1.შენ გგონია 800 მილიონ $-ს საქართველოს სახელმწიფოს ვინმე ასესხებს ახლა, მითუმეტეს იმ მიზნით რომ ჰესი ააშენოს? ისედაც ვალების კრიტიკულ ზღვარზე ვართ მისული. ზოგადად კი, მოქმედი ხელისუფლების სიცუდე ამ პროტესტს არ აკარგებს, ლოგიკის ამბავია.
2.რატომ არ „პრავდება“ აბა?
3.მაინც? მოაქვს ტიპს ფული, აშენებს ჰესს - რატომ არ უნდა გვინდოდეს ეს? აქ დახარჯავს, აქ შექმნის სამუშაო ადგილებს, აქ გადაიხდის გადასახადებს, შუაგულ საქართველოშია და ზემოქმედების ბერკეტი ყოველთვის გვექნება, ხელშეკრულებით არ აქვს უფლება ააშენოს არაფერი, რაც უშუალოდ ჰესს არ ჭირდება (ეს ეხმიანება მოგონილ „თურქები ჩამოსახლდებიანს“ და „მეჩეთებს ჩადგამენს").
ისედაც ღარიბი საქართველოდან იმპორტისათვის მილიონობით $-ის გადინება შემცირდება და დამოკიდებულება უცხოელ მომწოდებლებზე შესუსტდება.
დანარჩენი ჰო, გიჟი კი არაა იმიტომ დახარჯოს ფული რომ მოგება არ მიიღოს (დაბეგვრას ვერც მანდ აცდება სხვათა შორის

), ბიზნესია და თავისი ინტერესები აქვს - რა არის ამაში ცუდი?
პ.ს. ცუნამი ქუთაისზე, კაშხალი ჩამოინგრევა და ასეთების თუნდაც იმიტომ არ მჯერა, რომ იმავე რიონზე საბჭოთა დროს აშენებული კიდევ არაერთი ობიექტია (ლაჯანურის და ვარციხის წყალსაცავები მაგალითად). ჰოდა ისინი თუ უძლებენ, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიით აშენებული რატომ არ გაუძლებს? ლაჯანური ტვიშთან ძალიან ახლოსაა და რავი, გადაშენდა მანდ მევენახეობა?