ტაკ, ესეიგი რა ხდება ჩინური რაკეტის "ძირითად სტეიჯზე" და ზოგ ხშირად დასმულ კითხვაზე პასუხი:
კოსმოსში როცა რაიმე ტვირთი გააქვთ რაკეტით, დღემდე ასეა - "ტვირთი" არის რაკეტის ყველაზე მცირე ნაწილი, და ყველაფერი დანარჩენი არის "რაკეტ-მზიდი" - რომელსაც გაფრენის მერე "ნაგავში აგდებენ"
ამას არ შვება მხოლოდ და მხოლოდ SpaceX რომელიც ამაჩქარებელ ნაწილს უკან სვამს, უვნებლად
ანუ ამ ჩინურ რაკეტას რო შეხედოთ - ყვეეეეეელაფერი რაც რაკეტის ზედა 1/3-ის ქვემოთ არი - იყრება ნაგავში
კონკრეტულად ამ რაკეტას - ჯერ სცილდება "მიშენებები", გვერდებზე რაც აქვს, აფრენისას მალევე - და ცვივა წყალში (და ჩინეთი ცნობილია იმით რო ეს ბუსტერები "გაურტყამს" თავისივე დასახლებული სოფლებისთვის)
და მერე ცენტრალური, ძირითადი ამაჩქარებელი - უკვე კოსმოსში, შორდება "ტვირთს" და ვარდება უკან
ჩანაფიქრში - კონტროლირებულად, საწვავს იტოვებს, ცოტას იმართება და ისევ ოკეანეში ვარდება სადმე
ეხლა პრობლემა რაშია
ამ კონკრეტული გაშვებისას - ძალიან დიდი ტვირთი გაიყვანა კოსმოსში ამ რაკეტამ, და დააყენა დაპირდაპირ ორბიტაზე (ახალი ჩინური კოსმოსური სადგურის ძირითადი მოდული, რომელიც რუსული მოდულის კლონია... მარა მოკლედ მძიმეა ძაან)
გაივყანა და ორბიტაზე დააყენა - ნიშნავს იმას რო თვითონაც ორბიტაზე დადგა
ორბიტაზე დადგომა ნიშნავს დედამიწის ზედაპირის პარალელურად ისეთი დიდი სიჩქარით მოძრაობას, რო დედამიწა რო გიზიდავს - სანამ ქვემოთ ჩამოვარდები - გვერდით იმდენივეს გადიხარ და "დედამიწა გეცლება ფეხქვეშიდან" - და ასეთი გზით წრეზე ტრიალებ მის გარშემო
მერე განცალკევდა და მერე უნდა შენელდეს და "დამიზნებულად" დაბრუნებულიყო უკან დედამიწაზე, რომელიმე ოკეანის ცარიელ ადგილას
ახალი ჩინური სადგურის ინკლინაცია არის 41 გრადუსი (დახრა ეკვატორის მიმართ) - ანუ წრე რომელზეც ტრიალებს სადგური(და ტრიალებდა თავიდან მასთან ერთად ძირითადი ამაჩქარებელიც) - დახრილია 41 გრადუსით
და ვინაიდან სადგურიც და ამაჩქარებელიც ძალიან ახლოს არიან დედამიწასთან, ისინი დედამიწას წრეს არტყამენ 1 საათში და ცოტაში, ხოლო დედამიწის დღე გრძელდება 24 საათი, ანუ ბევრად ასწრებენ დედამიწას - ანუ გადაუფრენენ ხან ერთ დედამიწის წერტილს, ხან მეორეს და არ "კიდიან" დედამიწის თავზე 1 წერტილში
რის გამოც საფრთხის ქვეშ არის ყველა ვინც 41 გრადუსს ქვემოთ და -41 გრადუსს ზემოთ არიან
დედამიწის გაგებით "ზემოთ-ქვემოთ" დადის მოკლედ ეს გზა-აბნეული ბუსტერი და თან ბრუნავს დედამიწის გარშემო, დღეში 14-15-ჯერ
რუსეთს ვერ მოხვედება - იმიტო რო 41 გრადუსს ვერ აცდება დიდად
ხოდა ნაცვლად იმისა რო ჩინეთს ბუსტერი უკან დაებრუნებინა "მართულად" - მათ დაკარგეს მასზე მართვა და ეს 33 ტონიანი ბომბი, ბრუნავს დედამიწის გარშემო უმართავად (და კოტრიალობს კიდევ, თავისი ღერძის გარშემო ბრუნავსო 20-ჯერ წუთშიო)
