#59529785 · 21 Aug 2022, 09:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | აი ესეთი კითხვა არ გებადება რატოა ხალხი ესე დაცემული ? |
ადრე(ედიკას დროს,ზვიადის დროს) ეს პრობლემა არ იდგა დღის წესრიგში. განა არ სვამდნენ და არ მღეროდნენ - უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდით და არც ვწუხდებოდით. დღეს გვაწუხებს ისეთი ფაქტორები,როგორიცაა 11 საათის მერე გარკვეულ დეციბელზე ხმამაღალი სიმღერა, ავტობუსში ოფლის სუნიანი მგზავრები, მაღალი პროცენტული შემადგენლობა ავტომობილის გამონაბოლქვში და ნიტრატები საზამთროში. ადრე(ედიკას დროს,ზვიადის დროს) ხმაურიც მეტი იყო, ოფლის სუნიც არ გვაწუხებდა იმ დროს როდესაც საპონს სახლში კუსტარულად ვამზადებდით და არც ჟიგულის გამონაბოლქვს ჰქონდა მერსედესზე ნაკლები ცეო. აბა რა ხდება? მე 67 წლის კაცი ვარ. 11-ის მერე ხან კედელზე პნევმატური ჩაქუჩის გრიალი მესმის,ხან ნასვამი ბავშვების ყაყანი, ხან ხმამაღალი მუსიკა,მაგრამ არ ვწუხდები. უჭკუო არ ვარ. ვიცი,რომ ჩემი საყვარელი მელოდია შეიძლება სხვამ ხმაურად აღითქვას და ვერიდები,რომ თავად ვიყო ამ ხმაურის გამომწვევი მიზეზი,მაგრამ არ ჩავალ და არ დავუშლი ასეთ ხმაურს. ეს პროცესი სხვისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია,მაგრამ მათ ხომ სიამოვნებთ. შენიშვნას ვაძლევ უადგილო ადგილას სიგარეტის კოლოფის გადაგდებაზე,ახალგაზრდებს მეტროში ბღლარძუნზე და ღრიანცელზე. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
|