იმ დღეს დავინახე, ერთი ძაღლი ხალხით სავსე ქუჩაში მაინცდამაინც ერთ ქურდული გარეგნობის ტიპს უღრენდა და უყეფდა. მეთქი ცუგა, თავი დაანებე, ნუ უყეფ. ათასი კაცი დადიოდა ირგვლივ
ეს ცუგა შემომხედავს, ისევ იმ კაცს უყეფს
თან ძაან წყნარად მიყვება, შორს უშვებს და უყურებს აქედან, საით მიდის ის კაცი.
ყველაფერი ნაბიჯის სიჩქარით ხდება
ხალხში ეძებს თვალებით ამ კაცს იღრინება
გზაში სხვა ხალხიც დაელაპარაკა ამ ცუგას, უტყაპუნეს ტრაკზე, მოუწოდეს წესიერებისკენ
მოკლეთა მეგობრებო(ძაღლდადიდებლებო), ფილარმონიიდან ჭოველიძის ქუჩაზე გაყვა ეს ძაღლი ამ კაცს და უყეფდა, აშკარად დედას აგინებდა
და ეს კაცი ამ დროს პროჭულად იღიმებოდა
ოღონდ ფილარმონიიდან ჭოველიძეზე ერთ მხარე კი არ იარეს, ჯერ ფილარმონიის შუქნიშანზე გადმოყვა ამ კაცს ჭოველიძის მოპირდაპირე მხარეს და მერე ეს კაცი შემდეგ შუქნიშანზე გადავიდა ისევ იმ მხარეზე, საიდანაც მოდიოდა და ავიდა ჭოველიძეზე
ესეც ამ შუქნიშნებზე დაყვებოდა
This post has been edited by gramatikikina on 9 Mar 2026, 15:36