დედამიწის ატმოსფეროს "რაოდენობა" (წნევა) იკლებს სიმაღლესთან ერთად, მაგრამ ზოგადად არ არსებობს "საზღვარი" რის მერე - აღარ არის ატმოსფერო
ამიტომ ყველაფერი რაც დედამიწის გარშემო ორბიტაზე ბრუნავს, ცოტ-ცოტას ხახუნობს ჰაერის იმ სიმაღლეზე არსებულ 1-2 მოლეკულასთან და ნელდება
ხოლო ბუსტერი ძალიან დაბლაა (220კმ-იდან დაიწყო) და ეს ჰაერთან ხახუნი ცოტა ძალიან საგრძნობიც კი არის (კოსმოსის საზომებით)
ამიტომ ის ნელ-ნელა ნელდება და "ვარდება"
რაც უფრო ვარდება - ვარდნისას ჩქარდება და ისევ გადის ორბიტაზე
ოღონდ რეალურად მისი ორბიტა "იწელება" და ოვალდება ამის გამო
და იმიტო რო უმართავია, იმიტო რო კოტრიალობს და იმიტო რო ჰაერთან ხახუნის დონე ამის გამო სუ ეცვლება - უცნობია ზუსტად როდის "წამოედება" ჰაერის სქელ ფენას სადმე ისე, რო დაიწყოს ვარდნა
ვარდნისას იმის მიხედვით როგორ იკოტრიალებს, უმეტესობა რაკეტისა დაიწვება
მაგრამ რაკეტის მაგალითად ძრავები მზადდება სპეციალურად თბო გამძლე მასალებისგან, რომლებიც არ დაიწვება და ბოლომდე ჩამოვარდება
რაც საკმარისზე მეტია მსხვერპლის გამოსაწვევად
(ადრეც ჩამოვარდნილა, არამხოლოდ ჩინურები...)
ზოგადად ამიტომ იგივე spacex ცდილობს რო რამდენიმე "დონიანი" რაკეტა ჰქონდეს, პირველი დონე მალევე მოწყდეს და კოსმოსში რაც შეიზლება მჩატე და პატარა "მეორე დონე" გავიდეს, რომელიც მერე უკან შემოსვლისას ასწრებს მთლიანად დაწვას და თანაც კონტროლირებულია და ოკეანეში დამიზნებული
ჩინელებმა კიდე 1 ძირითადი "სტეიჯი" გაუშვეს, რომელმაც ბოლომდე აიყვანა სადგური და ეხლა 33 ტონიანი მეტეორი მოფრინავს და არ ვიცით ზუსტად როდის და სად დაეცემა
კითხვები:
1. ადრე მომხდარა ასე? - კი, არაერთხელ. მაგრამ ეს 33 ტონიანი ამჩქარებელი ისტორიაში ყველაზე დიდი უმართავი ადამიანის შექმნილი წონაა რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს (უფრო დიდი წონებიც დაბრუნებულა, მარა მართულად და დამიზნებით ჩაუგდიათ ოკეანეში, მაგალითად "MIR"_ის რუსული სადგური)
2. რატომ მოხდა? - იმიტო რო ჩინელებს ჰკიდიათ პლანეტა, მათთვის მთავარია პროპაგანდისტული შედეგები დადონ, და პლანეტაც ჰკიდიათ და თავიანთი ხალხიც. მეტიც - ამ რაკეტის ამ ვერსიის სულ 2 აფრენა მოხდა ისტორიაში და წინა აფრენისასაც დაიკარგა ბუსტერის მართვა, შარშან(2020-ში) - და იგივე ხდებოდა, ვის დაგვეცემოდა არ ვიცოდით - მარა არ გახსოვთ თქვენ პროსტა
3. რატომ არ ჩამოაგდებენ? - ორბიტალური სიჩქარე 200კმ-ის სიმაღლეზე არის წარმოუდგენლად მაღალი... რამდენადაც გუშინ ვუყურებდი 7-8 კ-ი-ლ-ო-მ-ე-ტ-რ-ი წამში, ტყვიის სიჩქარე არი 700-900 მეტრი წამში (0.9 კილომეტრი) - ყველაფერი რასაც დედამიწაზე ვისვრით (მათ შორის ბალისტიკური რაკეტები) - ბევრად ნელია (5-10-ჯერ ნელია) - ანუ რაიმეს გაშვება და "დაწევა" გამორიცხულია ამ ეტაპზე (ისეთივე იმხელავე რაკეტა უნდა გაუშვა რო ვაფშე იმავე ორბიტაზე იმავე სიჩქარით დადგე ჯერ...)
