კულტურისა და სოციო-ეკონომიკური ბაზისის ერთმანეთისგან გათიშვა, მათი ერთმანეთთან მკაცრი შეპირისპირება ის შეცდომაა, რასაც თანაბრად დაუშვებენ ხოლმე როგორც მემარჯვენეები, ისე მემარცხნეები.
კულტურას ეკონომიკური საფუძველი აქვს და პირიქით - კულტურა განაპირობებს სოციო-ეკონომიკურ მოდელს.
ქალი რომ მეორეხარისხოვან არსებად არ ითვლება, ეგ შეიძლება, საზოგადოების ზნეობრივი სრულქმნის შედეგიც იყოს და ტრივიალური სამეურნეო საჭიროებებისაც.
თანამედროვე სერვისებზე დაფუძნებული ეკონომიკა ვერ გექნება, თუ ქალი აქტიურად არაა ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაბმული და თუ ჩაბმულია, დაბალი სოციალური სტატუსი ვეღარ ექნება.
მეორე მხრივ კაპიტალისტური სიმკაცრე, ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა და მაღალი კონკურენცია კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას ან პერეკვალიფიკაციას მოითხოვს.
ადამიანებს საკმარისი დრო აღარ რჩებათ ერთმანეთისთვის, რაც ტრადიციულ ურთიერთობებს ანადგურებს, ოჯახის მნიშვნელობას აკნინებს და დემოგრაფიულ პრობლემებს იწვევს.
ტრადიციული საზოგადოების არსებობისთვის ტრადიციული ეკონომიკაა აუცილებელი, როგორც ღარიბსა და ჩამორჩენილ ქვეყნებში:
სამუშაო ადგილების სიმცირის გამო ქალების მთავარი საქმიანობა ისევ საოჯახო მეურნეობის გაძღოლა და შვილების აღზრდაა.
ვინაიდან ეკონომიკა ტრადიციულ დარგებს ეფუძნება (სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ა.შ.) და სერვისების განუვითარებლობისა და სიძვირის გამო ალტერნატივა არ არსებობს, ამიტომ ადამიანთა უმეტესობა იმავეს აკეთებს, რასაც მისი წინაპარი აკეთებდა.
ამის გამო მამაკაცებს შეუძლიათ, შვილები ბავშვობიდანვე აზიარონ თავის პროფესიას, გვერდით იყოლიონ სამუშაოზე და ამდენად უფრო მეტი დრო გაატარონ მათთან, უფრო აქტიურად ჩაებან მათ აღზრდა-განათლებაში.
ცხოვრების ამგვარი წესი განაპირობებს ტრადიციების შთამომავლობისთვის გადაცემას, ზრდის ოჯახის მნიშვნელობას და ხელს უწყობს პოპულაციის მატებას.
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი