ეს კარგი კითხვაა და პასუხს საჭიროებს.
დავწეროთ რეალისტური მოლოდინები:
1. აორთქლდება ქუჩის კრიმინალი. ნაცების მობრუნება, თავისთავად, უკვე საკმარისი მიზეზი იქნება ე.წ. "შავებისთვის", რომ ეგრევე ჩაალაგონ ბარგი და მოძუძგონ აქედან, სულ რომ თითი არ გაანძრიოს ნაცობამ, ნახევარი მაინც ეგრევე წავა, ვისაც დღეს ხელისუფლებასთან აქვს ''დალაგებული''. ნაცებთან იციან, რომ ვერ დაალაგებენ და წავლენ. ვინც დარჩება, იმათაც 1-2 წელიწადში გამოხშირავენ. ნაწილს გასროკავენ, ნაწილს გააქცევენ. აქვე, ველოდები, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე
შეკრებითობის პრინციპი დაბრუნდება და ვინც ერთხელ მოკლავს/იყაჩაღებს/გააუპატიურებს/გაძარცვავს, მეორედ კაი 20 წელი მაინც ვერ მოახერხებს იგივეს გაკეთებას და არა ისე, დღეს რომ კაცს მოკლავენ და 7-8 წელიწადში გარეთ არიან.
2. ველოდები მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კერძოდ, ანაკლიის პორტის აღდგენას, ახალ აეროპორტებს, გზებს, რეგიონების განვითარებას, ტურიზმის მომატებას.
3. ველოდები უცხოური ინვესტიციების ზრდას და ლარის კურსის შედარებით გამყარებას. ქოცების პირობებში ფულს აღარავინ დებს აქ. ამას მოწმობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლამის 0-ზე ჩამოსვლა და ლარის დაქცევა. ამას შეცვლიან ნაცები, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უცხოური ინვესტიციების ზრდა იყო.
4. ველოდები ნეპოტიზმის დონის დაკლებას და სოციალური მობილობის გაზრდას. მარტივად, თუ კარგად მეცოდინება ჩემი საქმე, ტექნოლოგიები და უცხო ენები, ვიღაცის მამიდაშვილი ვერ დამჩაგრავს ისე მარტივად, როგორც დღეს ახერხებენ ამას.
5. გაგეცინებათ და ველოდები ციხეების და პოლიციის მნიშვნელოვან და დემონსტრაციულ რეფორმებს

წინაზე ისე ჩაიდჟვეს ნაცებმა მაგ მიმართულებით, რომ ეხლა მოვლენ თუ არა ეგრევე საჩვენებელ ლიბერალიზაციას დაიწყებენ როგორც ციხეში, ისე პოლიციაში. იციან, რომ მეორედ აღარ აპატიებს ხალხი სულ მცირე შეცდომასაც კი. მეორედ კი არა, ჯერ პირველზე არ უპატიებიათ და ამას აღარ გარისკავენ. საკმარისად მოხვდათ კბილებში მაგის გამო. ნახევარი მინისტრთა კაბინეტი ჩაჯდა ამ ჩავარდნისთვის.
6. ველოდები განათლების სისტემის რეფორმას და ამ სამარცხვინო მდგომაროებიდან ცოტა მაინც ამოსვლას.
7. ველოდები მოჭიდავეების, მოკრივეების, ფეხბურთელების და სხვათა გულაობის შემცირებას. ეგ ხალხი დიდად ვერასდროს ძოვდა ნაცებთან, ეხლა კიდევ ლამის ყოველ დღე ვიღაცას სცემენ პოლიტიკურ თუ სხვა ნიადაგზე. ეს უნდა მორჩეს და ეგ ხალხი უკან უნდა შეირეკოს ტატამზე.
ბევრი რამის დაწერა შეიძლება, ეს ის არის ეხლა უცებ რაც გამახსენდა და რისი მოლოდინიც ალბათ უმეტესობას გვაქვს. ერთადერთი (და ძალიან მნიშვნელოვანი), რაზეც მეფიქრება, არის რუსეთი. მიშას ეგენი არ მიიღებენ და მინიმუმ ახალი ემბარგო გარანტირებული მგონია. ამიტომაც, საწყის ეტაპზე მაინც, მიშა არ უნდა იყოს პრემიერი. უნდა იყოს სხვა, რომელიც რაღაც პოზიტივს შეინარჩუნებს რუსებთან ურთიერთობისას. ეხლა მაგათთან დაპირისპირება ნაღდად არ გვაწყობს.