vano_t
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
|
#57936129 · 24 May 2021, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
X Man
QUOTE | ასტრათი ორივე აცრა გავიკეთე 2 თვის ინტერვალით, უკვე უამრავი ინფორმაციაა ბრიტანეთის ჯანდაცვის თანაშრომლებზე დაკვირებით ვისაც ასტრას 2 აცრა აქვს გაკეთებული 100%-იანი გარანტია რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება. ევროპამაც მოხსნა აკრძალვა, დიდი ეჭვია რომ შავი პიარია აგორებული და ამ კამპანიის ინიციატორის ახლობლების ანგარიშზე მსუყე თანხა დაჯდა, დიდის ალბათობით პფაიზერის გადმორიცხული. |
ტყუილია ეგ. არ არსებობს ვაქცინა, რომელიც არ იწვევს იმ დაავადებას (თუნდაც მძიმე და სასიკვდილო ფორმასაც), რის წინააღმდეგაც მოცემული ვაქცინა იხმარება. ბუნებაში ეგეთი ვაქცინა არ არსებობს და ვერ იარსებებს.
*********
მე ინტენსიურში (რეანიმაციას რო ეძახიან) ვმუშაობ ბოლო 10 თვე. ბოლო 1 თვის განმავლობაში 2 ვაქცინირებული მყავდა, რომელიც დაიღუპა კორონავირუსით გამოწვეული ორმხრივი დიფუზური ფილტვების ანთებისაგან. ორივე 80-ს გადაცილებული იყო. ორივეს დასრულებული ქონდა ვაქცინაციის ციკლი (ერთს მოდერნათი და მეორეს პფაიზერით) და ორივეს დაემართა კორონათი გამოწვეული ტიპიური ფილტვების ანთება (ორმხრივი დიფუზური პნევმონია - bilateral multifocal pneumonia - მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის გართულებით) ვაქცინაციიდან დაახლოებით 1 თვის გასვლის შემდეგ. არადა, ესენი არიან რისკის ჯგუფები, რომელთაც აცრა უნდა ჩაუტარდეს წესით და არა ახალგაზრდები. მე საუბარი მაქვს 1 საავადმყოფოზე, 120 კაცზე გათვლილი საწოლით და 18 ინტენსიური საწოლით. ეს ხდება 1 თვის განმავლობაში. აუცრელებმა იმავე დროის განმავლობაში დაახლოებით 10-მა კაცმა გაიარა ინტენსიურის განყოფილება და 2 თუ 3 გარდაიცვალა (ასაკში მყოფები). ერთი საავადმყოფოსთვის ეს საკმაოდ დიდი რიცხვია!
დღეს, შემოვიარე კოვიდის განყოფილება, სადაც 8 ავადმყოფია განთავსებული დადებითი ტესტით. აქედან 5 აცრილი იყო. აცრიდან დადებითი ტესტის (PCR) ჩამოყალიბებამდე 1-ს ქონდა ტესტი გაკეთებული 1 კვირის შემდეგ, 2-ს 2 თვის შემდეგ და 2-ს 3 თვეზე მეტი ხნის წინ. 8 ავადმყოფიდან 2 ნამდვილად აუცრელი იყო და 1-ს აცრის სტატუსი უცნობია. 5 აცრილიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში იყო ავადმყოფის ისტორიაში ჩაწერილი (დოკუმენტაცია გაკეთებული), რომ აცრა ქონდა გაკეთებული. დანარჩენ 4 შემთხვევაში ეს არ იყო დაფიქსირებული - ჩემთვის უცნობია, რატომ არ მოხდა ამის დაფიქსირება (ანუ, იცოდა თუ არა მკურნალმა ექიმმა მათი აცრის სტატუსი, ეს ჩემთვის უცნობია). მე თვითონ გავესაუბრე ყველა ამ ავადმყოფს და ვაქცინაციის სტატუსიც გამოვკითხე.
