. The Journal of Refugee Studies, vol. 8, no. 1, pp. 48–74, 1995; Hewitt, G. (ed.) The Abkhazians. Curzon Press, 1999. კრიტიკისათვის იხ.:
http://www.scribd.com/doc/2273647/Conflict...on-of-Caucasus). "სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფოს" იდეის პროვოცირებით რუსეთის იმპერიულ წრეებს სურთ, საქართველოს საბოლოოდ წაართვან აფხაზეთი.
შდრ., მაგ., ა. დუგინის ხედვა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ (Москва: Арктогея-центр, 1999): "Новый геополитический порядок на Кавказе" предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центр-периферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания "Кавказской Федерации", которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурно-экономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм... (сс. 351-352).
7. პროფ. იური კორიაკოვის მიერ განხორციელებულ პროექტში: "მსოფლიოს ენათა რეესტრი" ქართველური ენობრივ-ეთნიკური სამყარო წარმოდგენილია 5 ცოცხალ და 1 მკვდარ ენად; კერძოდ: დამოუკიდებელი ენებია: მეგრული, ლაზური, ახალი ქართული, ზემოსვანური (ბალური ენა) და ქვემოსვანური; მკვდარი ენაა ძველი ქართული. მისივე აზრით, დამოუკიდებელი ეთნოსებია (EG): მეგრელი, ლაზი, ქართველი, ბალელი (ზემო სვანი) და ქვემო სვანი.
გასაკვირი ისიცაა, რომ თანამედროვე ქართველური ენობრივი სამყაროს აღსაწერად ქართულენოვან ვიკიპედიაშიც კი უალტერნატივოდაა წარმოდგენილი ი.კორიაკოვის პროდუქცია (2008 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებით); კერძოდ, ქართული ვიკიპედიის გვერდზე, ლინკით "კავკასიური ენების ატლასი, ქართველური ენები" გავდივართ შემდეგ რუკაზე (http://linguarium.iling-ran.ru/maps/1-all.gif):
ცნობისთვის: ი. კორიაკოვი ქართველთა 6 ენას გამოყოფს: მეგრული, ლაზური, ძველი ქართული, საშუალი ქართული, საეკლესიო ქართული, სვანური (ი. კორიაკოვი, 2006, გვ. 39-42; შდრ., აქვე ი. კორიაკოვი 1 დარგუული ენის ნაცვლად 18 ენას გამოყოფს: დარგუულ კილოებს ენებად აცხადებს).
შდრ.: თითქმის ანალოგიურია პროფ. ი. გიპერტის მრავალწლიანი ნამუშევარიც:
(http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm):
საერთაშორისო მიმოქცევაში საქართველოს შესახებ არსებობს ი. კორიაკოვის მესამე რუკაც, სადაც თანამედროვე ენობრივი "რეალობის" ამსახველ რუკაზე სამეგრელოს სახელად მითითებულია Colkhis:
ამ არსებითი "სიახლით" (Colkhis = სამეგრელო), ხაზგასმულია ქართულისა და მეგრულის დაცალკევება-დაშორების თითქოსდა ხანგრძლივი ისტორია: ი. კორიაკოვის რუკის მიხედვით გამოდის, რომ მეგრელები ენობრივ-კულტურულ-ეთნიკურად სხვა ქართველებისგან გამიჯნულნი არიან სულ მცირე 3 000 წელია.
მეცნიერული საკითხის პოლიტიზების ისტორიისათვის.
მეცნიერების პოლიტიზების თვალსაზრისით, საინტერესო მსჯელობა აქვს გ.მელიქიშვილს:
“ქართველთა ეროვნული თვითშეგნება ძლიერდება XIX საუკუნის ბოლოს; ამავე პერიოდში გამოქვეყნდა ფ.ჰომელის ახალი სამეცნიერო თეორია, რომლის მიხედვითაც ქართველობის წინაპრებად მიიჩნეოდა კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის დიდ ნაწილში განფენილი წინარეინდოევროპული მოსახლეობა - “ხალხთა ალაროდიული ოჯახი: ელამელები, კასიტები, ურარტუელები (მათი შთამომავლები არიან ქართველები), პელაზგები, ეტრუსკები, ბასკები... ფ.ჰომელის სამეცნიერო თეორიამ გააძლიერა ქართველთა კონსოლიდაცია, მაგრამ ამ დროს ქართველობის წინააღმდეგ ანტაგონისტურად განეწყვნენ რუსეთის იმპერიის მესვეურნი და ამიერკავკასიაში არსებული ძლიერი სომხური ბურჟუაზია…” (გ.მელიქიშვილი, ნარკვევები, I, გვ.329); ისინი შეეცადნენ, გაებატონებინათ ქართველთა დეზინტეგრაციის ხელშემწყობი სამეცნიერო თეორიები.
დღეს როგორ ხდება "გათიშე და იბატონეს" რუსული გეგმის
ევროპულად "შეფუთვა"?
ამაზე შემდგომ პოსტში დავდებ