აი ამდენიხანია ამ თემაში ხარ და მაინც ვერ ხვდები მთავარ აზრს.
ჯერ ერთი რომელი მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღო იმ ქვეყანაში, სადაც სტატისტიკას ისე წერენ როგორც გაუსწორდებათ, უნდათ გაზრდიან რიცხვს და ყველას კოვიდს ჩაუწერენ, უნდათ შეამცირებენ.
შენ ძალიან მინდობილი და მიამიტი ხარ როგორც გიყურებ და მაგიტომაც ხარ ილუზიებში.
მე სულ თავიდანვე ვამბობდი, ვინც არის რისკ ჯგუფი, მაგათვის გამოცხადდეს კარანტინი, ეგეც რეკომენდაციის სტატუსით, მაგათმა ატარონ 3M ნიღბები თუ უნდათ და ასევე დამატებითი უსაფრთხოების ზომებიც გამოიყენონ სურვილის მიხედვით.
მაგრამ როდესაც ჯამრთელ და ახალგაზრდა ადამიანს არანაირი საშიშროება არ ემუქრება ამ ვირუსის სახით, მას არანაირად არ უნდა აუკრძალო განვითარება, ოჯახის გამოკვება, ბიზნესის წარმოება, მუშაობა და ა.შ.
ასევე ძმაკაცობით და ნაცნობობით კი არ უნდა გადაავსო კლინიკები და ვიღაცის თხოვნით დააწვინო ხალხი პალატებში, არამედ უნდა შემუშავდეს პროტოკოლი, თუ პროტოკოლის მიხედვით ადამიანს ესაჭიროება სტაციონარი, ის უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ გადაყვანილი კლინიკაში.
დამატებით უნდა შექმნილიყო საწოლები სხვა შენობებშიც, სადაც ამის საშუალება იქნებოდა და ის რისკ ჯგუფები თუ სათანადოდ ვერ დაიცავდნენ უსაფრთხოების ზომებს და მაინც დაინფიცირდებოდნენ და იქნებოდნენ მძიმედ, ყველას ეყოფოდა საწოლები.
არც სწავლა არ უნდა გაჩერებულიყო, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არც ბიზნესი, არც რესტორნები, არც მაღაზიები და არაფერი. და ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა დღეს.
ამის მაგივრად დააპანიკეს ხალხი, ვინმეს სიცხეს მისცემდა და უკვე ახლობელს ეძებდა ვინც კლინიკაში მისთვის ერთი ადგილის გამონახვაში დაეხმარებოდა.
კი კვდება ხალხი და ნუ შეგვიკიკინეთ, ვიცით რო კვდებიან, ვიცით რომ არსებობს ვირუსი და ვიცით რო ინფიცირდება ხალხი, მაგრამ ეს არ არის იმ დონის კატასტროფა რა ისტერიკებსაც თქვენ მართავთ.
ამ ისტერიკების გამო, მილიონობით ხალხს მოუსპეს ცხოვრება, ვისთვისაც ეს ვირუსი საერთოდ არ იყო საფრთხე
მე თუ ვიცი რომ ძალიან სუსტი ორგანიზმი მაქვს, მე თუ ვიცი რომ დაინფიცირების შემთხვევაში ძალიან დამერხევა და შეიძლება გარდავიცვალო კიდეც, სულ არ მჭირდება ხელისუფლების ან ვინმეს გაფრთხილება, მათი მიერ გამოცხადებული კომენდატის საათი და კარანტინი, მე თვითონვე ვიზრუნებ ჩემს უსაფრთხოებაზე უფრო ეფექტურად, ვიდრე ხელისუფლება ზრუნავს.
შენ მაინც ვერ იგებ რამხელა უთანასწორობაა ეს ყველაფერი და რამხელაზე არღვევს კაპიტალისტურ პრინციპებს. ესეთი შეზღუდვები შეიძლება იკადროს სოციალისტურმა სახელმწიფომ, რომელიც ისედაც ეხმარება ხალხს ყველაფერში და სადაც ხალხი მატერიალურად თანაბარია.
მაგრამ როდესაც კაპიტალისტურ პრინციპებზე აშენებ სახელმწიფოს და ეუბნები ხალხს, რომ სახელმწიფო არ დაგეხმარება არაფერში და შენ უნდა მიხედო შენს თავს და ოჯახსო, თუ ფული არ გაქვს უსწავლელი დარჩები და ეს სახელმწიფოს კიდიაო, თუ შენით ვერ იშოვი სამსახურს სახელმწიფო არ დაგასაქმებს და სახელმწიფოს ეგეც კიდიაო და ა.შ. და ა.შ.
ეგეთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ადამიანი შეზღუდოს, რომელიც თავისივე რისკით და უკანალით იწყობს ცხოვრებას და არა სახელმწიფო ზრუნავს მასზე.
1. მე თუ მთელი კაპიტალი ბანკში მაქვს ჩადებული, დავიწყე ბიზნესი მაგ ფულით და გავრისკე მთელი ჩემი ცხოვრებით, ანუ თუ გამოვა ეს ბიზნესი კარგად გავაგრძელებ ცხოვრებას, თუ არ გამოვა და ვკარგავ ყველაფერს, ვიღუპები და ოჯახსაც ვღუპავ, ვარ ჯამრთელი და არარისკჯგუფში მყოფი.
2. რომელსაც ანაბარზე უდევს მილიონები, განაღდებული და აწყობილი აქვს ყველაფერი, არის რისკ ჯგუფში თუნდაც.
სახელმწიფო შეზღუდვებს და ლოკდაუნს რო აწესებს, ის 1-ს წამგებიან სიტუაციაში აყენებს და ანადგურებს, ხოლო მეორეს მომგებიანში. რითაც ირღვევა კაპიტალიზმის პრინციპი, ვინაიდან 10 წლის შემდეგ ის 1-ი და მისი ოჯახი შეიძლება იყონ გაბომჟებულები, ან საერთოდ თვითმკლელობით გარდაცვლილები, ხოლო მეორე იქნება ძალიან კარგ სიტუაციაში, ამ დროს კი ლოკდაუნები რომ არ ყოფილიყო შესაძლოა ის 1-ი 10 წლის შემდეგ 2-ზე წარმატებული ყოფილიყო და დიდად განვითარებულიყო.
აი ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, უმთავრესი პრინციპის დარღვევა და ამას ესე ოვაციებით რო ხვდებით ძალიან ცუდია და ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს რომ საერთოდ ვერ აცნობიერებთ ადამიანის უფლებების პრეროგატივას, მის ხელშეუხებლობას და ა.შ.
ეს იმას ნიშნავს რომ სოციალიზმში ხართ ჩარჩენილები და გგონიათ სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე და არა თქვენ საკუთარ თავებზე

კი ბატონო ჩრდილოეთ კორეას აქვს უფლება გამოაცხადოს ლოკდაუნი, იმიტომ რომ ხელისუფლება აძლევს მანდ ხალხს სამსახურს, განათლებას, ხელფასს, კარიერას, საკვებს, ტანსაცმელს, განვითარებას და ყველაფერს და ხელისუფლებავე დააბალანსებს შემდგომ ვის როგორ დაეხმაროს.
მაგრამ კაპიტალისტურ ქვეყნებში, ადამიანი სრულიად თავისუფალია და სახელმწიფო არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს მის ბედზე, მომავალზე, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ბედნიერებაზე. სახელმწიფო საერთოდ არ ერევა ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანი თვითონ, თავისი ძალებით ანხორციელებს ამ ყველაფერს. და აი ამ დროს ხელისუფლება ხელს გიშლის განვითარებაში, პრეროგატივებს გინაწილებს და თვითონ წყვიტავს ვინ უნდა განვითარდეს და ვინ არა, რა უფრო საფრთხეა ვისთვის და რა არა და ა.შ.
სულ რომ 1000 კაცი იღუპებოდეს, არავის არ აქვს უფლება შეუზღუდოს ვინმეს რამე, ესაა კაპიტალიზმი და ესე წერია წესდებაში, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს. ჯუნგლის კანონია კაპიტალიზმი და ბუნებრივი გადარჩევის პრინციპზეა აგებული და ხელისუფლება ამ პრინციპში ერევა და კორექტირებები შეაქვს თვითნებურად. სადაც სუსტს აძლიერებს და ძლიერს ასუსტებს
კი ბატონო დაეხმაროს ვისაც უნდა, მაგრამ ძლიერს ფეხს რატო უდებს და რატო ასუსტებს, რა ქვია ამას?
თუ ეს ყველაფერი ისევ უცხოა შენთვის და არ ეთანხმები ამ ყველაფერს, მაშინ ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე კი ნუ ნატრულობთ, ჩრდილოეთ კორეაზე იოცნებეთ.
კი ევროპაშიც დაირღვა ეს პრინციპები და ევროპული ღირებულებები სულაც არ ნიშნავს იმას რაც ამ 1 წელიწადში ევროპაში დაატრიალეს ხელისუფლებებმა, ზუსტად ამას აპროტესტებს მილინობით ადამიანი ევროპაშიც და ზუსტად ამის გამოა საზოგადოება შუაზე გახლეჩილი.
ამ ყველაფერმა გამოიწვია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ეს არ მომხდარა შემთხვევით, ბევრ ფეოდალს ყელში ეჩხირება ეს უფლებები და არ მოსწონთ ადამიანების ესე თავისუფალი განვითარება და არსებობა, არ მოსწონთ ესე უკონტროლო შობადობა და გამრავლება, არ მოსწონთ ბევრი რამე და ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს უკვე პრეცედენტია და აწი სულ უფრო ხშირად და უხეშად დაირღვევა ეს უფლებები და ერთ მშვენიერ დღეს, თქვენი და თქვენნაირების მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდება კიდეც, რაც დიდ წარმატებად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს იქნება კაცობრიობის დასასრული, თავისუფალი კაცობრიობის.