განმარტებანი:
ტროლები (შვედ. Troll, მრ. რ. Trollen) — სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად ადამიანისადმი მტრულად განწყობილი
არსებანი, მთის სულები, რომლებიც ქვებთან ასოცირდებიან. ტროლები ხშირად გვხვდებიან ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაში.
ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ.
სიტყვა „ტროლი“ ქართულში (ისევე როგორც ინგლისურში, თუმცა ინგლისურში სხვა მნიშვნელობებიც აქვს) აღნიშნავს ზებუნებრივ არსებას სკანდინავიური მითოლოგიიდან. სიტყვის ამ მნიშვნელობით გამოყენება ინგლისურ ენაში ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით პირველად 1992 წელს მოხდა.
ტროლები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — გიგანტური, ნაკლებად განვითარებული არსებები.
ისინი უფრო მეტად ემსახურებოდნენ მტერს, ვიდრე საკუთარ თავზე ზრუნავდნენ. ადამიანის მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე, ხშირად ტლანქი
ტროლების ფეხებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თითები არ გააჩნდათ, ხოლო სისხლი შავი ფერის ჰქონდათ.
როგორც წესი, ისინი გონებრივად განუვითარებლები იყვნენ. რამის აშენების ან შექმნის ნიჭი არ ჰქონდათ. ამის სანაცვლოდ იპარავდნენ ხალხის ქონებას
და მას თავიანთ გამოქვაბულებში მალავდნენ. საკუთარი ენა არ ჰქონდათ, თუმცა ზოგიერთი ერიადორელი ქვის ტროლი საუბრობდა საერთო ენაზე,
ხოლო საურონმა მათ ნაწილს ასწავლა ბნელი ენა.
ტროლები არაჩვეულებრივად მძლავრები იყვნენ. მოკვლა მათი თითქმის შეუძლებელი იყო.
მაგრამ სისუსტე ერთად-ერთი ჰქონდათ - მზის შუქზე ისინი სამუდამოდ ქვავდებოდნენ.
წყარო: ვიკიპედია.
***
ტროლებიhttps://www.mythdetector.ge/sites/default/f...1-Guideline.pdf
ინფორმაციის სრულად გადაკითხვა შეგიძლიათ მითითებულ საიტზე.
This post has been edited by Катеньки on 27 May 2021, 13:07
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.