გუშინ,ტელევიზიით ვნახე მაგარი რამ.კარგა ხანია,ამდენი არ მიცინია.
ვიღაც ბელგიელ ტიპს(მისი გამოგონებაა) თავზე ჩამოუცვამს მინის
აკვარიუმი,ნუ,რაღაც ამდაგვარი,მხრებზე სპეციალური სამაგრებით,
შიგნით მწვანე ბალახი და მცენარეები ბიბინებს,ჰოდა,დადის ქუჩაში
ასე,თან,სუფთა ჰაერს სუნთქავს,დაცულია ვირუსებისგან და არის
ბედნიერი.თვითონ ასთმით დაავადებული ყოფილა და პირბადეს
ვერ ატარებს.შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ და თქვენც მიბაძოთ
იმ ბელგიელს. არც ოფლის სუნი შეგაწუხებთ,არც ვირუსები.
პ.ს. ისეთი ცხოვრება მოდის,ისეა დაბინძურებული დედამიწა,მგონი,
მალე, ყველა ასე ვივლით თავზე ოაზისაკვარიუმებჩამოცმულნი.