მელია-რურუას გამოშვებით და დანიელსონის შეთანხმებით პირველი რაუნდი დასრულდა და ახალი დაიწყო.
ანუ იქამდე რა ხდებოდა, ვინ რამდენი აიღო და ა.შ და ა.შ არის უინტერესო - იმდენად შეიცვალა და გამრავალფეროვნდა გარემო..
ამიტომ ოპოზიციას რამდენიმე სერიოზული გამოწვევა აქვს და შემდეგ არის გასარჩევი სხვა დანარჩენი:
1) ოპოზიციური პარტიების დაბრუნება ოქტომბრის სტატუს ქვოსთან ეი ამ საერთო ბრძოლის და ერთად დგომის და ერთმანეთში
გადღაბნის შემდეგ -> მიბრუნება იმ ნიშებთან და სეგმენტებთან რომლებზეც განაწილებულები იყვნენ არჩევნებამდე..
აქ რა თქმა უნდა შეიძლება ნიშების და სეგმენტების გაერთიანება ეი მერჯინგი, გადაწყობა-გადმოწყობა მაგრამ ძალიან ფაქიზად და ფრთხილად.. პრინციპში ლელოს ახალ ფრაქციას თუ დავაკვირდებით და ზოგადად იმ აქტივობებს რაც ოპოზიციაში შეიმჩნევა - ადასტურებენ ამ ჩემს ზემო აღნიშნულ მოსაზრებას.. (ჯერ-ჯერობით..

)
2) "მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა..."

ვასაძის, გახარიას და პოტენციურად 1-2 პარტიის გამოჩენა ასპარეზზე - თავისი ტელევიზიებით და ნიშებით და სეგმენტებით ერთის მხრივ ოცნებას ართმევს პროცენტებს, მაგრამ მეორეს მხრივ - უტევენ ოპოზიციურ
პროცენტებსაც და განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ექცევიან ე.წ ბუფერულ ზონაში მყოფი ახალი / მზარდი პარტიები: ლელო, სტრატეგია და გირჩი..
შესაბამისად ერთის მხრივ ჩაშლა და განაწილება ისევ აუცილებელია, მაგრამ მეორეს მხრივ ამ სეგმენტების და ზონების დასაცავად აუცილებელია
მომენტებში გაერთიანებაც და საერთო სტრატეგიის შემუშავება, რაც ძალიან რთულია.. ანუ თუ წინა არჩევნები იყო "ყველა თავისთვის" და შეტევა, ახლა უკვე "ყველა თავისთვის" აღარ გამოდის, იმიტომ რომ ლელოს თუ "შეატოვებ" - შეიძლება ვასაძემ გადაუყლაპოს ამომრჩევლები ერთის მხრივ და იქეთ გახარიამ კიდევ ცალკე ამათ და ცალკე სტრატეგიას შეუტიოს და გირჩსაც რაღაც მსგავსი კონკურენტი გამოუჩნდეს..
ესაა ის "ბრძOლის ველი" რომელიც აქედან მOჩანს და რომელიც შემოდგომის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად გახურდება...
თუმცა ვიტყოდი რომ რამდენიმე გადაწყობა თუ მანევრი რაც ოპოზიციის მხარეზე მოხდა, ასევე მნიშვნელოვანია და შეიძლება KEY ფაქტორიც აღმოჩნდეს საბოლოოდ:
1) ლელოს ფრაქცია, როგორც პლატფორმა საკრალური მესამე ძალის ჩამოყალიბების გზაზე ანუ თუ არსებობს მარათონი "მესამე ძალის" ტიტულისთვის, მანდ ჯერ-ჯერობით მცირე უპირატესობით მაგრა მაინც ლელო ლიდერობს და იმედია ასეც გააგრძელებენ

2) ევროპული საქართველოს დაშლა და ბოკერიას წინა პლანზე წამოწევა. ეს ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ უგულავას და ბაქრაძის იქ ყოფნა, საშუალებას არ იძლეოდა ასე ვთქვათ აღვირახსნილ ლიბერალიზმში გადავარდნის. ახლა ბაქრაძის რეიტინგებზე კი ვღადაობთ, მაგრამ ეგ შედეგია მუდმივად მოზომილი და პოლიტიკურად კორექტული განცხადებების და უგულავა საერთოდ სახარებიდან ციტირებს რაც ციხიდან გამოვიდა

ანუ ამ ხალხის სავარაუდოდ მიშას ბანაკში გადასვლამ ან ერთის ნაცებში და მეორის ლელოს ფრაქციაში.., ევროპულ საქართველოს და ბოკერიას "იდეოლოგიური ტვირთი" ჩამოაცალა და ასპარეზი გაუხსნა - რაც რამდენიმე თვის წინ შეუძლებლად მიმაჩნდა მე პირადად და ვთვლიდი რომ მთლიანად პარტია დაიშლებოდა / გაუქმდებოდა..

მოკლედ ჩემი აზრით ეს ამბები / ცვლილებებია რა ამ ეტაპზე, ვნახოთ როგორ გაგრძელდება.. ამ დანიელსონის ამბების შემდეგ თითქოს პახმელიის ეტაპია ახლა, მაგრამ გინდა / არ გინდა მეორე რაუნდის თარიღი დათქმულია და ორივე მხარეს განძრევა მოუწევს.. ალბათ გახარიას "შემოსვლა" გახსნის მაგ ამბავს
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი