აქ ბევრს კონტროლი როგორ წარმოუდგენია? მართლა ვიღაც ჟორა ტუალეტში როგორ მიდის ის კი არ აინტერესებთ.
ზე თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, გააკონტროლონ მთლიანი დედამიწა და თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი.
დავიწყოთ უბრალო კამერებით, რომელიც ქსელშია ჩართული და მიერთებულია ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ მივუმატოთ 5G ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ინფორმაციას უსწრაფესად გადასცემ ყველგან. ამას დავუმატოთ კოსმოსში გაშვებული თანამგზავრები, საიდანაც დედამიწის ყველა წერტილში ინტერნეტს უზრუნველყოფს. კიიდევ დავუმატოთ მართული მედია და სოც ქსელები. ვინდოუსი, გუგლი და ა.შ
სხვათაშორის ტექნოლოგიების გარეშე აკონტროლებდნენ ხალხს საბჭოთა დროს. აი მაშინ კედლებსაც რომ ყურები ქონდა.
ეხლა განვიხილოთ უფრო ზე თანამედროვე ტექნოლოგიები. მაგალითად: თუნდაც ჩიპიზაცია.
თუ ჩიპს ჩავუდგავთ მგელს და ცხვარს, თქვენი აზრით ერთად მოძოვენ ბალახს?
წარმოიდგინეთ ცხოველს აქვს ჩიპი ჩადგმული და ადამიანისთვის უსაფრთხოა. ავიღოთ ანდროიდ სისტემა, სადაც მოგვდის განახლება, მსგავსად მიუვა განახლება ამ ჩიპებსაც. ნანო ტექნოლოგიების სამყაროში უსაზღვროა ტექნოლოგიური წინსვლა და ვინც ამ ყველაფრის სათავეში იქნება, თავს ღმერთად გამოაცხადებს. შექმნის დარობოტებულ ადამიანებს და დედამიწას აქცევს ხელოვნურ სამოთხედ.
არ ვსაუბრობ სისულელეს! ამის ტექნოლოგიური საშუალება არსებობს. მთავარია ერთიანად მოხდეს ახალი მსოფლიოს შექმნა, რომ არ იყოს აჯანყებები. ანუ უსისხლოდ და ნებით დაითანხმებენ ადამიანებს მიიღონ ახალი სამყარო.
რაც შეეხება ხალხის გაწყვეტას, მთლად ასეც არ იქნება. მოიშორებენ მხოლოდ არაჯანსაღ საზოგადოებას პროცესში და დატოვებენ თავიანთვის მისაღებ საზოგადოებას. ასევე მალე აქტუალური გახდება მარსის კოლონიზაცია. დედამიწის ურჩ მოქალაქეებს ალბათ გადაასახლებენ მარსზე მომავალში. სხვათაშორის კვების პრობლემაც აღარ იქნება, რადგან მეცნიერულად შესაძლებელია ხელოვნური საკვების შექმნა.
ეს ყველაფერი ზედაპირულად და ზოგადად დავწერე. თუ მეცნიერულად მივუდგებით და განვიხილავთ დეტალებს, არ გაგიკვირდეთ არაფერი!
ყველაფერი შესაძლებელია რეალურად 21-ე საუკუნეში. რამოდენიმე ათეული წლის წინ ხომ ვერ წარმოგედგინათ სმარტფონით ამერიკაში დარეკვა?
და კიდევ ბევრი რამე ვერ წარმოგედგინათ უახლოეს წარსულში. დღეს კი ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რასაც ბნელი მასა სიგიჟეს უწოდებდა თეორიულ მოსაზრებას იქამდე, სანამ პრაქტიკულად არ გამოსცადეს. ახალი მსოფლიოს პრიორიტეტი სრულად სცდება არსებულს და ამიტომ ბევრს გაუჭირდება გარდამავალ პერიოდში. სწორედ რომ დადგა ჟამი, დედამიწის ელიტამ გააკეთოს ის, რაც უნდათ.