ამ აცრილთაგან 1-ს, რომლიც ვაქცინაციის სტატუსი არ არის დაფიქსირებული, აქვს ორმხრივი პნევმონია და იმყოფება 15 ლ/წთ ჟანგბადზე. ერთს, რომლის ვაქცინაციის სტატუსი დაფიქსირებულია, უწერია უსიმპტომო კოვიდი და მიღებულია ფილტვების ემბოლიის დიაგნოზით, რომელიც კტ ანგიოგრაფიით დამოწმდა. სანამ ვაქცინა შემოვიდოდა, თუ ვინმეს დადებითი ტესტი ქონდა (პირველად როცა დაიწყო ეს ინფექცია), ფილტვების ემბოლია (და არამარტო ეს დიაგნოზი, არამედ ყველა სახის პრეზენტაცია) მიეწერებოდა კოვიდს. ამ ვაქცინაციის შემთხვევაში, უსიმპტომო კოვიდათ იწოდება. ეს ანომალიები (კოვიდს მიწერილი დიაგნოზები და სიკვდილიანობა არავაქცინირებულ და ვაქცინირებული ავადმყოფების შემთხვევაში) ბევრი მაქვს აღრიცხული.
გუშინ გადავხედე CDC-ს (რომელიც წარმოადგენს აშშ-ს ცენტრალურ ორგანოს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში) მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ვაქცინირებული ადამიანი წარმოადგენს თუ არა ნაკლებ რისკს, რათა ინფექცია სხვას გადასცეს. CDC პატიოსნად ამბობს, რომ "In addition, a growing body of evidence suggests that COVID-19 vaccines may also reduce asymptomatic infection, and potentially transmission." აქ ისეა ფორმულირებული ეს წინადადება, რომ სინამდვილეში ყველანაირად შეიძლება გაიგო. მაგრამ მათ, ვისაც არ ესმით რა წერია, მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოიტანონ, რომ აცრილებში უსიმპტომო ინფექცია ნაკლებია და მათ მიერ ინფექციის გადატანის შანსი მცირდება. სინამდვილეში, აქ მასე არ წერია და სხვანაირად ვერც დაწერდნენ. სინამდვილეში აქ წერია, რომ ეს ყველაფერი "შესაძლებელია" (may) და არა ის, რომ ასეა საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ასევე შესაძლებელია, რომ სინამდვილეში აცრილები შეიძლება ინფექციის გადამტანობის გაზრდილ რისკსაც კი წარმოადგენენ. აქ საკვანძოა სიტყვა "შეიძლება".
აზრთა სხვადასხვაობას ხაზი რომ გაუსვათ, აქვე მოვიყვან ამერიკის ოჯახის ექიმთა ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას, რომელსაც რომელიღაც ინფექციონისტი აწერს ხელს. ეს ინფექციონისტი ამას წერს:
QUOTE | Myth #2: The vaccines don’t really work that well — they don’t reduce virus transmission. Most experts have been urging people to continue following public health guidelines, including masking and social distancing, even after they’ve been fully vaccinated with two doses of the Pfizer or Moderna vaccine or one dose of the Johnson & Johnson vaccine — and after enough time has passed for those vaccinations to have taken effect (generally two weeks).
The reason for this recommendation is because while the Pfizer and Moderna vaccines have been shown to have 95% efficacy against illness (and the Johnson & Johnson vaccine is 85% protective against severe disease), the clinical trials were not designed to test whether any of the trial participants contracted COVID-19 but showed no symptoms.
“The experts are saying that the vaccines do not reduce transmission, but that is an inaccurate statement,” Gandhi says. “Vaccines have always decreased transmission. What they should be saying is that the clinical trials were not designed to test for asymptomatic infection, but there is every biological reason in the world to believe that they will reduce asymptomatic transmission.”
There is already evidence to support this, she says. First, when the vaccines were studied in macaque monkeys (during preclinical testing), they did eliminate asymptomatic infection — researchers swabbed the vaccinated macaques’ noses and found little or no virus. Second, the types of antibodies that are stimulated by most systemic vaccines (IgG and IgA) do tend to block viral infection in the nose (and no viral load in the nose most likely translates to no transmission). Finally, when monoclonal antibodies are given to COVID-19 patients, those antibodies reduce the viral load throughout the respiratory tract, including the nose.
The most convincing evidence, though, is just starting to emerge among real-world data. In Israel, where more than 90% of those age 60 and over have been vaccinated, “cases have plummeted in this population,” Gandhi notes. “Not just hospitalizations, which we expected, but cases [asymptomatic infection] as well.” Moreover, data from vaccinated health care workers recently published in the Lancet and preprint servers show reduced rates of asymptomatic infection and low viral loads in the nose when swabbing after vaccination.
