ჩვენ არ გვცალია საკაიფოდ. მაგრამ აი იმანო... იმანო (თვით ბოროტი არსი) არ გვეშვება!
პოლიტიკური პარტიების, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის "პაექრობაა", უფრო ზუსტად დაუსრულებელი შაირობაა
უმთავრესი მოუშორებელი სატკივარი, რაც ჩემს საქართველოს საუკუნეთა მანძლზე და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებია სჭირს?!...
როგორ იშვერენ ხელს ერთმანეთისკენ აღსაქმელად მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც ჭირის საწყის მიზეზთან მივყავართ გააზრებულს.
და მაინც... შთაბეჭდილება მრჩება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემიდან ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე
ხდება ამ გზით ნებსით თუ უნებლიედ ყურადღების გადატანა - როგორც მათი, ისე მთელი საზოგადოების ცნობიერებისა.
***
ამიხსენით ვინმემ, რას ამბობს თეა წულუკიანი. მე არ მესმის საერთოდ.
თეა წულუკიანი
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა.
***
სხვათა შორის, ეს ახლაგაზრდა იურისტი თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში მომწონდა ფრიად.
არც მის და არც სხვათა შემთხვევაში, არ მაინტერესებს: რას მიირთმევს ვახშმად, რომელი ბრენდი აცვია, სად ისვენებს...
ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირთან ურთიერთობაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი არჩევანი, ცოდნა და
პროფესიონალიზმი, რაც გავლენას ახდენს ჩემი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ყოფიერებასა და ურთიერთობებზე.
***
კითხვები;
რა ნაბიჯები გადაიდგა იუსტიციის სამინისტროს მიერ 2012-2020 წლებში:
1) რა რეფორმები განახორციელა ნარკომანიასთან ბრძოლაში;
ბ) შრომის კანონმდებლობის რეფორმა როგორ გატარდა და რა შედეგები მივიღეთ;
გ) სისხლის სამართლის სისტემის რეფორმებმა რა რეზულტატი მოგვცა;
დ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რა გაკეთდა ამ პერიოდში;
ე) პენიტენციური დაეწესებულებების რეფორმები რამდენად ეფექტური აღმოჩნდა:
ა) რა პროგრამები არის ამ წლების მანძილზე გამოყენებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის;
ბ) რა პროექტები არსებობს სასჯელმოხდილი ან შეწყალებული პატიმროებისთვის - მათი რეაბილიტაციისთვის და სოციალიზაციისთვის.
გ) როგორ ხდება ერთი ან რამოდენიმე ნასამართლეობის მქონე პირის მოწყობა საჯარო სამსახურებში, უპირველესად - ძალოვან უწყებაში?!...განსაკუთრებით ეს ბოლო რეფორმა როგორ განვითარდა, რა წვლილი შეიტანა ქვეყნის შიდა პოლიტიკური რეალობის შემქნაში, საინტერესოა.
***
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128-რს კანონის თანახმად
2018 წლის 11 ივლისს მოხდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმა და ჩამოყალიბდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
This post has been edited by Катеньки on 1 Jun 2021, 16:23
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.