ასევე ორბიტალური მექანიკა ისე მუშაობს რო 41 გრადუსიან ინკლინაციაზე რო დადგე და ორბიტების დამთხვევა მოახდინო მთელი ბალეტია ეგ, რაც მოითხოვს კიდევ უფრო მეტ საწვავს და მოკლედ ვინმე ქვეყანას 1 სპეციალურად "გადადებული" კოსმოსური რაკეტა უნდა "ედოს" სულ, გამზადებული - ეგეთების ასაფეთქებლად და მაინც - თუ ზედ არ გადაუფრინა ორბიტამ და მაშინ არ მოხდა გაშვება, თითქმის გამორიცხულია იგივე ორბიტაზე დააჯდეს და დაეწიოს (ადამიანის განვითარების ამ ეტაპზე). ამიტომ მისი ამ ეტაპზე ორბიტაზე განდაგურება - პრაქტიკულად გამორიცხულია
და კი - სწორად მიხვდით, მეტეორი რო გვეცემოდეს, არაფერი საშუალებები ჯერ ადამიანს არ აქვს რო ის მეტეორი შევაჩეროთ, თუ ჰოლივუდმა რამე სხვა დაგაჯერათ - თქვენი პრობლემაა
4. შეიძლება თუ არა ბოლოს უკვე, როცა ძირითადი კორპუსი დაიწვება - მერე ჩამოვაგდოთ დანარჩენი მყარი ნარჩენები?
კი შეიძლება, ოღონდ მაგისთვის უნდა ვიცოდეთ ზუსტად სად ვარდება, უნდა ჩამოვარდნის ადგილას 10-15კმ-ის რადიუსში მოიყაროს თავი უახლესმა ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა და ეცადონ აფეთქებას ნარჩენბის
პრობლემა იმაშია რო რაც დარჩება, ისეთი მყარი და გამძლე დეტალებია, დიდად ჰაერ-საწინააღმდეგო რაკეტებით ვერ "გააცამტვერებ" და პროსტო ოდნავ გვერდით დავარდებიან
(ვინც არ დაფიქრებულა, თვითმფრინავს რო აგდებენ ციდან - ის თვითმფრინავი კი არ ქრება, ვარდება და კიდე რამეს აფუჭებს მიწაზე...)
მარა აზრი მაინც აქვს
მარა გავმეორდები - რო ამისთვის უნდა ზუუუუსტად ვიცოდეთ სად ჩამოვარდებიან და ზუუუსტად არ გვეცოდინება 1 საათით ადრეც კი, 1 საათით ადრე ეცოდინებათ დაახლოებით ზონა სად ვარდება
და რა დარჩება და რამდენი ნაწილი და რამხელა აფეთქებები - დამოკიდებულია იმაზე ვარდნისას როგორ იკოტრიალებს და როგორ დაიწვება/დაიშლება
ასე რომ ველოდებით
პ.ს. ხაზს გავუსვამ რო ყველანაირი ვარაუდები იმაზე სად ჩამოვარდება, "იტალიაში" თუ სადღაც - არი ჩვეულებრივი ფეიკ ნიუსები, არავინ არაფერი არ იცის და შეუძლებელია ცოდნა ფიზიკურად
https://m.facebook.com/story.php?story_fbid...100000475999169