ერთ რამეს ვარ დაკვირვებული.
ვისაც არ უნდა დაველაპარაკო სკაიპზე ან მესინჯერზე, ყველას ტელევიზორი აქვს ჩართული და არავინ არ უყურებს, თანაც მაღალ ხმაზე.
რა ფენომენია ვერ ვხვდები.
რაც შეეხება youtube-ს, სხვისი არ ვიცი და რამდენი საინტერესო მასალის და ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, ამის არ გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია.
ამ სერიალებს კიდევ რა გაყურებინებთ, ან საიდან გაქვთ ამდენი დრო?
მომკალით და ჰაა-ჰა 1.5 საათი გავძლო კომპიუტერთან, ისიც რაიმე ჩემთვის საინტერესო შემეცნებით-დოკუმენტურ მასალას ვუყურებდე.
მუსიკას კი ბატონო, ვუსმენ ცნობილი მუსიკოსების ნაწარმოებებს და ცნობილ მომღერლებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, თუ ვინმეს ჩემი დატანჯვა და წამება უნდა, ჩამირთოს დიმპიტაურ-დამპიტაურები, იქ არ დაავიწყდეს ღორისტანელი გიგანტი ვარსკვლავები და ზედ კაი ხოშიანი სომხურ-აზერულიც მიაყოლოს.
ჩამოსული ვიყავი 2017-ში.
დილით ნაბახუსევზე წავედით რესტორანში 7-8 კაცი.
მარტო ჩვენ ვართ, ველოდებით შეკვეთას როდის მოგვიტანენ.
დაგვინახეს "მუზიკანტებმა" და დასცხეს "შუფუტინსკები".
წყნარად და მშვიდად, ავდექი და მივედი სცენასთან.
შედარებით მოზრდილი თანხა გადავიხადე.
დავბრუნდი მაგიდასთან და რა შეკვეთა მიეციო?!
-მეთქი სანამ აქ ვართ, არაფერი არ დაუკრათ, წასვლისას ერთი მაგდენს კიდევ დაგიმატებთ, ოღონდ თქვენი ხმა არ გამაგონოთ.
წამოსვლისას ამერიკის ჰიმნი დავაკვრევინე და ჩემი საძმაკაცოდან ყველა ღორთმადიდებელი "სავოკი" ფეხზე ადგომით და გულზე ხელის დადებით ვამღერე.
არ იმღერებდნენ და ვისი აჯობებდა?
მერე სუფრის ფულს ვინ გადაიხდიდა?