სხვა ხომ ყველაფერზე რეაგირებს, ნარკოტიკიც იყიდება ბევრგან მაგრამ პოლიცია არ რეაგირებს, საჭირო წესერი ხალხი მოვიყვანოთ სათავეში ვისაც მოვთხოვთ ყველაფერს, ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული, ენჯეოები ამას ვერ მოაგვარებენ, პირიქით უარეს აკეთებენ და რატო.
საქართველოდან ან სასომხეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან აფრიკიდან, პატიჟობენ სხვადასხვა სასწავლებელებში გადამზადებას გადიან, ან შემთხვევაში ბაბუცა უნგრეთში სწავლობდა, სემინარებს ატარებენ თუ როგორ უნდა ებრძოლონ ანუ სტანდარტია,
მერე რაღაც თანხებს გამოყოფენ რომ ამათ დამოუკიდებლად იმოქმედონ, სხვადასხვა სოციალური ვიდეო რგოლები გადაიღონ, და ამით შეცვალონ მოძალადე კაცის ცნობიერება, სხვადასხვა კანონებს ლობისტების გზით ტენიან სთავაზობენ ახალ კანონებს რითიც უკვე კაცის უფლებები ირღვევა, კონკრეტუალდ ამის წინააღმდეგი ვარ.
უფრო ქმედითი იქნებოდა ადგილზე გასვლა სიტყვაზე რაიონებში ხალხის ჩაბმა და იქ სემინარების ჩატარება, და ახსნა რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის კაცის და ქალის ფუნქცია.
ამ კასპში ადრეც მოხდა მკვლელობა 5 წელი ციხეში მკვლელობისთვის
"საყვარელი ქმრის იარაღით მოკლა და შემდეგ მისსავე მანქანაში დაწვა" - კასპში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 9 წლის შემდეგ სამართალდამცავებმა 41 წლის ირმა ნადირაძე რეზო თხილიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ირმა ნადირაძე დეტალურად ჰყვება, როგორ მოკლა მანქანაში "მაკაროვის" პისტოლეტით რეზო თხილიშვილი, შემდეგ კი მანქანას ბენზინი გადაასხა და ცხედარი შიგ ჩაიფერფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ირმა ნადირაძე 2005 წლიდან სხვადასხვა სახელითა და გვარით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს.
იგი შიდა ქართლის პოლიციამ ხაშურში დააკავა. ეტყობა, სამართალდამცავებს შეეშინდათ, ნადირაძეს ჩვენება არ შეეცვალა და მასთან სასწრაფოდ საპროცესო გარიგება გააფორმეს, სასამართლო პროცესიც ოპერატიულად ჩატარდა. თხილიშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეს განაჩენი ისე გამოუტანეს, რომ მოკლულის ოჯახის წევრებისთვის სასამართლო პროცესის დღეც კი არავის უცნობებია.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირმა ნადირაძეს 9 წელი მიესაჯა, აქედან ის ციხეში მხოლოდ 5 წელს მოიხდის, 4 წელს კი, პირობითი მსჯავრით გაატარებს. კიდევ ერთი დეტალი - 2007 წელს ირმა ნადირაძის ქმარი, პოლიციის მაიორი გიორგი ნადირაძე, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას დანით 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქვს თუ არა ნადირაძეს კავშირი ქმრის მკვლელობასთან და პროკურატურას კი სამხილი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.
მაგრამ ფემინისტს რომ ავალებ ასეთ საქმეს ბაბუცას ოჯახი ფეხებზე კიდია, ის ცალ მხარეზე დგას ის იცავს ქალის უფლებას და გრძელვადიან პერსპეკტივაში ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს ჯობია ადამიანის უფლებები დავიცვათ და არა ცალკეული სქესის.
This post has been edited by adelasa on 23 May 2021, 15:13