“I think that in a few months, we are going to be able to say with certainty that these vaccines not only protect you, they also protect those around you,” Ranney says. |
ამის თარგმნას ვერ დავიწყებ, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ექიმი ამტკიცებს, რომ აცრილები უსიმპტომო ინფექციის შეძენის ნაკლებ რისკს წარმოადგენენ და ამგვარად ინფექციის გადატანის ნაკლებ საშიშროებასაც. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ ქალს არ ესმის ბევრი რამ და არ ესმის ის, რომ ეს ირიბი მონაცემები, რის საფუძველზეს ეს ექიმი ამ ყველაფერს ამტკიცებს, არაფერს წარმოადგენს საბოლოო ჯამში და მთავარია სინამდვილეში სტატისტიკა. სტატისტიკა კი სულ სხვა რაღაცას ამბობს. სტატისტიკა იმას ამბობს, რომ დღეს ერთ საავადმყოფოში 8 ავადმყოფიდან დადებითი ტესტით, 5 არის უსიმპტომო ავადმყოფი, რომელთაც სრული აცრა ჩაუტარდათ. ახლა წარმოიდგინეთ, ეს 5 ავადმყოფი ზის ქორწილში, ან ქელეხში ან სხვაგან, სადღაც საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში. უფრო მეტიც, წარმოიდგინეთ, რომ ამათგან ერთ-ერთი თქვენ ხართ, რომელმაც არ იცის, რომ უსიმპტომო ინფექციის მატარებელია აცრის შემდეგ! მე საუბარი მაქვს მხოლოდ ერთ საავადმყოფოში ერთ დღეს შემოვლაზე ნანახ 8 პაციენტზე და მთელი აშშ-ს მასშტაბით ეს რა რიცხვს წარმოადგენს, ვინ უწყის. ამ სტატისიკას არავინ გამოგიქვეყნებთ, ნუ ელოდებით ამას.
ასე რომ, თქვენ, ვინც აცრა გაიკეთეთ, ნუ გგონიათ, რომ ოჯახის, ახლობლების, ქვეყნის და კაცობრიობის წინაშე ვალი მოიხადეთ და მათზე მაღლა დგეხართ და მათზე ნაკლებად საშიშ საზოგადოებრივ ერთეულს წარმოადგენთ, ვინც აცრაზე უარს ამბობს. არ არის ეს ასე. ვინც სხვანაირად გიმტკიცებთ, მას ან არ ესმის რას ამტკიცებს, ან განზრახ გატყუებთ.
მიპასუხეთ, თუ აცრა თქვენ გიცავთ მძიმე ინფექციის შეძენისაგან, მაგრამ ინფექციის გადატანის ისევე მაღალ რისკს წარმოადგენთ, როგორც აუცრელი ადამიანები წარმოადგენენ, მაშინ რა აზრის აქვს სავალდებულო აცრის შემოღებას?
P.S. ამის და კიდევ ბევრი სხვა რაღაცის გამო, არ უნდა იყოს აცრა სავალდებულო და არ უნდა ქონდეთ აცრილებს რაიმე პრივილეგია აუცრელებთან შედარებით როგორც იყო ადრე ყველა სხვა დარჩენილი ინფექციების შემთხვევაში. მაგრამ, აუცილებლად დააწესებენ ამ პრივილეგიებს და ბევრს აიძულებენ ამით, რომ აცრა გაიკეთოს. ასე გადაწყვიტა ჭიკნების უფროსმა და ამ პროგრამას ჭინკების დიდი ბრიგადა ემსახურება. ისიც კარგად ვიცი, რომ ბევრი პრადვინუტია აქ რომელთაც 2 წინადადების გადაბმაც კი უჭირთ და თავი არგუმენტების ჩამოყალიბების მეფეები ჰგონიათ. მე ლოგიკის ამ მამებზე არ მაქვს ეს ინფორმაცია დადებული. ეს მათთვის არის, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, აიცრას თუ არ აიცრას. იქნება რაიმეში წაგადგეთ ეს მცირედი ინფორმაცია.
P.S.S. X Man, მე უშუალოდ თქვენზე არა მაქვს საუბარი, როცა თქვენობით ფორმაში ჩამოვაყალიბე რამოდენიმე წინადადება. ეს თქვენ შეიძლება სულაც არ გეხებათ, არამედ ზოგადად მათზეა საუბარი, ვინც ასე ფიქრობს. ასე რომ, თქვენ ნუ მიიღებთ, ძალიან გთხოვთ.
This post has been edited by vano_t on 24 May 2021, 11:59
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|