2021 წლის 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება ბრიუსელის ფორუმი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მსოფლიო ლიდერებთან ერთად; მათ შორის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერმინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით – Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე. გამომსვლელებს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი – ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი – ანნა ვიესლანდერი.
http://kvira.ge/664949?fbclid=IwAR2HDW7RHh...-CJ75-NKSfCK1R4