ორი ვარიანტია რატომაც ბიძინას მსგავსი განცხადების გაკეთება შეიძლება დასჭირვებოდა..
1) შიდა კვლევებით ნახეს რომ სერიოზულად განიხილავენ ორტოდოქს ქოცები - ჩემი პრემიეროს მხარდაჭერას
2) მისი პიროვნების მაქსიმალურად წინა პლანზე წამოწევა და ბიძინა ვერსუს გახარია ნარატივის შემოტანა, რომ დანარჩენი ოპოზიცია თამაშიდან გაწიონ.
რადგან პირველი ვარიანტი რეალობისგან შორსაა და გახარიას პარტიამ ჩემი აზრით მსგავსი საფრთხე ოცნებას ჯერ-ჯერობით ვერ შეუქმნა და ასეთ მცირე დროში ვერც შეუქმნიდა, არის
მცდელობა გახარია წარმოაჩინონ ბიძინასთან მებრძოლ რაინდად და ასე ვთქვათ ოპოზიციური ამომრჩევლის ფაქიზ გრძნობებზე ითამაშონ

სხვა შემთხვევაში თუ მიზანი ოცნების ალტერნატივის შექმნაა და დაბალანსება ეი 50% აქეთ 50% იქეთ და მოჩვენებითი მაგრამ მაინც კოალიციის შექმნა თვითონ ოცნების
კუმულაციური ამომრჩევლის რესურსით - ამ განცხადებას არ გააკეთებდა და ჩუმად იქნებოდა, ბუნებრივ პროცესს მისცემდა ასპარეზს და დააკვირდებოდა ქოცების განაწილებას..
ანუ მთავარი რაც გავიგეთ აქედან არის ის, რომ ბიძინა უარს ამბობს / არ აპირებს გახარიას გაუნაწილოს ქოცი ამომრჩეველი. ეი ჩვენ გავიგეთ ბიძინა როგორ უყურებს გახარიას
პოლიტიკურ მომავალს - მიუხედავად იმისა მისი პროექტია თუ არა.. პრინციპში ამას ადასტურებს ე.წ სახელისუფლებო მედიების მხრიდან მისი იგნორიც...

ახლა საინტერესოა მIშას საბოლოო პოზიცია ეი როგორ შეაფასებს გახარიას. ჯერ-ჯერობით მიშა პირდაპირ არ ამბობს რომ გახარია ბიძინას პროექტია, ამბობს რომ რუსეთის პროექტია და თავისი
პირადი მიზნები აქვს ანუ ამ მხრივ მIშა ბევრად უფრო საინტერესო თამაშს თამაშობს..

რაც შეეხება თვითონ გახარიას, მან მისი განცხადებებით თავიდანვე შუაშისტებზე და ქოცებზე გააკეთა აქცენტი ანუ ე.წ ნაცების ამომრჩეველი მე როგორც ვხვდები დიდად არც აინტერესებს..
ეი რომ შევაჯამოთ ჯერ-ჯერობით საერთო სურათი ასეთია:
ბიძინა -> გახარია ჩემი პროექტი არაა - ქოცებო ერიდეთ
მიშა -> გახარია რუსეთის პროექტია
გახარია -> სალამი შუაშისტებს და ქოცებს
მოკლედ კაი გასართობი შემოგვიგდეს გახარიას სახით ამ არჩევნებზე..
This post has been edited by DATOIA on 7 Jun 2021, 13:23
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი