კი ბატონო, მესმის, მაგრამ სადაა საზ ტრანსპორტი? ფაფუ ...
ბევრჯერ ვცადე ეგ მე, მაგრამ არ გამომივიდა. დილით სამსახურში რო მიდიხარ და 20-30 წუთი რო ელოდები ტრანსპორტს, რო მოვა და ან ახვალ და ან ვერა, ეგ არაა ტრანსპორტი
ასევე სამსახურიდან ბრუნდები ... მინიმუმ 30 წუთი უნდა ელოდო როდის მოვა ტრანსპორტი, მოვა და გადატენილია. მოვდღან ეგეთი "ტრანსპორტი".
რამდენჯერ მართლა ვცადე და დამიტოვებია მანქანა (შეგნებულად), მაგრამ ... ბოლო-ბოლო ტაქსით მომიწია წასვლამ.
* * *
ხშირად მიწევს იქ ყოფნა და ოსლო (ნორვეგგიის დედაქალქი) შემიძლია მოვიყვანო მაგალითად.
ტერიტორიით თბილისის ხელაა და მოსახლეობა სულ 500 ათასი ადამიანია.
მეტროთი დაქსაქსულია ისე, რომ უამრავი გაჩერებაა. არ არსებობს უბანი მეტრო არ მიდიოდეს. გარეუბნებშიც (როგორც ჩვენთან ლილო, ფონიჭალა, ვარკეთილი, მუხიანი, გლდანი, დიდი დიღომი, ნუცუბიძის ფერდობი) აბსოლუტურად ყველგან მიდის მეტრო და გარეუბნებსაც სცილდება კიდეც.
გარდა ამისა, ტრამვაის და ავტობუსების არაჩვეულებრივი ქსელია.
სამუშაო დღეებში მაქსიმუმ 3 წუთი მოგიწიოს გაჩერებაზე დგომამ , ხოლო შაბათ-კვირას (როცა ყველაფერი პარალიზებულია) მაქსიმუმ 6-7 წუთი.
ქალაქის ცენტრში ერთდროულად მოძრავ 2 ავტომობილს თუ დაინახავთ.
ყველა უბანს ერთმანეთთან აკავშირებს უშუქნიშნო ავტომაგისტრალები, ისე რომ საზტრანსპორტთან და სხვა კომუნიკაციებთან არ იკვეთებიან. ასევე, ქალაქის ცენტრი დაქსელილია საავტომობილო მიწისქვეშა ტრასებით, გვირაბებით.
იმდენად კომფორტული ქსელი აქვთ საზტრანსპორტის, იქიდან რო ვბრუნდები აქ მანქანაზე დაჯდომაც არ მინდა ხოლმე, მაგრამ ჰა ...
თთერი შურით მშურს იმათი.
გასაგებია, რომ იმათ ვერ შევედრებით და ასი წელი ახლოსაც ვერ მივალთ, მაგრამ ჩვენ მერიას მოვუწოდებ, ჯერ შეუქმენი მოქალაქეებს ელემენტარული პირობები, რომ შეძლონ საზტრანსპორტით მგაზვრობა და მერე გააკეთეთ ესეთი სირობები.
რა უბედურებაა მარჯვენა სანაპიროზე გაკეთებული, მშრალი ხიდიდან ლაგუნამდე და მერე ლაგუნადან ვეფხი და მოყმემდე, დიღმის მიმართულებით. ჯერ ის ველო ბილიკი ტროტუარზეც თავისუფლად დაეტეოდა და მეორე, ველო ბილიკსა და სავალ ნაწილს შორის რა "მკვდარი" ზონაა ჩამატებული, კამაზი გაივლის თავისუფლად. დიღმისკენ მიმავალი ნაკადი მიჰყვებოდა მარჯვენა ზოლს და არასდროს იქ საცობები არ იქმნებოდა. ეხლა? სრული ბარდაგია.
დაიწყეთ თქვე მავნეებო მეტროს ახალი ხაზების მშენებლობა, დიდი დიღმის, ვაკის, ორთაჭალის და აეროპორტის მიმართულებით.
რა გიშლით ხელს?
ათას სისულელეებში რო ხარჯავთ ფულს, ამ სასიკეთო საქმეს მოახმარეთ ენერგია. ოდესღაც ვინმემ ხო უნდა დაიწყოს?
დღეს დაიწყე და 50 მეტრი მაინც გათხარე, შემდეგი ხელისუფლება ცოტა წაუმატებს და ჩვენ თუ არა ჩვენ შვილებს მაინც ეღირსებათ რაღაცა.
This post has been edited by spider77 on 16 Jun 2021, 14:46