არ არსებობს ჰიტლერის მიერ ჩადენილი
სისაძაგლე რომელიც სტალინს ან 20 იანი წლებიდან ომის დასრულებამდე საბჭოთა რეჟიმს არ ჩაუდენია.
ეროვნული ნიშნით რეპრესიები მეტ-ნაკლებად ყველას შეეხო ყირიმელ თათრებს ვაინახებს, უკრაინელებს ალბათ ყველაზე მეტად.
რელიგიური ნიშნით რამდენი მღვდელი დაიხვრიტა, არამგონია არჩევანი ჰქონოდათ, ვინმეს გაეფრთხილებინა რომ თუ ანაფორას არ გაიხდით დაგხვრიტავთო.
რესპუბლიკებში მოსახლეობის გარკვეული პროცენტი უნდა დახვრეტილიყო, ფაქტიურად ლატარია გაათამაშეს, მილიონობით ადამიანი მოგონილი ბრალდებებით დახვრიტეს, 37 წელი მთელ იმპერიაში იყო

ბევრი რამის დაწერა შეიძლება იმ რეჟიმის კანიბალიზმზე