ქალაქია ეხლა ეგ რასაც უყურებ?
ჯერ მარტო ამდენი ვარიანტი აქვს მძღოლს გზის მიმართლების შეცვლის, მაგ რაღაცის გამოყენების უსაფრთხოებას რომ თავი დავანებოთ ქალაქში. მაშინ მთელს ქალაქში ქვეითი პატრული უნდა დარბოდეს მაგ რაღაცით 2 წუთში როცა მასეთი ფაქტი მოხდება.
და მერე კიდევ რამდენად უსაფრთხოა სწრაფად მოსიარულე მანქანას ბორბლები დაუხეთქო და მართვა დააკარგინო ქალაქში ეგ მეორე საკითხია.
დარწმუნებული ვარ აქვთ შესაბამისი დირექტივები რა დროს როგორ უნდა მოიქცნენ.
ეხლა მანქანიდან თუ ესვიან პოლიციას სხვა პტოროკოლი იქნება, თუ ტროტუარებზე დარბის და ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება სხვა პროტოკოლი იქნება. და თუ ვიღაც გამოღლევებული 80კმ/სთ-ით გარბის რომ 2000 ლარიანი ჯარიმა არ დაუწერონ და გზაზე დგას არამგონია მაგ დროს სროლა და ერთი ამბის ატეხვა რამე ლოგიკაში ჯდებოდეს ნებისმიერ ქვეყანაში.
და მაგ რაღაცას იყენებენ მაგისტრალებზე იმიტომ რომ 1) ადვილია წინასწარ მიმართულების გათვლა სად იმოძრავებს მძღოლი 2) მართვა დაკარგული მანქანა ვერ დააზიანებს სხვებს მაგისტრალზე განსხვავებით ქალაქის დატვირთული ქუჩებისგან და ბარდიულებისგან.
ხოდა ეხლა რა უნდათ აქ მპოსტავ იუზერებს მე პირადად არ მესმის. დამთავრდა ეგ ამბავი მშვიდობით ხო მსხვერპლის და ზარალის გარეშე. მანდ რომ სროლა ატეხილიყო და გონკაობები და მართვის დაკარგვები მარტო ერთი ბოროტი პარტია დარჩებოდა ბედნიერი და ზუსტად ეგ უნდოდათ მაგიტომ აღარ იციან რა გააპრავონ