ისე, რაღაც-რაღაც კინოები იუთუბზეც იდება ხოლმე.
ნუ შლის ხოლმე იუთუბის ავტობოტები, მარა თუ მოასწარი ყურება მოასწარი.
ასევე რამოდენიმეე კინო შემხვდა ტიკ-ტოკზე ნაწილებად დადებული (1 თუ 3 წუთის ვიდეოს დადება შეგიძლია ტიკ-ტოკზე), რაო მაგეებსაც გააუქმებენ(დაბლოკავენ)?
იდიოტობა კანონია, ამითი რასაც იზავენ არის რომ მართლა უფრო გაჭირვებულს, უფრო გააჭირვებენ და ის წავა მერე სხვა საიტზე, რუსულ საიტზე ანდა საერთოდაც დაჯდება და ტელევიზორს ჩართავს.
ანდა ზოგს ასწავლის ტორენტების გამოყეენებას(აიკიდებენ კიდევაც ვირუსს) და ვიპიენებს.
მარა იდიოტებს მაგდენს შეასმენინებ? ვერა ხო.
ხოდა თქვე იდიოტებო დავაი და მოკითხეთ მაშინ მაგ აჭარანეტს თუ აიმუვისს თუ ვინებიც არიან. საიდან დებენ აბა ახალ-ახალ სერიალებს(ეთერში გასვლიდან მეორე დღესვე როა დადებული), ახალ-ახალ კინოებს (ჯერ კიდევ კინოში რომ გადის), საიდან აქვთ? დაპირატებული ხო არაა? ჯარიმა არაა გადასახდელი? "კოპირაიტ"-ს არ არღვევენ? ფული რომ შესდით იმაში რაშიც თვითონ არ გადაიხადეს? აბა რეკლამები რა უფასოდ უდევთ?
ახალ-ახალი კინოს ან სერიალის ლიცენზიის მოპოვება არის ძვირი სიამოვნება, მაგიტომ იყო და არის, საქართველოს ტელევიზიები რომ ყოველთვის მეორე მესამე წელს აჩვენებდნენ პოპულარულ სერიალებს, უცებ რაც მახსენდება არის game of Thrones, რომელიც ქართულ ტელე სივრცეში "შემოვიდა" როდესაც მეორე თუ მესამე სეზონი გადიოდა ამერიკაში, რატომ შემოვიდა ქართულ ტელე სივრცეში ეგრე გვიან? რადგანაც გაცილებით იაფი იყო მისი შესყიდვა ვიდა როდესაც მისი პირველი სეზონი გავიდა და პოპულარობა შეიძნა. მაგიტომ იყო, ერთი პერიოდი ქართულ ტელე სივრცეში ინდური სერიალები რომ ჭარბად გადიოდა, სიიაფის გამო.
მაგრამ არა, მაგ საიტებს კი არ მოთხოვენ და ჯარიმას კი არ გადაახდევინებენ, ეგენი გააგრძელებენ იგივენაირად და ხალხს დააკისრებენ, ჭამა (ზეთი) ხოა ძვირი, ხოდა გართობაშიც ფული მაჯვით.
მართლა იმას კი არ იზავენ რომ ხალხს გაუადვილონ როგორმე და შრომის კოდექსი მიიღონ, ჩვეულებრივი მომუშავე მონად რომ არ იყოს სამსახურში.
პირიქით, ყურება გინდა? მოჯვი ფული.
მარა, მართალია.
რაც გინდოდა ერო, იმას იღებ.
ხო მიეცით ამ ქლიავებს ხმა და ხო აძლევთ ამ ქლიავებს ხმას?
ხოდა ე.ი დე იურე ეთანხმებით, ხოდა ზედმეტი კრინტი არ იყოს, გადაიხადეთ ფული.
შემდეგზე კი ვინმეს შემოხაზვას ტვინი დააყოლეთ, ბოღმა და სიძულვილის მაგივრად.