#57998332 · 10 Jun 2021, 22:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვინ უნდა შეცვალოს? არცერთ პარტიას (მე არ გამიგია) არა აქვს საქართველოს აღორძინების გეგმა, არც ეკონომიური და არც პოლიტიკური. (ვიმეს წაგიკითხიათ?). 12 წელში ბიძინას ჰქონდა ტყუილების გეგმა, რაც დაიჯერა ,,ჭკვიანმა ერმა,,. მართლა თუ ცოტა ტვინი აქვს ადამიანს, იმ 100 ქარხანას და 5-5 მილიონს როგორ დაიჯერებს? სიტყვაზე, ბიძინა რომ გაგიჟებულიყო და ასი (რისი?) ქარხანა აეშენებინა, რა უნდა ეწარმოებინათ და სად უნდა გაეყიდათ? ხალხს ხომ უნდა ეფიქრა ამაზე რომ ბიძინა ატყუებდა. გინდა ხვალვე დავიწყოთ მერსედესზე კარგი და იაფი მანქანიების გამოშვება, მაინც ვერ გავყიდით, ბაზარი ისეა გადატენილ განაწილებული რომ შენ არავინ არ შეგიშვებს.ასევეა სხვა საქონელიც. საქართველო აგრარული ქვეყანაა და გამოსავალიც აგრარული რეფორმაა საჭირო. თუ გახსოვთ სტოლიპინის რეფორმა, აი ასეთი რეფორმა თუ ამოსწევს ქვეყანას. ხოდა რატო დავწერე ამდენი,არცერთი პარტია არაფერს არა გვთავაზობს, მარტო ერთმანეთზე იშვერენ თითებს და უტვინო ხალხს აშინებენ მიშათი და გრიშათი. არცერთი პარტია არ არის ხმის მისაცემი და პარლამენტიც დასაშლელია, ტყუილად იხარჯება ამათზე ხალხის ფული. დროებითი პრემიერი და მინისტრები.
|