2012 წელს ნაცების მარცხი ქვეყნისთვის, დემოკრატისთვის და თავად ნაცების გამოსაფხიზლებლად საჭირო იყო.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. მე პირადად, როდესაც 2012 წელს ჩემი უბანი ზეიმობდა ბიძინას მოსვლას,პირდაპირ ვთქვი:7 თვეში გინებას დაუწყებთ ბიძოს-მეთქი. ჩემი პროგნოზი არ გამართლდა იმ მხრივ,რომ ზუსტად 3 თვეში დაუწყეს გინება

მაშინ სიცილი დამაყარეს და ხაზი გაუსვეს ჩემს ასაკს- ჯერ ბავშვი ხარ,რა დროს შენი პოლიტიკაო. გავიდა წლები და ერთი და იგვეს ვუყურებ, ქვეყანა დაიყო ნაცებად და იმ ხალხათ ნაცები რომ ეზიზღება.
ამ სისულელეში დავკარგეთ დრო და შანსი ნორმალური ქვეყნის აშენების. სამწუხაროდ, დღესაც იგვე გრძელდება და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს.
როდის უნდა მიხვდეთ-ეს ნაცები იმას,რომ სწორედ თქვენ აცოცხლებთ ოცნებას და უხანგძლივებთ ხელისუფლებაში ყოფნას. არ დადგა დრო შეცვალოთ რაღაცები და მართლა კულტურული,საღად მოაზროვნე და ნორმალური პარტია გახდეთ ? დაიღალა-ეს ხალხი ამ რადიკალიზმისგან და ქუჩური პოლიტიკით.
მე გეტყვით რატომ აქვს დავით ბაქარაძეს სტაბილურად კარგი რეიტინგი. იმიტომ აქვს,რომ ბოკერიასგან და სხვებისგან განსხვავებით სიძულვილის ენით არ საუბრობს და არ იწვევს ხალხში ზიზღს. დაწყობილი საუბრის და კულტურული საუბრის სტილი აქვს. ცოტა მეტი ქარიზმა და სუფთა წარსული რომ მისცა,სერიოზულ პარტიას მოხოდნის.
ამიტომ, ნიკა მელიაზე ფსონის გაკეთება არის უაზრობა. არ აქვს მაგ კაცს საკმარისი ინტელექტუალური რესურსი რომ გაქჩოს და ტყუილად ცდილობთ მისგან ცოტნე დადიანის შექმნას ნაცები. აგერ ნახავთ მერის არჩევნებში,როგორ მწარედ წააგებს. მარა მერე ისევ დაიწყებთ- გააყალბეს ძმაო და რევოლუცია აეეეეე....
ხატიაზე უფრო შეიძლება ფსონის დადება.